ესპანეთი საკმაოდ ტურისტული ქვეყანაა და ბევრი ქალაქი სეზონზე ტურისტების გადაჭარბებულ რაოდენობასაც განიცდის. თუმცა, მსგავს პოპულარულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ესპანეთი, იპოვნით ისეთ მყუდრო და მშვიდ ქალაქებს, სადაც ხალხი საერთოდ არ შეგაწუხებთ.
აღმოჩნდა, რომ ჯერეზ დე ლა ფრონტერა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილია ამ ქვეყანაში. ანდალუსიაში მდებარე ეს პატარა ქალაქი ცნობილი სევილიის “ჩრდილშია” მოქცეული და მისგან განსხვავებით ტურისტებისგან დაცლილია.


ცნობილი ესპანური სამოგზაურო საიტის, “Mapping Spain”-ის მიხედვით ამ მზიან ქვეყანაში ჯერეზ დე ლა ფრონტერა ერთ-ერთი ნაკლებად დაფასებული მიმართულებაა. მისი ფლამენკო დღესასწაულია, მისი ფორთოხლები საოცარ სურნელს აფრქვევენ, მისი გული კი საოცრად ისტორიულია. აქ მიირთმევთ გემრიელ საკვებს და გაიგონებთ სპონტანურ მუსიკას დღის ნებისმიერ დროს.

ვიზიტორთან შეფასებების მიხედვით, ჯერეზში ტოპ ღირსშესანიშნაობაა საცხენოსნო ხელოვნების სამეფო ანდალუსიური სკოლა. აქ ასევე ყოველი წლის მაისში ტარდება ისტორიული ფესტივალი: ფერია დელ კაბალო, რომელიც ცხენების აღლუმს, ფლამენკოს ცეკვას და გემრიელ ესპანურ სამზარეულოს წარმოგვიდგენს.


ტოპ ღირსშესანიშნაობაა ბოდეგას ტიო პეპე – მევენახეობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ტურისტები ადგილობრივ ღვინოს დააგემოვნებენ და ღვინის ისტორიას შეიცნობენ. მათ ვისაც სანაპიროზე გასვლა უნდა, აქედან კადიზში მარტივად მოხვდება, ქალაქში რომელსაც ბრწყინვალე სანაპირო ზოლი აქვს.
ანდალუსიის ფარული კულტურული საგანძურები ადგილობრივებისთვისაც კი მუდმივად სასიამოვნო აღმოჩენა და სიურპრიზია. ჯერეზი ცნობილია ალუბლის დიდი წარმოებითაც.

ტენერიფესგან და ბენიდორმისგან სრულიად განსხვავებული ეს ქალაქი თქვენს სასიამოვნო ესპანურ არდაგეგებს შექმნის.










