მანაროლა პატარა სოფელია იტალიის ჩინკე ტერეს რეგიონში, ცნობილი ფერადი სახლებით კლდეებზე, რომლებიც ნავსადგურს და კრიალა ცისფერ წყალს გადმოჰყურებენ. ზღვის დონიდან 70 მეტრზე მდებარე ქალაქი ფავორიტია მათთვის, ვისაც მზე, ზეთისხილი და თეთრი ღვინო უყვარს. აქ ასევე ბევრი ბრწყინვალე თევზის რესტორანია და ზაფხულში, ნაპირებთან ბევრი ნავი ცურავს.

ნავსადგური რუჯის მისაღებად აქ პოპულარული ადგილია. მართალია აქ სანაპირო როგორც ასეთი არაა, მაგრამ მათ ვისაც ღრმა წყალში ცურვა უყვარს მანაროლას ნავსადგურში ნამდვილად ისიამოვნებს.

შეგიძლიათ დალაშქროთ ვოლასტრა და კორნილია თვალწარმტაცი ხედებით. ავტობუსები ყოველ საათში დადიან და ბილიკის ნახევარ მანძილს ფარავენ. ბილიკი გაივლის ბუნების ტერასებს, ცნობილ ვენახებს, ხმელთაშუა ზღვაზე გადასახედებს და ჩინკე ტერეს დასახლებებს.

ისტორიის მოყვარულები უნდა ეწვიოთ გოთიკურ სან-ლორენცოს ეკლესიას, რომელიც მე-14 საუკუნეში ააგეს. ჩინკე ტერეს ეს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილია როგორც “კულტურული ლანდშაფტი” მისი მაღალი ღირებულების გამო.

აქ დასარჩენს მთელი წლის მანძილზე იპოვნით. მანაროლაზე მოსახვედრად ყველაზე ხელსაყრელი აეროპორტებია მილანის მალპენზა და პიზას გალილეო გალილეის საერთაშორისო აეროპორტი. პიზის აეროპორტთან 5 წუთის გზაზეა პიზის ცენტრალური სადგური, საიდანაც პირდაპირ მატარებლებს გაყვებით ლა სპეციაში (La Spezia). იქიდან კი ადგილობრივ ჩინკე ტერეს ექსპრეს მატარებელი მანაროლაში ჩაგიყვანთ. მილანის აეროპორტიდან კი მატარებლით უნდა ჩახვიდეთ ლევანტოში ან მონტეროსოში და ჩინკე ტერეს ექსპრეს მატარებელს იქიდან გაყვებით მანაროლასკენ.