ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქი გრაცი მდინარე მურის ნაპირებზე მდებარეობს და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ბევრი ისტორიული შენობაა და ძველი ქალაქი ბაროკოს ფასადებითაა სავსე. გრაცი დღეს მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც იმკვიდრებს ადგილს. ჩვენ აქ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
1. გრაცის ძველი ქალაქი
ძველი უბნის მოედნის და ქუჩების ფეხით შემოვლა ერთი დიდი სიამოვნებაა. აუცილებლად მოინახულეთ: ჰაუპტპლაცი და მთავარი მოედანი მდინარე მურის მარცხენა სანაპიროზე. აქ მე-19 საუკუნის მერიის შენობა და გოთიკური ეკლესია მდებარეობს. ამ უბანში იხილავთ ისტორიის მუზეუმს, ფარმაციის მუზეუმს და კომპოზიტორ რობერტ სტოლზის მუზეუმს.

2. ხლოსბერგი და საათის კოშკი
ხლოსბერგის მთაზე ფუნიკულიორის რკინიგზით მოხვდებით, რომელსაც მის წვერზე მოსახვედრად 3 წუთი სჭირდება. ფეხით ასვლის შემთხვევაში 20 წუთი დაგჭირდებათ. აქ 28 მეტრი სიმაღლის საათის კოშკი მდებარეობს, ქალაქის საკულტო მშვენება. დასხედით კაფეში, მოინახულეთ ღია ცის ქვეშ თეატრი ან უბრალოდ გადახედეთ გრაცს.

3. შტირის სამხედრო მუზეუმი
Styrian Armoury (Landeszeughaus) ღირებული ისტორიული მუზეუმია, სადაც 1644 წლიდან მოყოლებული ჯარის არსენალი ინახება. მსოფლიოს უდიდესი ჯავშან-ტექნიკის კოლექცია 13000-ზე მეტ ნივთს აერთიანებს, მათ შორის 4000 იარაღს. გიდის ინგლისურენოვანი ტური უფასოა.
მისამართი: Herrengasse 16

4. ლანდჰაუსი და ეზო
გრაცის გულში, ანუ საფეხმავლო ძველ უბანში გასაოცარი ლანდჰაუსი დგას – შტირის პროვინციის სამთავრობო შენობა. ის რენესანსის პერიოდში ააგეს და ავსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. შთამბეჭდავ ფასადთან ერთად, აქ ულამაზესი ეზოც მდებარეობს, ანტიკური შადრევნით.
მისამართი: Herrengasse 16

5. გრაცის ხელოვნების მუზეუმი
ეს შენობა უცხოპლანეტელების ხომალდსაც წააგავს და თავს ძველი არქიტექტურის გვერდით მშვენივრად იმკვიდრებს. Kunsthaus Graz – ევროპული ღირებულებების კულტურის ცენტრია, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაზე ფოკუსირდება.
მისამართი: Lendkai 1

6. მურის კუნძული
მურინსელი ხელოვნური კუნძულია, რომელსაც ამოტრიალებული ნიჟარას ფორმა აქვს და სრულად ფოლადისგანაა დამზადებული. მდინარე მურში მდებარე ეს კუნძული ქალაქს ორი ხიდით უკავშირდება. აქ უნიკალური ამფითეატრია კონცერტებისა და ღონისძიებებისთვის, ასევე კაფე და საბავშვო გასართობი სივრცე.

7. გრაცის კათედრალი
გრაცში კიდევ ერთი უფასო საინტერესო აქტივობა, ამ გოთიკური ტაძრის მონახულებაა. ბაროკოს ინტერიერი შთამბეჭდავია და აქ ბევრი ძვირფასი ნივთი და მონუმენტია განთავსებული.
მისამართი: Burggasse 3

8. გრაცის მავზოლეუმი
კათედრალის შემდეგ, მავზოლეუმიც უნდა მოინახულოთ. აქ ბევრი წმინდანის და იმპერატორის ნეშტი ასვენია. ადგილობრივები ამ ადგილს “ქალაქის გვირგვინს უწოდებენ, რადგანაც ბრწყინვალე ხედებით გამოირჩევა. მისი კიბე ფოტოების გადასაღებადაც ზედგამოჭრილია.

9. მარიატროსტის ბაზილიკა
ეს ბაზილიკა მთაზე მდებარეობს, სადაც 200 კიბის საფეხურით მოხვდებით. გზად სხვადასხვა მინიშნებების წაკითხვა შეგიძლიათ. ინტერიერი ბაროკოს შედევრია, ბრწყინვალე მადონათი საკურთხეველთან. უმჯობესია თუ მზის ჩასვლამდე ახვალთ და დაისს აქედან დააკვირდებით. გრაცის ცენტრიდან გაყევით პირველ ნომერ ტრამვაის ბოლო გაჩერებამდე.
მისამართი: Kirchpl. 8

10. ეგენბერგის სასახლე
Schloss Eggenberg – გრაცის ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 3 კილომეტრში მდებარეობს. ეს პომპეზური შენობა აპარტამენტებით და როკოკოს დეტალებით თქვენზე შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენს. აქ გასაოცარი მხატვრობის ნიმუშებია, მათ შორის ზოდიაქოს ნიშნების და პლანეტების გამოსახულებები. მოიწყვეთ პიკნიკი ან უბრალოდ გაისეირნეთ მის ბაღშიც.
მისამართი: Eggenberger Allee 90

11. გრაცის ბუნების ისტორიის მუზეუმი
ეს გრაცის მორიგი უმნიშვნელოვანესი მუზეუმი რამდენიმე სართულზეა გაშლილი და უამრავ არტექფატს წარმოგვიდგენს გეოლოგიის, ზოოლოგიის თუ ბოტანიკის მიმართულებით. აქ იხილავთ გამყინვარების პერიოდის ქმნილებებსაც.
მისამართი: Joanneumsviertel

12. მუნიციპალური პარკი და ბოტანიკური ბაღი
Graz Stadtpark ქალაქის ძველი ციხესიმაგრის ადგილას აშენდა. მუნიციპალურ პარკში იმპერატორმა ფრანსის ჟოზეფმა შადრევნის გარშემო ბევრი ცნობილი ადამიანის მონუმენტი განათავსა. მათ შორის არიან ავსტრიელი მწერლები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.

გრაცის მეორე მნიშვნელოვანი პარკი ბოტანიკური ბაღია, სადაც ულტრა-თანამედროვე სათბურები მდებარეობს, ეგზოტიკური ფლორით მთელი მსოფლიოდან.
მისამართი: Schubertstraße 59











