ხმელთაშუაზღვის ხედები საცურაო უბეებითა და განცალკევებული სანაპიროებით – აი რატომ უნდა აირჩიონ ახლადშეუღლებულებმა საბერძნეთი მათ მთავარ მიმართულებად. მაშ ასე, ჩვენ საუკეთესო თაფლობისთვის დაგეგმვაში დაგეხმარებით.

მდიდრული თაფლობისთვე იდეალურ სანტორინიზე

საკულტო შენობები ლურჯი სახურავებით და ყოველ ფეხის ნაბიჯზე საოცარი ხედებით – სანტორინი საუკეთესო არჩევანია რომანტიკული დასვენებისთვის. მიირთვით ზღვის პროდუქტები იმ დროს, როცა მზის ჩასვლას დააკვირდებით და მიიღეთ ცხელი აბაზანები შამპანიურის თანხლებით.

ისიამოვნეთ ნაფპლიოზე

ნაფპოლიოზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ქორწინება აღინიშნება. თუ უშუალოდ ქორწინებას აქ არ გეგმავთ და მას ცერემონიის შემდეგ ესტუმრებით, ამ პატარა ქალაქის მაგიური აურა მაინც ნამდვილად მოგხიბლავთ. ისეირნეთ ნეოკლასიკურ შენობებს შორის, პატარა კაფეების და წყნარი სანაპირო ზოლის გავლით.

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ერთად მონემვაზიაზე

თუ სანტორინი თქვენთვის ზედმეტად დატვირთულია, მონემვაზიას მიაკითხეთ. ქვის სახლები ძველი ქალაქის ატმოსფეროს ქმნიან. ესტუმრეთ აქაურ ტავერნებს და დააგემოვნეთ ადგილობრივი ბერძნული ღვინო. ადით კოშკზე პანორამული ხედებით დასატკბობად.

გაიქეცით სპეტსში (Spetse)

ათენიდან ორი საათის სავალ გზაზე, ეს კუნძული ბუნებით მიგიზიდავთ. დარჩით რომელიმე ბუტიკ-სასტუმროში და გაატარეთ დილა სანაპიროზე. აქაურობა რომანტიკულია იმიტომ, რომ შეგიძლიათ იქირაოთ ნავი და დღე ცხენით სეირნობით დაასრულოთ.

აღმოაჩინეთ ღვინის დამზადების ტრადიცია მილოსზე

ბერძნული ღვინის დასაგემოვნებლად დაჯავშნეთ ტური მილოსზე. ვულკანური ნიადაგი და ზომიერი კლიმატი აქ ღვინის დამზადებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. კოსტანტაკის მარანი კუნძულზე საუკეთესოდ ითვლება. დათვალიერეთ ულამაზესი სანაპიროები და სოფლები.

მიიღეთ რელაქსაცია ამორგოსზე

ქორწინების დაგეგმვა საკმაოდ სტრესულია, ამიტომაც კარგი განტვირთვა გჭირდებათ! აირჩიეთ სპა-სასტუმრო ამორგოსზე, სხვადასხვა თერაპიული კურსებით. ცენტრში საუნას, ორთქლის ოთახს და აუზებს შემოგთავაზებენ. დაჯავშნეთ მასაჟი წყვილისთვის ეგეოსის ზღვის ფონზე. თუ სეირნობა გიყვართ, აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ.

დაიწყეთ ოჯახური ცხოვრება კრეტაზე

მიიღეთ საუკეთესო, რისი შემოთავაზებაც საბერძნეთს შეუძლია – არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან დაწყებული გასაოცარი სანაპიროებითა და მთებით დამთავრებული. ესტუმრეთ კრონოსის სასახლეს და ელაფონისის ნაპირს. მოინახულეთ რეთიმნო, სპინალონგას კუნძული და მატალას გამოქვაბულები.

მოდუნდით კეფალონიაში

გააღვივეთ რომანტიკა საბერძნეთის დასავლეთში. ეს ლოკაცია „კაპიტან კორელის მანდოლინის“ გავლენით ომისდროინდელი სიყვარულის ატმოსფეროს ქმნის. ესტუმრეთ ასსოს, სანაპირო ქალაქს და მოინახულეთ იონიის ზღვა. დაიქირავეთ ველოსიპედები ან დაიკარგეთ ცარიელი სანაპიროების ძიებაში.