წარმოიდგინეთ სეირნობა მშვიდ ბაღებში ულამაზეს იაპონურ საყდრებს შორის. კამაკურა ტოკიოდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და ერთ დროს, შუასაუკუნეების იაპონიის პოლიტიკური ცენტრი იყო. ეს ანტიკური ქალაქი გამოირჩევა ტრადიციული ძეგლებით და ქუჩებით. აქ ჩქაროსნული მატარებლით მოხვდებით. ჩვენ გირჩევთ თუ რატომ ღირს წასვლა კამაკურაში:

1. ჰოკოკუჯის საყდარი

ეს ულამაზესი 700 წლოვანი ბუდისტური საყდარი პატარა ბამბუკის ტყეში მდებარეობს. აქ 2000-მდე ხე და ჩაის სახლი მდებარეობს. აქ სადგურიდან ავტობუსი მცირე დროში მიგიყვანთ, დააგემოვნეთ გემრიელი ჩაი ან ყავა და დატკბით ბუნების ხედებით. ღიაა დილის 9 საათიდან 4 საათამდე და შესვლის ღირებულებაა 1.35 $.

2. კოტოკუ-ინი (დიდი ბუდა)

კამაკურაში ვიზიტისას ყველაზე პოპულარული აქტივობაა ბუდას მონახულება Kotoku-in-ის საყდარში. ეს უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება 11 მ. სიმაღლისაა. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებს.

3. ჰასედერას საყდარი

ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საყდარია, რომელიც კამაკურას ველზე მდებარეობს და საოცარი ბუნებითაა გარშემორტყმული. სამუშაო საათებია: 08:00-17:30. შესვლის ღირებულებაა 3$. გაისეირნეთ ლამაზ ბაღებში, გადადით ქვის ხიდებზე და დატკბით ხედებით სანაპირო ქალაქზე.

4. ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ

Tsurugaoka Hachimangū იაპონიის ერთ-ერთი საკულტო ადგილია, რომელსაც შთამბეჭდავი არქიტექტურა აქვს. ის ქალაქის საინტერესო და მდდიარ ისტორიას წარმოგვიდგენს. შესვლა უფასოა, დატკბით მშვიდი ატმოსფეროთი და ქალაქის ხედებით.

5. კომაჩი-დორის ქუჩა

აქ უზარმაზარი გიბლი სტუდიოს მაღაზიები, სამკაული, კაფეები და გემრიელი რესტორნებია. ეს ცოცხალი ქუჩა ქალაქის მთავარი ქუჩაა და მატარებლის სადგურს კამაკურას საუკეთესო ღირსშესანიშნაობებთან აკავშირებს. აქ შეიძენთ ტიპურ იაპონურ სუვენირებს.

6. გაყევით მატარებელს სანაპიროზე

მოიწყვეთ დაუვიწყარი მოგზაურობა ზღვის გასწვრივ. ეს ელექტრო მატარებელი (Enoden Line) შთამბეჭდავ ხედებს გაჩუქებთ ქალაქზე.

7. კუნძული ენოშიმა

ამ კუნძულს გასაოცარი ბუნება აქვს და ფუჯის მთაზე ხედებს გთავაზობთ. ენოშიმა ტოკიოს დატვირთული და ქაოსური ატმოსფეროს შემდეგ, დიდი შვებაა. გაისეირნეთ სანაპიროზე და იცურავეთ.

რატომ კამაკურა?

800 წლის წინ, კამაკურა იაპონიის დედაქალაქიც კი იყო. ქალაქს ყველა მხრიდან მთები აკრავს და შემოსევებისგან მუდამ დაცული იყო. მისი სილამაზით ბევრი იაპონური ფილმი და ანიმეა შთაგონებული.