კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანდალუსიაში, ესპანეთის ყველაზე ლამაზ რეგიონში. აქ მწვანე მთები, ვენახები, ზეთისხილის ხეები და მზესუმზირებით მორთული ველებია. ყველაზე უნიკალური ნაწილი კი მთებში ჩამალული თეთრი სოფლებია. იხილეთ სასახლეები, დააგემოვნეთ ტაპასები და გაესაუბრეთ მეგობრულ ადგილობრივებს.
1. ოლვერა/Olvera
ოლვერა ანდალუსიის ყველაზე ლამაზი თეთრი სოფელია. ეს მთიანი ექსტრაორდინალური დასახლება დამშვენებულია ულამაზესი ეკლესიით, რომელიც მას ზევიდან გადმოჰყურებს. მისი არაჩვეულებრივი ლოკაციის გამო, ოლვერას ნახვას მთელი რეგიონიდან შეძლებთ.
აუცილებლად ადით ოლვერას სასახლეში და გადაიხადეთ 2 ევრო შესვლაში. ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიის გარდა, იხილავთ ადგილობრივი ისტორიის მუზეუმსაც. შეგიძლიათ ახვიდეთ ციხესიმაგრის სახურავზე ხედებისთვის. ციხესიმაგრე ღიაა საღამოს 8 საათამდე. ზაფხულობით მისი ეზოდან ულამაზეს მზის ჩასვლას იხილავთ.
2. უბრიკი/Ubrique
უბრიკი ველზე მდებარეობს, მთებს და ორ ეროვნულ პარკს შორის. ესენია: Alcornocales და Grazalema. ეს დასახლება ცნობილია ტყავის ნივთების წარმოებით. ტყავის ინდუსტრია უბრიკში მრავალი წელია რაც ფესვგადგმულია და აქ ულამაზეს ჩანთებს ამზადებენ. ეწვიეთ ტყავის მუზეუმსაც (Museo de la Piel de Ubrique). უბრიკში მშვენიერი ქუჩებია სასეირნოდ, ტეთრი, ღია ვარდისფერი და იასამნისფერი სახლებით. აღმოაჩინეთ ანტიკური რომაული გზაც, ადით მთაზე და გადმოხედეთ სოფელს.
3. სეტენილ დე ლას ბოდეგასი/Setenil de las Bodegas
ეს ანდალუსიის ყველაზე უნიკალური თეთრი სოფელია. საოცარ ქვის ფორმაციებში გამოთლილი დასახლება ზაფხულში სახლებს სიცხისგან, ზოლო ზამთარში სიცივისგან იცავს. ჩვენ გირჩევთ სოფლის სხვა ნაწილების გამოკვლევასაც და სხვადასხვა გადმოსახედებიდან გადმოხედვას.
4. ზაჰარა დე ლა სიერა/Zahara de la Sierra
მორიგი იდილიური თეთრი სოფელია ზაჰარა დე ლა სიერა, რომელიც წყალსაცავთან მდებარეობს. ლანდშაფტი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელსაც მთელ ანდალუსიაში ნახავთ. ტბის ულამაზესი ფერები, ღია მწვანე ველები და თეთრი სახლები უბრალოდ თვალწარმტაცია. გაატარეთ მეტი დრო მის ქუჩებში და მოედნებზე, ადით მთაზე და ძველი ციხესიმაგრის კოშკზე. ის სხვადასხვა შემოსევების დროს მთელი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე იყო.
5. ვილალუენგა დელ როსარიო/Villaluenga del Rosario
ზამთარში ეს არეალი თოვლით იფარება, ზაფხულში კი მზეზე თეთრი სახლები ბზინავს. ის ანდალუსიის სოფლებს შორის ყველაზე მაღლა მდებარეობს და ბევრი სალაშქრო გზით გამოირჩევა. აქ 100-ზე მეტი გამოქვაბულიც მდებარეობს. აქაურ სასაფაოს ესპანეთში ყველაზე გამორჩეულსაც უწოდებენ.
6. არკოს დე ლა ფრონტერა/Arcos de la Frontera
აქაური ლანდშაფრი ანდალუსიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. სოფელში არქიტექტურის უნიკალური მიქსი დაგხვდებათ. ეს მრავალფეროვნება ქალაქის ევოლუციურ ისტორიას გვაჩვენებს. აუცილებლად მოსანახულებელია სანტა მარიას ბაზილიკა.