რა ვნახოთ

კოჰ ჩანგი: ტაილანდის ტროპიკული სამოთხე

ტაილანდი ცნობილია თეთრი ქვიშის სანაპიროებით, სუფთა წყალით და იდეალური ამინდით, რომ არაფერი ვთქვათ საკვებზე. ბოლო წლებში ეს ქვეყანა ტურისტულად მასიურად პოპულარული გახდა. ის უკვე ერთგვარი მექაა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც თავგადასავლებს ან რელაქსაციას ეძებენ.

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

კოჰ ჩანგი/Koh Chang – ტაილანდის 10 ტოპ კუნძულს შორის ერთ-ერთია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ და ულამაზესი ბუნებით დატკბეთ. ეს ველური კუნძული სიდიდით მესამეა ტაილანდში და ვიზიტორებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. აქ ნახავთ გამოქვაბულებს, კლდის რიფებს და ულამაზეს მთებს. კოჰ ჩანგში ტაილანდის დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან მარტივად მოხვდებით და ის იდეალური ადგილია თუ ბუნებაში გაქცევა გსურთ.

ბანგკოკიდან თუ ავტობუსს გაყვებით, მგზავრობა დაახლოებით 7 საათს გასტანს, მათ შორის მოგიწევთ ბორნით გადასვლაც კუნძულზე. ბილეთის ფასი დაახლოებით 10-15 დოლარია. აქ ნამდვილად შეძლებთ განმარტოებას და სიმშვიდის მოპოვებას.

კოჰ ჩანგის საუკეთესო სანაპიროები: აღმოსავლეთ სანაპირო უფრო მშვიდია, ვიდრე დასავლეთ სანაპირო. თუ სიწყნარეს ეძებთ, გირჩევთ: Warapura Resort-ს, სადაც დაგხვდებათ ბაღი, ბარ-რესტორანი და 9 წუთის სავალზე – Lonely Beach. ამ სანაპირომ პოპულარობა მისი წვეულებებით მოიპოვა, Bailan Beach უფრო მშვიდი და ლამაზია. Klong Prao Beach-ზე კი ნახავთ ჩანჩქერს.

ვისაც ტაილანდური მასაჟი არ გამოგიცდიათ, აქ ის აუცილებლად უნდა სცადოთ. მასაჟის სპეციალისტები თავიანთი სიძლიერით და მასაჟის ხელოვნებით ნამდვილად გაგაოცებენ.

კოჰ ჩანგის სანაპიროები მთებითაა გარშემორტყმული. აქ რამდენიმე ეროვნული პარკია, მაგალითად სალაკის ნაკრძალი (Salak Phet) 2 ულამაზესი ჩანჩქერით. ასევე, მუ კო ჩანგის ეროვნული პარკის ნაწილი (Mu Ko Chang) კოჰ ჩანგზე მდებარეობს და ის აუცილებლად მოსანახულებელია მათთვის, ვისაც ბუნება უყვარს.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

ტაილანდიტაილანდი
ტაილანდი15 მარ 2026

ტაილანდის საუკეთესო მიმართულებები გაზაფხულისთვის

სად წავიდეთ ტაილანდში მარტში, აპრილსა და მაისში: კო ლიპე, კო პაიამი, ბანგკოკი, ჩიანგ მეი, ფუკეთი და სიმილანის კუნძულები, ისანი და სხვა მიმართულებები.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე