საფეხმავლო უბნებით და კაფეებით ზღვის ხედებზე, ეს პატარა შავი ზღვის სანაპირო ქალაქები მცირე მოსახლეობით და სასიამოვნო სანაპიროებით გამოირჩევა. ორივე ქალაქის ისტორიული შენობები ორ საუკუნეს ითვლიან. გირესუნი და ორსუ თურქეთის შავიზღვისპირა გამორჩეული ქალაქებია. აქ პატარა დასახლებები, კანიონები, ჩანჩქერები და საოცარი ბუნებაა აღმოსაჩენი. მოგვმართეთ მოგზაურობის დასაგეგმად.

როდის უნდა წახვიდეთ გირესუნში და ორდუზე?

ზაფხული დატვირთული სეზონია რადგანაც შავი ზღვის სანაპიროებზე თურქეთიდანაც და აზიიდანაც სეზონურად ბევრი დამსვენებელი ჩამოდის. გაზაფხული და შემოდგომა სასიამოვნო გამოცდილება იქნება, მაგრამ თავი შეიკავეთ ზამთარში ვიზიტისგან. ამ დროს აქ წვიმა და სიცივეა.

რა დროს უნდა გაატაროთ გირესუნში და ორდუზე?

ორი ან სამი დღე საკმარისი იქნება ქალაქის ცენტრის ღირსშესანიშნაობების სანახავად. 4 ან 5 დღე დაგჭირდებათ თუ მთებში მინიავტობუსის სერვისით ისარგებლებთ და სოფლებს მოივლით.

მარტივია აქ მოძრაობა?

ორდუ-გირესუნის აეროპორტი ამ ორ ქალაქს შორისაა და აქ ფრენები სტამბოლის აეროპორტიდან ყოველდღე ხორციელდება. აეროპორტის ავტობუსი ორივე ქალაქამდე 30-45 წუთში მიგიყვანთ. ორივეს ფეხით სავალი ქალაქის ცენტრი აქვს რეგულარული ავტობუსებით, რომლებიც სანაპიროსთან გვაკავშირებენ. ვაილალარში და მთების ჩანჩქერებთანაც ავტობუსებით მიხვალთ.

რას გააკეთებთ გირესუნში და ორდუზე

მოივლით ციხესიმაგრეებს

მეორე საუკუნის ნანგრევები მთიდან გირესუნის ძველ ქალაქს გადმოჰყურებს და პიკნიკის მოსაწყობად თუ ანტიკური ციხესიმაგრის დასათვალიერებლად მშვენიერი ადგილია. აქედან ნახავთ ხედებს სანაპირო ზოლზე და ზღვაზე. მეორე საფეხმავლო ბილიკი გადის ტირებოლუს ციხესიმაგრეზე, რომელიც ნავსადგურთან, ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

იხილეთ ორდუ მაღლიდან

ორდუს ქალაქის ცენტრის ტოპ სანახაობაა 2372 მეტრიანი საბაგირო, რომელიც ზღვიდან 500 მეტრზე აგიყვანთ სულ რაღაც 10 წუთში. ბოზტეპეში ტერასული კაფე-რესტორნები და სუვენირების მაღაზიები დაგხვდებათ. ის განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.

დააგემოვნეთ ადგილობრივი საკვები

მართალია მას მხოლოდ ქებაბით იცნობენ, მაგრამ შავი ზღვის სანაპიროს თურქული სამზარეულო მრავალფეროვანი და გემრიელია. დააგემოვნეთ სეზონური ბოსტნეული და ახლად დაჭერილი თევზი. მიირთვის სახლში მომზადებული სამზარეულო აქაურ რესტორნებში. ჩვენ გირჩევთ: პიურე-სუპს – ısırgan yağlası; ბრინჯის კერძს – pancar sarması; თხილის დესერტს – findik ezmeli sütlü kadayıf.

მოინახულეთ მუზეუმები

ორდუსა და გირესუნის პატარა მუზეუმების არქიტექტურაც და კოლექციების საკმაოდ შთამბეჭდავია. აუცილებლად მოინახულეთ გირესუნის მუზეუმი და ორდუს ხელოვნების გალერეა. ორივე მათგანი მე-19 საუკუნის ეკლესიაში მდებარეობს, რომლებიც ომის პერიოდში თურქეთში ბერძნულმა ორთოდოქსულმა საზოგადოებამ მიატოვა. ორდუს ეთნოგრაფიული მუზეუმიც აღსანიშნავია, ასევე საინტერესოა თხილის მუზეუმი.

გაისეირნეთ იასონ ბურნუს მოსანახულბლად

შავ ზღვაში 30 კილომეტრით შესულ ნახევარკუნძულზე ერთი ქვის ტაძარი, Yason Burnu მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქის ცენტრის ჩრდილოეთ ნაწილშია. მისი ისტორია არგონავტების ლეგენდებს უკავშირდება. აქაური ლანდშაფტი ნამდვილად შთამაგონებელია.