ლინცი ზემო ავსტრიის დედაქალაქია და ქვეყნის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია ვენის და გრაცის შემდეგ. ის ცნობილია საოცარი ეკლესიებით, მუზეუმებით და კულტურული აქტივობებით. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავსტრიის ქალაქი მდინარე დანუბეზე ხშირად ტურისტებში ყურადღების მიღმა რჩება. სულ ტყუილად! აქ ბევრი რამაა სანახავი და გასაკეთებელი. ჩვენ ამჯერად სწორედ ავსტრიის ამ კუთხეში წაგიძღვებით:
1. ლინცის სასახლე (Schlossmuseum Linz)
ლინცის სასახლე ქალაქზე საუკუნეებია რაც დომინირებს. წყაროების მიხედვით აქ ციხესიმაგრე მე-9 საუკუნიდან იყო და ძველი კედლები ამ ტერიტორიაზე დღემდე შემონახულია. აქ არაჩვეულებრივი სასახლის მუზეუმი მდებარეობს მნიშვნელოვანი ხელოვნების და ისტორიის კოლექციებით.
მისამართი: Schlossberg 1
2. გამოიკვლიეთ არს ელექტრონიკას ცენტრი (Ars Electronica Center)
ამ ცენტრს მომავლის მუზეუმსაც უწოდებენ. ისიც მდინარე დანუბაზე მდებარეობს და ტექნოლოოგის, მედიის და ხელოვნების დინამიურ ცენტრს წარმოადგენს. აქ ნახავთ გამოფენებს გლობალურ დათბობაზე, ბიოტექნოლოგიაზე, რობოტიკაზე, კოსმოსზე და დაბინძურებაზე. ხელმისაწვდომია ვორქშოფებიც. ყოველწლიურ ფესტივალზე აქ კომპიუტერული მუსიკის, ანიმაციის და ვებ დიზაინის პროფესიონალები ჩამოდიან.
მისამართი: Ars-Electronica-Straße 1
3. ლენტოსის ხელოვნების მუზეუმი (Lentos Art Museum)
დანუბეზე მდებარე ეს კიდევ ერთი ხელოვნების მუზეუმი ავტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების გალერეაა მდიდრული კოლექციით. აქ ნახავთ კლიმტის ნამუშევრებსაც. მუზეუმი წარმოგვიდგენს სკულპტურებს, ფოტოგრაფიას, სკეტჩებს, ბიბლიოთეკას და მაღაზიას. ტერასაზე მდებარე რესტორანი კი მდინარეს გადმოჰყურებს.
მისამართი: Doktor-Ernst-Koref-Promenade 1
4. იხილეთ წმ. მარტინის ეკლესია (Martinskirche)
ლინცში ყველა შენობა თანამედროვე ან მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული არაა. მაგალითად, ეს ეკლესია ავსტრიაში ერთ-ერთი უძველესია, რომელსაც ორიგინალური ფორმა აქვს შენარჩულებული. აქ ნახავთ რომაული კედლების ნაშთებს. აუცილებლად დაათვალიერეთ ინტერიერი განსაკუთრებული ფრესკებით.
მისამართი: Römerstraße/Ecke Martingasse
5. ტური ახალ კათედრალში (Neuer Dom)
ეს ნეო-გოთიკური ბაზილიკა მე-19/20 საუკუნეებშია აგებული და იმდენად მასიურია, რომ ზომით ვენის წმ. სტეფანის კათედრალსაც კი აჭარბებს. მოინახულეთ მისი 135 მეტრიანი კოშკურა და შუშებიანი ფანჯარა. მასზე ქალაქის ისტორიაა გამოსახული.
მისამართი: Herrenstraße 26
6. ტური წმ. ფლორიან ავგუსტინიანის სააბატოში
ლინციდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარე ეს სააბატო პირველი საუკუნით თარიღდება, თუმცა ახლანდელი ნაგებობა მე-17 საუკუნეში აშენდა. ტურის აღების შემთხვევაში მოინახულებთ კოშკებს, ორღანს, დეკორაციებს, აპარტამენტებს, რომლებსაც იმპერატორები და პაპები იყენებდნენ, საკურთხეველს, ბიბლიოთეკას და როკოკოს გალერეას.
მისამართი: Stiftstraße 1
7. ლინცის ბოტანიკური ბაღები
ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალ გზაზე, გასაოცარ ლინცის ბოტანიკურ ბაღს აღმოაჩენთ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბაღადაა მიჩნეული. აქ 10 000-ზე მეტი მცენარის სახეობა და 5 სათბურია განთავსებული. ნახავთ ეგზოტიკურ მცენარეებსაც. წლის მანძილზე აქ ყვავილების შოუები და ფესტივალებიც ტარდება.
მისამართი: Roseggerstraße 20-22
8. ფოლადის სამყარო (Voestalpine Stahlwelt)
ავსტრიული ფოლადის ინდუსტრიის საპატივცემულოდ შექმნილი ეს ინდუსტრიული კომპლექსი ლინცში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ვიზიტორები ფოლადის უზარმაზარ რეპლიკებს იხილავენ
მისამართი: Voestalpine-Straße 4
9. დატკბით გასეირნებით ლანდშტრასეზე და ჰაუცპლაცზე (Hauptplatz & Landstrasse)
ლანდშტრასე ბულვარიდან რკინიგზის სადგურამდე სასეირნო გზას გვთავაზობს და ლინცის ისტორიულ ცენტრში მიგვიძღვება. აქ ნახავთ მე-18 საუკუნის ეკლესიებს. ჰაუპტპლაცი კი ბაზრობის მოედანია, უზარმაზარი საჯარო სივრცე ბაროკოს შენობებით.
10. ეწვიეთ პოსტლინგბერგს (Pöstlingberg)
ქალაქის ცენტრიდან პოსტლინგბერგში სპეციალური ელექტრო საბაგიროთი ახვალთ. აუცილებლად მოინახულეთ ულამაზესი ეკლესია და დატკბით ხედებით. აქაური გარემო ზღაპრულ სამყაროში გადაგანაცვლებთ.
მისამართი: Pöstlingberg