პარაგვაი შესაძლოა განსხვავდება ტროპიკული ბრაზილიისგან და მულტიეთნიკური ბოლივიისგან, მაგრამ ამ ქვეყანას ავთენტური კულტურა და ისტორია აქვს. პარაგვაი სიურპრიზებითაა სავსე. ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაწყვიტოთ ამერიკის ამ ქვეყნის მონახულება.

ბრწყინვალე ეროვნული პარკები

პარაგვაის ბუნების სილამაზე ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. მისი ერთ-ერთი ეროვნული პარკი: კორდილერა სან რაფაელი მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი საცხოვრისია. პარაგვაის ბუნება გთავაზობთ საოცარ ჩანჩქერებს და ველურ ტყეებს.

გემრიელი საკვები

პარაგვაული სამზარეულო მარტივი, ნოყიერი და გემრიელია. ქუჩის დახლებიდან მაღალი დონის რესტორნებამდე, აქ ეროვნული კერძების სხვადასხვა ვარიაციებს დააგემოვნებთ: chipá (სიმინდის პურის როლები) რომელსაც გრილზე მომზადებულ ხორცთან ერთად მოგიტანენ; borí borí (ქათმის სუპი) და kivevé (გოგრისგან მომზადებული ტკბილი კერძი).

ეროვნული სასმელები

პარაგვაი წარმოუდგენელია ტერერეს გარეშე, რომელიც ერის ფავორიტი სასმელია. ამ მცენარეულ ჩაის როგორც წესი სპეციალურ ჭიქაში ასხამენ. ტურისტები, რომლებიც მისი დალევის ყოლედღიურ რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას, ადგილობრივებისგან დიდ პატივისცემას დაიმსახურებენ.

ბიუჯეტური შოპინგი

მართალია პარაგვაი არ განიხილება როგორც ტოპ შოპინგ მიმართულება, მაგრამ ის tax-free – ანუ გადასახადებისგან თავისუფალი სამოთხეა. სიუდად დელ ესტეში შეიძენთ ტექნიკას, სუნამოებს და დიზაინერების ნივთებს შეღავათიან ფასებში.

სალაშქრო ბილიკები

პარაგვაის დედაქალაქში მდებარე ეროვნული პარკი “Ybycuí” საუკეთესო ადგილია სასიამოვნო სეირნობის მოსაწყობად. პარკს ორი ჩანჩქერი და ბუნებრივი აუზები აქვს. აქ გადაიღებთ ულამაზეს ფოტოებს და სრულ რელაქსაციასაც შეძლებთ.

კოლონიალური ნაშთები

La Santísima Trinidad de Paraná – პარაგვაის შედარებით ახალი ისტორიის ნაწილია. მე-17 საუკუნეში ესპანური შემოჭრების შედეგად, როცა აქ ცივილიზაციის განვითარებას ისახავდნენ მიზნად, ქალაქებს წითელი ქვით აშენებდნენ. ტრინიდადში ნაშთები დღემდე შემორჩენილია. იხილავთ სამხრეთ ამერიკის ყველაზე გამორჩეულ ბაროკოს არქიტექტურას.

საოცარი ღონისძიებები

პარაგვაის ფესტივალები ქვეყნის ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველი წლის თებერვალში აქ ფართომასშტაბიანი კარნავალი ტარდება. აგვისტოს ბოლოს კი ბოლივიურ ფესტივალს დაესწრებით. პარაგვაული ფესტივალები ძალიან მიმზიდველი და გასართობია, რის გამოც ბევრ ტურისტს იზიდავს.

პარაგვაის მაცხოვრებლები საკმაოდ მეგობრული ადამიანები არიან, ქვეყანაც სრულიად უსაფრთხოა სამოგზაუროდ. აღმოაჩინეთ სამხრეთ ამერიკის ეს უნიკალური მხარე შენ მეგზურთან ერთად.