ეს ბერძნული კუნძული არაფრით ჩამოუვარდება კორფუს, კრეტას და სანტორინის. პაქსოსი აქტივობების და ღირსშესანიშნაობების ფაქიზად შერჩეულ მიქსს გვთავაზობს. ამ მიმართულების შარმი იმაშია, რომ ის მშვიდ გასაქცევად გვევლინება. ვიზიტორებს აქ ფარული სანაპიროების, ზღვის გამოქვაბულების და საოცარი სანაპირო ზოლის აღმოჩენა შეუძლიათ. ასევე, ესტუმრეთ ახლომდებარე კუნძულებსაც.

პაქსოსი იონიის არქიპელაგის ნაწილია. მას მწვანე კუნძულსაც უწოდებენ, რადგანაც სავსეა ზეთისხილის ხეებით, ფიჭვებით და კვიპაროსებით. კუნძული შესაძლოა პატარაა, მაგრამ უჩვეულო შარმით ხასიათდება. მითის თანახმად, პოსეიდონმა კორფუ მისი სამკაპათი დაამუნჯა, რათა ამფიტრიტესთან ერთად გაქცეულიყო. დღეს პაქსოსი “ჩაკეტილი ადგილია”, აქ არც აეროპორტია და აქ მოხვედრა მხოლოდ ნავებითაა შესაძლებელი. მის დასავლეთ სანაპიროზე დრამატული კლდეები და ლურჯი გამოქვაბულებია. ასევე, პატარა კუნძული ანტიპაქსოსი, კარიბის ზღვის მსგავსი სანაპიროებით.  მოინახულეთ ვენეციური ციხესიმაგრის ნანგრევები, პასტელური სახლები და ვილები.

რა უნდა მოინახულოთ?

1. ტრიპიტოსის თაღი

ამ თაღთან მისვლა გაიოსიდან მხოლოდ ფეხით, მანქანით ან ტაქსითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ გაიაროთ თაღში ნავის ტურით პაქსოსიდან ანტიპაქსოსამდე. თაღი კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.

2. გაიოსი

გაიოსი პაქსოსის დედაქალაქია. აქ ლაკადან ან ლოგოსიდან ავტობუსით მოხვდებით. თუ ბორნით კორფუდან მოდიხართ, მაშინ გაიოსის ახალ პორტში ამოყოფთ თავს. შემდეგ გაუყვებით წყლისპირს და მიადგებით ეკლესიას გაიოსის ცენტრალურ მოედანზე. აქ ბევრი საკვები ობიექტი და მაღაზია. ქალაქი მშვიდია და არასდროსაა ქაოტური.

3. ლაკა

ლაკა პატარა სოფელია საყვარელი ნავსადგურით, რომელსაც ბევრი ნავი სტუმრობს. აქ კაფე-რესტორნების მრავალფეროვნება და ბევრი მყუდრო დასარჩენია.

4. მანადენტრის სანაპირო

კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ სანაპიროზე მთელი დღე ისე გავა, ვერც კი იგრძნობთ. ის ერთ-ერთი საუკეთესოა პაქსოსზე ორკოსის და ლაკოსის სანაპიროებთან ერთად. სანაპიროზე მდებარე რესტორნის მაღლა კიდევ ერთი ბარი მდებარეობს, რომლის აუზიც სანაპიროს გადმოჰყურებს. შეგიძლიათ კითხოთ ნებართვა და ჩახვიდეთ აუზში.

პაქსოსი პატარა, მშვიდი, სარელაქსაციო ბერძნული კუნძულია. ის იმდენად პატარაა რომ რამდენიმე დღეში დაათვალიერებთ. ამასთან, დღეს გაატარებთ ანტიპაქსოსზეც.