ვიეტნამი იდილიურ კუნძულებს, ჯუნგლებს, ბრინჯის ტერასებს, ცოცხალ ქალაქებს და უგემრიელეს სამზარეულოს წარმოგვიდგენს. ფუ კოკი ქვეყნის უდიდესი კუნძულია და ვიზიტორებს ვიეტნამის ყველაზე იდილიურ სანაპირო გასაქცევს სთავაზობს. ფუ კოკი აუცილებლად სანახავი მიმართულებაა კურორტებით, გასართობი პარკით და მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა საგრძნობლად იზრდება, კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სანაპირო მიმართულებად რჩება. მას სხვადასხვა სტატისტიკების მიხედვით აზიის ყველაზე ლამაზი კუნძულის სტატუსი აქვს მოპოვებული.

ფუ კოკი ყველა ტიპის მოგზაურს სთავაზობს შესაფერის სანაპიროს
ჰამ რონგის სანაპირო (Ham Rong Beach) გასაოცარ სილამაზეს წარმოგვიდგენს. აქ წყალში ათასობით წითელი ვარსკვლავი დაცურავს, რის გამოც მას ზღვის ვარსკვლავების სანაპიროსაც უწოდებენ. მისი მშვიდი წყალი იდეალურია საცურაოდ და გასარუჯად. ასევე სნორკელინგისა და ნავებისთვის. აქ იხილავთ ვიეტნამის თვალისმომჭრელ მზის ჩასვლის და ამოსვლის ხედებს.

კუნძულის სამხრეთით მდებარე საოს სანაპიროს სილამაზე ვიზიტორებს მომავალ ჩასვლაზეც მასთან აბრუნებს. აქ სხვადასხვა სექციები დაგხვდებათ ლაუნჯ-სივრცეები, საკვები ობიექტები, სპორტის კუთხეები და აშ. საოზე ქოქოსის ხეები და მათზე ჩამოკიდებული საქანელებიცაა. მათზე ქანაობის დროს დააკვირდებით წინ მდებარე მთებსა და ჯუნგლებს.

კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა ლონგის სანაპირო (Long Beach). ის მოიცავს კლდეებს, ჯუნგლებს და ბიუჯეტურ დასარჩენებს. ის ასევე ახლოსაა ფუ კოკის ღამის ბაზრობებთან. ლონგი სუფთა სანაპიროებისა და ბრწყინვალე მზის ჩასვლებისთვის შესაფერისია.

ფუ კოკზე გემრიელი კვებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანია. აქ ბევრი კარგი რესტორანია, სადაც ადგილობრივებიც და ტურისტებიც დადიან. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Grand World Mai Hương, სადაც ჯანსაღ ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ. ასევე, გირჩევთ რესტორანს: Nautilus.

ვიეტნამში წვიმის სეზონი მაისიდან სექტემბრამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ ფუ კოკი ბიუჯეტური სამოგზაურო მიმართულებაა, ფასები ზაფხულში და მთვარის ახალი წლის დროს იზრდება.











