თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა: მთებით, ტბებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. თუ საქართველოდან თურქეთში მოგზაურობას მანქანით გეგმავთ, ჩვენს საერთო ზღვის სანაპიროზე ამ ადგილებს იხილავთ:
Kaçkar Mountains/კაჩიარის მთები
შავი ზღვის სანაპიროდან ამოზრდილი კაჩიარის მთები შთამბეჭდავი სანახაობაა განსაკუთრებით ზაფხულში. ლაშქრობის და კემპინგის მოყვარულები აქ ძალიან ისიამოვნებენ.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Sumela Monastery/სუმელას მონასტერი
შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირსშესანიშნაობა პირდაპირ მთის კლდოვან ფერდებზეა აგებული. ის მეოთხე საუკუნეში აღმოაჩინეს და მისი შიგნიდან დათვალიერება ნებადართულია.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: ტრაბზონი
Uzungöl/უზუნგოლი
მთებს შორის მოქცეული ტბის გარშემო აშენებული სოფელი, ბუნების მოყვარულთათვის პოპულარული სამოგზაურო ადგილია. გაზრდილი მოთხოვნის გამო, აქ ბევრი სასტუმრო გაიხსნა და შეგიძლიათ ღამის გასათევადაც დარჩეთ.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: ტრაბზონი და რიზე
Ayder Yaylası/აიდერ იალასი
ეს კურორტი ცნობილია თავისი ხის ალპური სახლებით, რომლებიც მწვანე ველს გადმოჰყურებენ. მშვენიერი ადგილია თუ არემარეს ფეხით გამოკვლევა გსურთ.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Fırtına Deresi/ფირტინა დერესი
აქ დაგხვდებათ აქტიური მდინარე, რომელიც ველს მიუყვება და ცნობილი ოტომანური ეპოქის ხიდი, რომლის გარშემოც სხვადასხვა სპორტული სახეობებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ზიპლაინით, კანოეთი და რაფტინგით.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Karagöl/კარაგოლი
ართვინში მდებარე ეს ტბა ლამაზი ფიჭვის ტყეებითაა გარშემორტყმული, რაც აქ ლაშქრობას გასაოცარ თავგადასავლად აქცევს. ჯერჯერობით აქ სასტუმროები და ტურისტული ობიექტები არაა, ამიტომაც სასიამოვნო სიმშვიდე სუფევს. თუ საკუთარი ტრანსპორტით არ ხართ, კარაგოლში ტურით სარგებლობა ტრაბზონიდან შეგიძლიათ.
Rize Kalesi/რიზე კალესი
ეს ნახევრად შემორჩენილი ციხესიმაგრე ქალაქ რიზეს მთიდან გადმოჰყურებს და გადმოცემით ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე პირველის მმართველობის დროს აშენდა. თუ მასზე ახვალთ, გასაოცარი ხედით დაჯილდოვდებით.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Zilkale/ზილკალი
დრამატული შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე გარშემო მთებითაა გარშემორტყმული. ზილკალი მე-14/მე-15 საუკუნეებშია აგებული და თურქეთის მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Karaca Mağarası/კარაჩა მაგარასი
კარაჩას გამოქვაბული გასაოცარი მიწისქვეშა ფორმაციების ქსელია. აქ ვიზიტორები იხილავენ სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს, ისევე როგორც ბუნებრივ აუზებს.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: ტრაბზონი
Anzer Yaylası/ანზერ იალასი
ეს ლამაზი ალპური გარემო ვიზიტორებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ სოფლის ცხოვრება მაღალ სიმაღლეზე. ანზერი ასევე ცნობილია თაფლის წარმოებით.
ახლომდებარე დიდი ქალაქი: რიზე
Kızkalesi/კიზკალესი
უძველესი ციხესიმაგრე ხმელეთიდანაა მოწყვეტილი და ზღვაში შეჭრით, სანაპიროს შორიდან უმზერს. შავი ზღვის რეგიონში მდებარე ეს ქვის კუნძული მე-13 საუკუნით თარიღდება და ვიზიტორებს მზის ჩასვლის საყურებლად ბევრ კაფეს სთავაზობს.