უზბეკეთის დედაქალაქი თავისი კულტურული გავლენებით ცენტრალური აზიის გამორჩეული ქალაქია. აქ ერთ დროს ანტიკური აბრეშუმის გზა გადიოდა, რაც ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე და კულტურის ჩამოყალიბებაზე აისახებოდა. ტაშკენტის მეტრო ქალაქში გადასაადგილებლად მოხერხებული საშუალებაა, ამასთან მგზავრობის ღირებულება მხოლოდ 0.25 ცენტრია. ტაშკენტის მეტრო ერთის მხრივ ხელოვნების გალერეასაც წარმოადგენს, საოცარი არქიტექტურული ელემენტებით. ჩვენ აქ საინტერესო უიქენდს დაგიგეგმავთ:

დღე 1

საუზმის შემდეგ  ეწვიეთ ადგილობრივ ბაზარს (Chorsu Bazaar) ლურჯი თაღის ქვეშ, სადაც ავთენტურ გამოცდილებას მიიღებთ და გემრიელ პროდუქციას შეიძენთ. ბაზრის გამოსასვლელთან მე-16 საუკუნეში აშენებელ მადრასას ნახავთ, რომელიც დღეს მუზეუმია.

შემდეგ ეწვიეთ ადამიანთა სახლს (Human House), რომელიც ქალაქის გულში მდებარე კრეატიული ჰაბია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით. კომპლექსი აერთიანებს გალერეას, კულტურულ მუზეუმს და საჩუქრების მაღაზიას, სადაც ვორქშოფები და ღონისძიებები ტარდება. აქედან აუცილებლად გააყოლებთ ხელს დასამახსოვრებელ სუვენირებს.

უზბეკური სამზარეულოს დასაგემოვნებლად გირჩევთ ცენტრალურ აზიურ პილაფის ცენტრს, სადაც ნუდლს, ღვეზელს და დამპლინგებს დააგემოვნებთ.

დღე 2

გამოიკვლიეთ ძველი ქალაქის არეალი, რომელსაც ესკი შაჰარი (Eski Shahar) ეწოდება.  აუცილებლად მოინახულეთ ჰაზრათი იმამის (Hazrati Imam) კომპლექსი, სადაც მავზოლეუმი და მადრასა დაგხვდებათ. მის ბიბლიოთეკაში მეშვიდე საუკუნის ყურანი ინახება, მსოფლიოს უძველესი ასლი.

შემდეგ მოინახულეთ სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მე-19 საუკუნის რეზიდენციაში მდებარეობს და ტრადიციულ უზბეკურ ხელოვნებას წარმოგვიდგენს: კერამიკას, ტექსტილს და მინიატურულ მხატვრობას.

გაისეირნეთ პარკში, სადაც ტაშკენტის სატელევიზიო კოშკი მდებარეობს. ეს 375 მ. სიმაღლის კოშკი გვთავაზობს პანორამულ ხედებს ქალაქზე. ის ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა, რომელიც სატელევიზიო მიზნებით გამოიყენება. გადმოსახედზე შესვლის ღირებულებაა 5$.