რა ვნახოთ

ლერიჩი: ჩინკე ტერეს ნაკლებად ცნობილი ალტერნატივა

იტალიის პატარა დასახლება ლერიჩი სულ რაღაც 1200 მუდმივი მაცხოვრებლით, პასტელური ფერის სახლებით, ზღვის ხედებით და მშვიდი ბულვარით იწონებს თავს. ის 1 საათის გზაზეა ჩინკე ტერესდან, სადაც ყოველწლიურად 2.4 მილიონი ტურისტი ჩადის. ჩინკე ისეთი პოპულარულია, რომ სეზონის დასაწყისშიც და მიწურულსაც, დისნეილენდივით ხმაურიანი და ქაოტურია. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მოგზაურები მის მსგავს ალტერნატივებს ეძებენ. და აი ისიც, ლერიჩი!

რატომ უყვართ ჩინკე ტერე? ერთმანეთზე მშვენიერი ფერადი სახლების, ქვის კიბეების და ვიწრო ხეივნების გამო. ეს ყველაფერი ლერიჩიშიც დაგხვდებათ, თანაც ხალხმრავლობის გარეშე. სარკინიგზო ხაზების ნაკლებობის გამო, ლერიჩი და მის გარშემო მდებარე დასახლებები თითქოს მოწყვეტილები არიან, მაგრამ საავტომობილო გზით აქ თავისუფლად მოხვდებით. თუ თავად არ ქირაობთ მანქანას, გაყევით ავტობუსებს.

ულამაზესი ხედების, პატარა ნავსადგურის, წყლისპირა რესტორნების, პოეტების სანაპიროს გამო აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს. ლერიჩის ავთენტური ატმოსფერო და მდიდარი კულტურული კალენდარი აქვს. აქ ბევრი ღონისძიება და ფესტივალი ტარდება. ადგილობრივები ტურისტებით გადაღლილები არ არიან, რაც ჩინკე ტერეზე ნამდვილად იგრძნობა. კონსულტანტები, გამვლელები, მეთევზეები გესაუბრებიან და თავიანთ გამოცდილებას გიზირებენ.

თუ ჩინკე ტერეს მონახულება მაინც გსურთ, გაეშურეთ ლერიჩიდან იქ ბორნით და 1 დღით ეწვიეთ. თუმცა, პოეტების სანაპიროზე რამდენიმე დღის გატარებაც საკმარისია, რომ არსად წასვლა არ მოგინდეთ.

როგორ მოხვდებით ლერიჩიზე? გენოადან და პიზადან 90 წუთიანი მატარებლის გზით ლა სპეციაში (La Spezia) მოხვდებით, იქიდან კი ავტობუსით ლერიჩიზე.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები