სეტენილ დე ლას ბოდეგასი (Setenil de las Bodegas) ესპანეთის ანდალუსიაში ყველაზე უნიკალური თეთრი სოფელია. ეს ლამაზი დასახლება კანიონის ქვეშაა დაბუდებული და გარშემო ზეთისხილის ხეები არტყავს. მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა უზარმაზარი ქვაა, რომელიც თეთრ სახლზე დგას. გაისეირნეთ მის ვიწრო ქუჩებში და აღმოაჩინეთ რესტორნები გამოქვაბულებში.

სიტყვა “ბოდეგასი” ნიშნავს “ღვინის მარნებს” და ამ პატარა ქალაქმაც სახელი ერთ დროს ღვინის ვაჭრობიდან გამომდინარე მიიღო. დღეს აქ ძალიან ცოტა მარანია, მაგრამ სეტენილ დე ლას ბოდეგასი ცნობილია მისი გემრიელი ზეთის ხილითა და ნუშით.

ამ ქალაქში მისი უცნაური ლანდშაფტის გამო ჩამოდიან. აქ გამოქვაბულები თითქოს სახლებად იქცა და კანიონმა ქალაქს უნიკალური ფორმა მისცა. პრეისტორიულ პერიოდში, გადმოცემის თანახმად, აქ ტროგლოდიტები, ანუ გამოქვაბულის მკვიდრნი ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი სოფლის მაცხოვრებლებმა უზარმაზარ ქვებს შორის არსებულ სივრცეებში სახლების მშენებლობა დაიწყეს, რათა ზაფხულში სიცხისგან, ხოლო ზამთარში ყინვისგან დაეცვათ თავი.

ისტორია და სილამაზე სეტენილ დე ლას ბოდეგასს ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოსანახულებელ ადგილად აქცევს. სეტენილის მთავარ ქუჩას ქვია Calle Cuevas del Sol ანუ “მზის გამოქვაბულები”. ეს ულამაზესი მზიანი ქუჩა მდინარის არხს მიუყვება და სავსეა რესტორნებით. გირჩევთ სატაცურის სუპს, სოფლის ტრადიციულ კერძს.

მართალია, ეს ქალაქის ყველაზე ცნობილი ქუჩაა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ სხვა არეალებიც. მაგალითად, Calle Cuevas de la Sombra ანუ “ჩრდილის გამოქვაბულები” და გადმოხედოთ ქალაქს ზევიდან.

ეწვიეთ ციხესიმაგრეს, რომელიც მე-12 საუკუნითაა დათარიღებული. მას ნაზარის სასახლე ეწოდება. ერთ დროს მას 40 კოშკურა ჰქონდა, დღეს კი მხოლოდ ერთია დარჩენილი. მასზე ასვლის საფასურია 1 ევრო და თუ ახვალთ, ზემოდან საოცარი ხედებით დაჯილდოვდებით.

ამ გადმოსახედის გარდა, ქალაქს კიდევ ბევრი ადგილი აქვს, მათ შორის ხიდები და ქუჩები, რომლებიც შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობენ გამოქვაბულებზე, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. გირჩევთ რამდენიმე მათგანს:

  • Calle San Sebastian: ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილი, 15 წუთის სავალი გზა Calle Cuevas del Sol-დან.
  • Calle Ventosilla Alta: კიდევ უფრო მაღალი წერტილი.
  • Mirador del Lizon: გადმოსახედი, რომელიც 24 საათი ღიაა.
  • Mirador del Carmen: ხედით დატკბებით 93 კიბის საფეხურის ავლის შემდეგ.

ესპანური ლანჩის დრო დღის 2 საათიდან 4 საათამდეა. 4 საათის შემდეგ აქ სიესტაა და რესტორნები 8 საათამდე იკეტება. სეტენილ დე ლას ბოდეგასის მონახულება შეგიძლიათ მალაგაში ყოფნის დროსაც. ვიზიტისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული ან შემოდგომა, მაშინ როცა თბილა და ქალაქი არც ისე დატვირთულია. მაისსა და ივნისში იხილავთ მზესუმზირების ველებსაც.

თუ ესპანეთში ვიზიტს გეგმავთ, მოგვმართეთ:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი