ნეპალი მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელიც ვიზიტორებს ბევრი მიზეზით იზიდავს. ზოგს ხიბლავს მთები და ჰიმალაები, ზოგის მისი კულტურა და ცნობილი ქალაქი კატმანდუ, ზოგი კი აქ სულიერი გამოღვიძების მიზნით მიემგზავრება. ნეპალი დაუვიწყარი თავგადასავალია.

კატმანდუ

კატმანდუ ნეპალის უდიდესი ქალაქი და მისი დედაქალაქია. ის მსოფლიოს არცერთ სხვა ქალაქებს არ ჰგავს. ქალაქის შუაგულში მდებარე ნახევრად ჩამოშლილი შენობები მკვეთრ კონტრასტს ქმნიან ქალაქის ქუჩების ცოცხალ ატმოსფეროსთან. კატმანდუს დარბარის მოედანი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. მართალია მიწისძვრების შედეგად შენობების ნაწილი დაზიანდა, თუმცა დღემდე განსაკუთრებული ადგილია მოსანახულებლად.

ბახტაპური

Bhaktapur – ტიბეტისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე მდებარეობს, კატმანდუსთან. აქ ძირითადად ჰინდუს მიმდევრები ცხოვრობენ. საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ ქალაქის ტური დაიწყოთ, მთავარი მოედანია სამეფო სასახლით და რამდენიმე საყდრით. მთელი არეალი იუნესკოს სიაშია შესული.

ბოდანატ სტუპა

Bodhnath – მსოფლიოს გამორჩეული ტაძარია, დათარიღებული მე-6 საუკუნით. ისიც დიდი სავაჭრო გზის ნაწილი იყო და დღეს იუნესკოს დაცული ძეგლია. თითოეული განსხვავებული ფორმა 5 ელემენტის სიმბოლოა: მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერის და სფეროს, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან 5 ბუდას. მათი გაერთიანება აბსტრაქციულ სტრუქტურას ქმნის.

პოხარა

Pokhara მთაზე მდებარე ნეპალის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად და სალაშქროდ. მოსახლეობის მიხედვით, ის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია ნეპალში კატმანდუს შემდეგ, მაგრამ თითქოს მაინც არ იგრძნობა რომ დიდი ქალაქია. აუცილებლად იგრძნობთ ჰაერის სისუფთავეს და სასიამოვნო კლიმატს. ტბასთან მდებარეობს სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები.

ჩიტვანის ეროვნული პარკი

Chitwan National Park – ნეპალის განსხვავებულ მხარეს განახებთ. ეს მშვენიერი ველური ბუნების ადგილი საფარის სტილის ატმოსფეროს ქმნის. აქ ტროპიკული კლიმატია, რაც ნეპალში ზოგადად არ შეგხვდებათ. პარკში ბინადრობენ მარტორქები, ბენგალიური ვეფხვები, დათვები, ირმები და სხვა. ჩიტებზე დამკვირვებლებისთვის კი აქ 500-ზე მეტი სახეობის ჩიტი დაფრინავს. საუკეთესო დრო აქ მოსასვლელად ოქტომბრიდან თებერვლამდეა. ტემპერატურა 25 გრადუსი.

სვაიამბუნათი

Swayambhunath – კატმანდუს დასავლეთით მდებარე ტაძარია, რომელსაც “მაიმუნების საყდარსაც” კი უწოდებენ, მასში მაცხოვრებელი მაიმუნების გამო. კომპლექსი მეხუთე საუკუნით თარიღდება. ის ბუდისტების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ევერესტის ბანაკის გზა

მთა ევერესტი ზღვის დონიდან 8848 მეტრზე მდებარეობს და მასზე ასვლა სპეციალურ მომზადებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, არსებობს Trek to Base Camp – ტური, რომელიც სტანდარტული სირთულის ლაშქრობის შემდეგ მთა ევერესტს შორიდან დაგანახებთ. ევერესტის რეგიონი არაა გამორჩეული ხედებით, თუმცა თვითონ ევერესტის ხედი ბევრ ტურისტს იზიდავს. აქ ბევრი კომპანია შემოგთავაზებთ გიდის ტურებს. სალაშქრო სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა, მარტიდან მაისამდე და სექტემბრიდან დეკემბრამდე.

პაშუპატინატის საყდარი

Pashupatinath Temple – მე-17 საუკუნით თარიღდება და კატმანდუს უძველესი საყდარია, რომელიც ნეპალში ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. საყდარი ცნობილია განსაკუთრებული არქიტექტურით. სამი კარიბჭიდან მხოლოდ დასავლეთის კარიბჭეა ღია.

მთის საერთაშორისო მუზეუმი

International Mountain Museum – პოხარაში მდებარეობს და აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. ეს შთამბეჭდავი თანამედროვე შენობა ყველანაირ ინფორმაციას გადმოსცემს, რაც ნეპალის მთებზე შეიძლება რომ გაიგოთ. გამოფენების და ვიდეო ინსტალაციების საშუალებით გაიგებთ აქაურ მთის მაცხოვრებლებზე, მწვერვალებზე, მათ გეოლოგიაზე და მითებზე.

ლამბინი

Lumbini – სიდჰარტა გაუტამას ანუ ბუდას დაბადების ადგილია. ამ პილიგრიმულ ქალაქში, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა, საოცარ სიმშვიდეს მოიპოვებთ. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და ბუდას ცხოვრების გზის ნაბიჯებს გადიან. მაია დევის საყდარი ბუდას დედას ეძღვნება და მიიჩნევა ადგილად სადაც ბუდა სამყაროს მოევლინა.