მონდელო გასაოცარი ზღვისპირა სოფელია, სადაც სიცილიის ყველაზე ლამაზი სანაპიროები მდებარეობს. ის ცნობილია არაჩვეულებრივი თეთრი ქვიშით და მკვეთრი ლურჯი წყლით. მონდელო შთამაგონებელი ადგილია სიცილიაზე დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა მზეზე ირუჯებით, თეთრ ქვიშაზე რელაქსაციას მიმართავთ თუ ელეგანტურ არქიტექტურულ მემკვიდრეობას ათვალიერებთ, მონდელო იდეალურ ადგილს წარმოადგენს დასასვენებლად და კულტურის აღმოსაჩენად. პალერმოდან 15-20 წუთის სავალ გზაზე მდებარე მონდელო სიცილიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროებს წარმოგვიდგენს. ეს ქალაქი ზაფხულის ცოცხალ ატმოსფეროს გვთავაზობს ძველი სათევზაო ნავსადგურით და დიდი პალმებით ჩამწკრივებული ბულვარით.
აქტივობები მონდელოში:
დატკბით ლამაზი სანაპიროებით
მონდელოს სანაპირო ზოლი იზიდავს როგორც იტალიელებს, ასევე ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. მართალია ის დატვირთულია ივლისსა და აგვისტოში, მაგრამ აქ მაინც შეძლებთ გაექცეთ ხალხმრავლობას. სანაპიროს რბილი ქვიშა სასიამოვნო რელაქსაციის საფუძველია. გირჩევთ გაისეირნოთ მთავარ პიაცაზე, მიირთვათ ლანჩი ზღვის ხედების ფონზე. ზღვის პროდუქტების კერძებს ქუჩის დახლებზეც შემოგთავაზებენ.

აღმოაჩინეთ თავისუფალი სტილის ვილები
ჩაეწერეთ საფეხმავლო ტურზე, რათა დატკბეთ მეოცე საუკუნის “თავისუფალი სტილის” უნიკალური ვილებით, რომლებიც ქუჩაზე არიან ჩამკრივებულნი. პალერმოს არისტოკრატიულმა ოჯახებმა მათი შეძენა და ქალაქის საუკეთესო არქიტექტორებისთვის გადაცემა დაიწყეს, რათა საზაფხულო ვილები სწორედ მათ დაეპროექტებინათ. შედეგად, აქ არტ ნუვოს უნიკალური არქიტექტურაა წარმოდგენილი.

ეწვიეთ სტაბილიმენტო ბალნეარეს
სტაბილიმენტო ბალნეარეზე, რომელიც მონდელოს გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, ხის ხიდით მოხვდებით. ეს საზღვაო ტერასა დღეს აერთიანებს რესტორანს და ქალაქზე ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.

ისიამოვნეთ წყლის სპორტით
მონდელო წყლის სპორტის მოყვარულებისთვის საყვარელი მიმართულებაა. აქ მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ როგორც დამწყებებს, ისე პროფესიონალებს.

აღმოაჩინეთ კაპო გალოს ბუნების ნაკრძალი
მონდელოს ჩრდილოეთ ნაწილში კაპო გალოს მთა-გორიანი ნაკრძალი მდებარეობს, რომლის კლდეებიც ზღვაშია შეჭრილი. ეს სასიამოვნო ადგილია კაიაკისა და სანაპიროზე სეირნობისთვის.











