ამაზონის ჯუნგლებით და ანდური მწვერვალებით ცნობილი ბოლივია მოგზაურებს მრავალფეროვან ლანდშაფტებს სთავაზობს. სამხრეთ ამერიკის ეს მშვიდი კუთხე იმაზე ნაკლებ ტურიტს ხედავს ვიდრე მის მეზობელ არგენტინასა და ბრაზილიაშია. ავთენტური, სათავგადასავლო, მას-ტურიზმისგან ხელშეუხებელი ბოლივია კონტინენტის ერთ-ერთი საუცხოო საიდუმლოებაა.
1. LA PAZ: საუკეთესო ადგილი ხელოვნების, კულტურისა და ღამის ცხოვრებისთვის
ლა პაზი ზღვის დონიდან 3600 მ-ზე მდებარეობს. ერთი შეხედვით ეს ხმაურიანი და დინამიური მეტროპოლისია, სადაც ავთენტური ტრადიციები თანამედროვეობას ერწყმის. ცოცხალი ცენტრი აერთიანებს კოლონიალურ არქიტექტურას, ფერად თანამედროვე შენობებს, ხელოვნების მუზეუმებს, მდიდარ გასტრონომიას და ღამის ცხოვრებას. საბაგიროდან დატკბებით ხედებით ქალაქზე.

2. SALAR DE UYUNI: არამოსატოვებელი გამოცდილება ბოლივიაში
ბოლივიის უზარმაზარი მარილის ველი სახმელეთო ოკეანეს ქმნის. აქ ტურებით ქალაქ უიუნიდან დადიან. გზად გაივლიან უდაბნოს, გეიზერებს, ცხელ წყაროებს და ფერად ტბებს. დეკემბრიდან თებერვლამდე აქ წვიმების სეზონია, ამიტომაც ზედაპირი ცას სარკესავით აირეკლავს.

3. THE JESUIT MISSION CIRCUIT: ანტიკური რელიგიური არქიტექტურა
ისტორიული ლა ჩიკიტანიას რეგიონი რამდენიმე პატარა საუკუნოვანი ნაგებობებისგან შედგება, რომლებიც ულამაზეს ლანდშაფტს ერწყმიან. შეძლებთ მოინახულოთ ანტიკური ეკლესიები, რომლებიც მე-17 მე-18 საუკუნეში აშენდნენ. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი, თერმული მდინარე და შთამბეჭდავი ქვის ფორმაციებია. ჩიკიტანიაში ბოლივიის განსხვავებულ მხარეს შეიგრძნობთ.

4. ISLA DEL SOL: ბოლივიის ადგილობრივი მემკვიდრეობის შესასწავლად
ლეგენდის თანახმად, ტბა ტიტიკაკაზე მდებარე კუნძული დელ სოლი ინკა კულტურის დაბადების ადგილია. ეს ისტორიულად წმინდა ადგილი ბოლივიის მემკვიდრეობას ყველაზე უკეთ წარმოაჩენს. ინკას ნანგრევების გარდა, იხილავთ მუზეუმს, რომელიც სხვადასხვა რელიქვიებს მოიცავს. შთამბეჭდავი ხედებისთვის დალაშქრეთ მისი ბილიკები. კოპაკაბანასა და ისლა დელ სოლს შორის ნავები დღეში ორჯერ დადიან.

5. SUCRE: ისტორიული არქიტექტურა
რევოლუციური ლიდერის, ანტონიო ხოსე დე სუკრეს სახელობის ქალაქი საოცრად შემონახულ კოლონიალურ არქიტექტურას, რესპუბლიკური სტილის შენობებს, ბაზილიკებს და თეთრ სახლებს აერთიანებს. იმის გამო, რომ სწორედ აქ დაარსდა ბოლივიური რესპუბლიკა, სუკრეში ბევრი ისტორიული ადგილია. მათ შორისაა, თავისუფლების სახლი, სადაც 1825 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი. მოინახულეთ მავზოლეუმი საოცარი ბაღებით.

6. POTOSÍ: საუკეთესო მაღაროს ისტორიით
კოლონიალიზმის პერიოდში, ვერცხლის საბადოების წყალობით, პოტოსი ერთ დროს უდიდესი და გავლენიანი ქალაქი იყო ამერიკაში. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ მაღაროების ვიწრო გვირაბები. აქ არქიტექტურა დღემდე ამაყად წარმოადგენს თავის წარსულს.

7. SAMAIPATA: საუკეთესო ადგილი განსატვირთად
ეს პატარა სოფელი მთელი წლის მანძილზე სასიამოვნო კლიმატით და სარელაქსაციო ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ დრო თითქოს გაჩერებულია და ხალხის ხმაც ჩურჩულს ემსგავსება. მის გარშემო ბევრი ბუნების საოცრებაა, მათ შორის ჩანჩქერები და ანტიკური კლდოვანი წარმონაქმნები. სამაიპატა ღვინის ისტორიითაც გამოირჩევა. მარნები ღიაა ვიზიტორებისთვის, სადაც სხვადასხვა ღვინოს დააგემოვნებთ.











