თესალონიკი საბერძნეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია. მართალია, ამ ქვეყანაში ჩამოსვლისას ყველა ათენისკენ ან კუნძულებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ არც სალონიკია ხელწამოსაკრავი. აქ შეიგრძნობთ ღამის ცხოვრებას, დაათვალიერებთ ანტიკურ ძეგლებს, დააგემოვნებთ გემრიელ კერძებს და ეწვევით მარნებს. შენი მეგზური აქ მოგზაურობას დაგიგეგმავთ:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

ჩაიძირებით გემრიელ კულინარიაში

მოემზადეთ გემოების სენსაციისთვის – თესალონიკს იუნესკოს გასტრონომიის ქალაქის პრესტიჟული ტიტული 2021 წელს მიენიჭა. მის სამზარეულოზე ბევრმა კულტურამ იქონია გავლენა წლების მანძილზე. ოტომანური, ბალკანური და ხმელთაშუა ზღვის ტრადიციებით გაჯერებული თესალონიკის საკვები სცენა ნამდვილად მოგხიბლავთ. დააგემოვნეთ ბერძნილი ყავა და ქუჩის კვება, მაგალითად კულური, სეზამის პური. ცენტრალურად მდებარე კაპანის ბაზრობა ქალაქის უძველესი ბაზრობაა, სადაც საკვებ პროდუქტებს შეიძენთ.

დაათვaლიერებთ მომხიბვლელ ქალაქს ფეხით

კომპაქტურ თესალონიკში ფეხით სიარული სასიამოვნოა.წყლისპირა სასეირნო ბულვარი ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალ გზაზეა და სალონიკის ისტორიას და არქიტექტურას გააგცნობთ. 34 მ. სიმაღლის თეთრი კოშკი ოტომანურ პერიოდში ციხეს წარმოადგენდა. აწედან დატკბებით ოლიმპოს მთის ხედებითაც, შორს ჰორიზონტზე რომ მოსჩანს. დალიეთ ყავა არისტოტელეს მოედანზე, შემდეგ კი გააგრძელეთ სეირნობა ზედა უბანში, უძველეს ანო პოლში. წვრილი ქვაფენილიანი ხეივნები ციხესიმაგრემდე მიგიყვანენ, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს,

აიღებთ ღვინის დაგემოვნების ტურებს საოჯახო მარნებსა და ვენახებში

ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ცნობილი მარანი Ktima Gerovassiliou მდებარეობს, რომელიც ღვინოს 1981 წლიდან აწარმოებს. ვიზიტორებს შეუძლიათ თეთრი, წითელი და როზე ღვინოები დააგემოვნონ, ასევე ეწვიონ ღვინის მუზეუმს.

გაეცნობით რეგიონის სამეფო ისტორიას

ანტიკური საბერძნეთის ისტორიის და არქეოლოგიის ფანებს შეუძლიათ მოინახულონ პატარა სოფელი თესალონიკიდან 1 საათის სავალ გზაზე. ვერჯინა იუნესკოს დაცული არქეოლოგიური ტერიტორიაა სამეფო სამარხებით. მუზეუმში ინახება ალექსანდრე დიდის ნივთებიც.

დატკბებით ხელოვნებით წყლის პირას

გაეშურეთ თესალონიკის ფოტოგრაფიის მუზეუმში სანაპიროზე ან ხელოვნების ექსპერიმენტალურ ცენტრში. ორივე მათგანი მშვენიერი ლოკაციაა ხელოვნებით დასატკბობად. აქ ფოტო გამოფენები სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეძღვნება.

გადახვალთ საბერძნეთის გამორჩეულ კურორტზე, ჰალკიდიკიზე

ჰალკიდიკი საბერძნეთის ნახევარკუნძულია, სადაც დასასვენებლად სწორედ თესალონიკიდან გადადიან. მის “სამ ცალ ფეხზე” ბევრი კურორტი მდებარეობს, რომლებიც სრულ რელაქსაციაში დაგეხმარებიან.

მოინახულებთ ისტორიულ მეტეორას

მეტეორა საეკლესიო კომპლექსია გასაოცარი ლანდშაფტის პირობებში, სადაც სიარული ამაღელვებელ განცდებს მოგანიჭებთ. სალონიკიდან მეტეორაზე სპეციალური ავტობუსები დადიან და დღის ბოლოს ქალაქში დაგაბრუნებენ.

საუკეთესო ადგილები სალონიკში მისართმევად: აქ დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ლადადიკა, ძველი უბანია პორტის დასავლეთით, სალონიკის ღამის ცხოვრების არეალი. აქ გირჩევთ: Kazaviti-ს. ასევე, მიაშურეთ შემდეგ ობიექტებს: Mamalouka, Poster და Olympos Naoussa Restauran.

თესალონიკის აეროპორტიდან ტაქსის ღირებულებაა 25 ევრო. აეროპორტიდან ცენტრამდე მიდის ავტობუსი. ბილეთის ფასი 1.80 ევრო.