რა ვნახოთ

რა უნდა მივირთვათ და დავლიოთ ბოლონიაში

შეუძლებელია ვისაუბროთ ბოლონიაზე და ზოგადად ემილია-რომანიას რეგიონზე, კულინარიის და საკვების ხსენების გარეშე. ეს იტალიის გამორჩეული კულინარიული მიმართულებაა. ნუ მოძებნით აქ სპაგეტის ხორცის ნაჭრებით, მაგალითად “ბოლონეზეს” ან ზოგადად სპაგეტის. ბოლონიაში კვერცხზე დაფუძნებული ჯანსაღი პასტებია – ტაიატელე, ტორტელონი და აშ.

რა უნდა მიირთვათ:

კორნეტო ფსტას კრემით

ბოლონიაში საუზმისას აუცილებლად დააგემოვნეთ იტალიური კრუასანი: კორნეტო ფსტით. ჩვენ მას ქალაქის ცენტრში, გამბერინში (Gamberini) გირჩევთ. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან.

კენკრის ბრიოშები

კიდევ ერთი გამორჩეული საცხობი ადგილია – Gino Fabbri Pasticcere. აქ ყველაფერი უგემრიელესია, მაგრამ აუცილებლად დააგემოვნეთ კენკრის ბრიოშები. აქ მოსახვედრად შეგიძლიათ გაყვეთ 88 ნომერ ავტობუსს ცენტრალური სადგურიდან.

იდეალური ესპრესო არომაში

იტალიაში ფანტასტიკურ ესპრესოს ამზადებენ. აქ მას ყველგან შეხვდებით, მაგრამ ჩვენ კაფე არომას გირჩევთ. ყავების ღირებულებაა €1.50-€4. ის ღიაა სამუშაო დღეებში დილის 8 საათიდან, ხოლო დასვენების დღეებში 10-ის ნახევრიდან.

პასტა

თუ ბოლონიაში პირველად ხართ, მიაკითხეთ სფოგლია რინას (Sfoglia Rina) და დააგემოვნეთ მათი ჯანსაღი პასტა. მაგრამ, იცოდეთ რომ შესაძლოა რიგები დაგხვდეთ. აქ მიირთმევთ ტაიატელეს, ტორტელინის და აშ.

ხბოს კოტლეტები

ბოლონიაში ლანჩის მირთმევის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია – All’Osteria Bottega. აქ გამორჩეული კერძია ხბოს ხორცის კოტლეტები. ღიაა ყოველდღე 1-ის ნახევრიდან კვირის და ორშაბათის გარდა.

Ruote alla vodka

ამ განსაკუთრებულ პასტას კასა მერლოში (Casa Merlò) ამზადებენ. ის შეზავებულია ალკოჰოლში და შებოლილ პანცეტაში. რესტორანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ყოველდღე ღიაა. გაყევით 567 ნომერ ავტობუსს ბოლონიის ცენტრალური ავტობუსების სადგურიდან.

Sangiovese-braised beef

ბოლონიაში რთულია აარჩიოთ ადგილი, სადაც სადილს ან ვახშამს მიირთმევთ, რადგანაც აქ დიდი არჩევანია. Trattoria Bertozzi ერთ-ერთი ტოპ რესტორანია, სადაც ბოლონიურ საქონლის კერძს გირჩევთ. ის ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

ლაზანია

ბოლონიაში ლაზანია ალ კამბიოში (Al Cambio) უნდა დააგემოვნოთ. ის ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

ტორტელინი ოლტრეში

რეგიონის საუკეთესო ტორტელინს ამ რესტორანში დააგემოვნებთ. ოლტრე ერთადერთი ადგილია სადაც ამ კერძეს პარმიჯანოს კრემში ამზადებენ. დაკეტილია სამშაბათს და ოთხშაბათს.

ნეგრონი

ბოლონიური სამზარეული საკმაოდ მსუყე და მძიმეა. ამიტომაც, თუ დალევა და განტვირთვა მოგინდებათ, მიაკითხეთ Agricola e Vitale-ს, სადაც უგემრიელეს ნეგრონს შემოგთავაზებენ. გარე მაგიდები პიაცა სანტო სტეფანოზე გადის და ხედიც ფანტასტიკურია.

ღვინოსთვის და სნექებისთვის

Le Serre dei Giardini Margherita – ნაკლებად ტურისტული ადგილია, სადაც ქალაქის ძველი სათბურები სასიამოვნო ბარ-რესტორნებად იქცნენ. აქ იკრიბებიან სტუდენტები, არტისტები და ინტელექტუალები. მშვენიერი ადგილია ღვინის დასალევად.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე