ვულკანური მწვერვალების, ნისლიანი ტყეების და ატლანტის ოკეანის სანაპიროების გამაერთიანებელი ტენერიფე თავს იწონებს სასიამოვნო ამინდით და კურორტის ატმოსფეროთი. ტენერიფე ესპანეთის კანარის კუნძულების უდიდესი კუნძულია. აქ შეგიძლიათ უმიზნოდ იაროთ ბაზრობებზე, ტერასულ კაფეებში, დაათვალიეროთ ადგილობრივი ხელნაკეთობები და არქიტექტურა; ან წახვიდეთ სალაშქროდ, ველოსიპედით საკატაოდ თუ სერფინგით დასაკავებლად. მისი საოცარი ბუნება დედამიწაზე სხვას არცერთი ადგილის ბუნებას არ ჰგავს. შენი მეგზური აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

გამოიკვლიეთ ესპანეთის ყველაზე საყვარელი ეროვნული პარკი

ესპანეთის უმაღლეს მწვერვალზე, ელ ტეიდეზე ასვლა საბაგიროთი შეგიძლიათ, რომლის ხანგრძლივობაც 40 წუთია. თუმცა, იუნესკოს ამ დაცულ პარკში, მწვერვალზე ასვლის გარეშე, ლანდშაფტის ხედებითაც დატკბებით. ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია, რადგანაც მისი ულამაზესი მწვერვალი ყველა წერტილში საოცარ ხედებს გვთავაზობს.

აღმოაჩინეთ კანარის გემოები პოპულარულ ბაზრობაზე

სანტა კრუზის ნუესტრა სენორას ბაზრობა (Mercado de Nuestra Señora de África) გაჯერებულია სანელებლების, სუბტროპიკული მცენარეების, ფერადი ხილის, კანარის ყველის და ზღვის პროდუქტების სურნელებით. ეს ბაზრობა 1940 წელსაა აგებული.

დალაშქრეთ ანაგას მთების ტყეები

ანაგას მთებში მდებარე ტყე 2015 წლიდან იუნესკოს ბიოსფეროს დაცული ნაწილია. მისით დასატკბობად საუკეთესო გზაა სალაშქრო ბილიკის გაყოლა. გზად შემოგხვდებათ ტენერიფეს ერთ-ერთი გამორჩეული სანაპირო ტერესიტასი. შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

გაგრილდით ატლანტიკის ზღვის აუზებზე

ტენერიფეს ერთ-ერთი ღირსშესანიშაობაა ზღვის აუზები, სადაც ატლანტის ოკეანის ფირუზისფერ წყალში იცურავებთ. ბაჯამარს (Bajamar) ორი მარილის აუზი აქვს, გარაჩიკო (Garachico) ცნობილია ველური კლდეებით, ჯაკიტას (Charco de la Jaquita) და კანგრეჯოს (Charco de Isla Cangrejo) კი  ლამაზი ხედები აქვთ.

შეუერთდით ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალს

ესპანეთის საკარნავალო ქალაქი, სანტა კრუზი ყოველი თვის თებერვალში სამკვირიან კარნავალს გვთავაზობს, რომელიც სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს. ამ დროს იხილავთ ფერად აღლუმებს ქალაქში და დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს.

იგრძენით ატლანტის ოკეანის ტალღები ელ მედანოში

ბოჰემური ატმოსფეროთი ცნობილი ელ მედანო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კიტსერფინგის მიმართულებაა. საუკეთესო თვეებია ნოემბერი-მარტი და ივნისი-სექტემბერი. ელ მედანოს სანაპირო ლურჯი დროშის მფლობელია და აქ სანაპირო დასვენების მოყვარულებს ნამდვილი რელაქსაცია გელით.

დააგემოვნეთ ტენერიფეს ვულკანური ღვინოები

ტენერიფეს გამორჩეული კლიმატი და გეოლოგია იდეალურია აქ ღვინის საწარმოებლად. ვენახები მინერალებით მდიდარ ფერდობებზე იზრდებიან, სადაც ვულკანური ლავებიც ნაცნობია. აუცილებლად ეწვიეთ ტენერიფეს რომელიმე მევენახეობას.

გამოიჭირეთ დელფინები და ვეშაპები

დასავლეთ ტენერიფეს არეალში ზვიგენებზე დასაკვირვებელი ტურიზმია განვითარებული. ის აღიარებულია ევროპაში, როგორც ვეშაპების დაცული ტერიტორია. აქ დაახლოებით 30 სახეობა დაცურავს მთელი წლის მანძილზე. შეუერთდით გემის ტურებს.

მიირთვით ტენერიფეს გუაჩინჩეებში

Guachinches – ტენერიფეს საკვები სივრცეებია, სადაც ოჯახური კერძები დაგხვდებათ. დაგაგემოვნებინებენ მათივე დაწურულ ღვინოს და ადგილობრივ პროდუქტებს.

მოიხიბლეთ კანარის არქიტექტურით

ამ არქიპელაგზე ულამაზესი შენობები მდებარეობს, ფერადი ფასადებით, ხის აივნებით და დეკორაციებით. ყველაზე საოცარი ნიმუშები გელით ლა ლაგუნაში, რომელიც იუნესკოს სიაშია შესული. ისტორიულადაა ცნობილი ოროტავა, სადაც ტრადიციული დიზაინის სახლები შემოგეგებებათ. აუცილებლად მოინახულეთ ტენერიფეს ისტორიის მუზეუმი მე-16 საუკუნის შენობაში.

დაისვენეთ კანარის ბაღებში

ლავის ფორმირების და მრავალფეროვანი მიკროკლიმატის წყალობით, კანარის კუნძულები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 500 ენდემური ტიპის ფლორაა. ტენერიფეში მდებარეობს მცენარეთა 140 სახეობა მთელი პლანეტიდან. გამორჩეული სიმწვანე დაგხვდებათ გარსია სანაბრიას პარკში, დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში. გირჩევთ ასევე ბოტანიკურ ბაღს.

დატკბით ღამის ცით

ტენერიფეში ევროპის განსაკუთრებული ვარსკვლავებზე დასაკვირვებელი ლოკაციებია. ტეიდეს პარკი მათ შორის გამოირჩევა. შეუერთდით ადგილობრივ ტურებს, ზოგიერთ მათგანს თან მოაქვს პროფესიონალური ტელესკოპიც.