აუგსბურგი ბავარიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია მიუნხენის და ნურემბერგის შემდეგ და გერმანიაში ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელია. ეს ანტიკური ქალაქი ერთ დროს დინასტიების საიმპერატორო ქალაქი იყო. დღეს მას აქტიური კულტურული ცხოვრება აქვს, მას შემდეგ რაც 70-იან წლებში აუგსბურგის უნივერსიტეტი გაიხსნა.

აუგსბურგის კათედრალი ანტიკური ფანჯრებით

ეს კათედრალი მე-11 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ტოპ ღირსშესანიშნაობად და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ტაძრად ითვლება. მისი შეღებილი შუშის ფანჯარა მსოფლიოში ყველაზე უძველესი შემონახული შუშის ფანჯარაა, იშვიათი ნიმუში.

მისამართი: Frauentrostraße 2

აუგსბურგის მერია

ქალაქის ცენტრში მდებარე მასიური რენესანსის შენობა ქალაქის მერიაა გასაოცარი ინტერიერით, სადაც ისტორიულ გამოფენას იხილავთ. ოთახების და ჭერის გაფორმება იმდენად შთამბეჭდავია, რომ აუცილებლად ღირს მონახულებად.

მისამართი: Rathausplatz 2

ათასწლოვანი კოშკურა

მერიასთან მდებარე კოშკურაზე მოსახვედრად აიარეთ 258 კიბის საფეხური და გადმოხედეთ ქალაქს ზევიდან. ეს 70 მეტრიანი კოშკურა (Perlachturm) საახალწლოდ საშობაო ბაზრობასაც მასპინძლობს.

მისამართი: Rathausplatz

“პატარა ქალაქი” ფუგერეი

აუგსბურგში მდებარე პატარა დასახლება ულამაზესია ფეხით დასათვალიერებლად. შედით 4 კარიბჭიდან რომელიმეში და იხილეთ ძველი ფოტოგენური სახლები და რეზიდენციები. საინტერესოა კათოლიკური ტაძარი და ფუგერის სასახლე.

მისამართი: Jakoberstraße 26

ლეოპოლდის მოცარტის სახლი

Leopold Mozart House – დიადი კომპოზიტორის, მოცარტის მშობლიური სახლია, რომელიც დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული და მოცარტის ოჯახის შესახებ გვიყვება.აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში კი აქ მოცარტის ფესტივალი იმართება.

მისამართი: Frauentorstrasse 30

მაქსიმილიანის მუზეუმი და მაქსიმილიანის ქუჩა

Maximilianstrasse – აუგსბურგის გულში მდებარე ძველი რომაული ქუჩაა. ის არაჩვეულებრივი შოპინგ მიმართულებაა და საკვები ობიექტების სიმრავლითაც გამოირჩევა. საუკეთესო ღირსშესანიშნაობა, რასაც ამ ისტორიულ ქუჩაზე იხილავთ, მაქსიმილიანის მუზეუმია. აქ წარმოდგენილი არტეფაქტები ქალაქის მდიდარ ისტორიულ წარსულს უსვამს ხაზს.

მისამართი: Fuggerplatz 1

გერმანული ბაროკოს გალერეა და სასახლე

Schaezlerpalais – ძველი როკოკოს სასახლეა სადაც დღეს გერმანული ბაროკოს გალერეაა განთავსებული და გერმანელი ოსტატების საოცარ ნიმუშებს წარმოგვიდგენს. სასახლის წინ იხილავთ ჰერკულესის შადრევანს, ხოლო შორიახლოს თანამედროვე შენობაში განთავსებულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.

მისამართი: Maximilianstrasse 46

წმ. ულრიხის და წმ. აფრას სააბატო

ეს უძველესი ბენედიქტის ნაგებობა მე-15 საუკუნეშია აგებული და ნამდვილად ღირს მონახულებად, როგორც საოცარი არქიტექტურის ნიმუში. მას გამოარჩევს გოთიკური მორთულობა და დეკორი.

მისამართი: Ulrichspl. 19

აუგსბურგის ბოტანიკური ბაღები

აუგსბურგის ბოტანიკური ბაღები სასიამოვნო საჯარო სივრცეა გასასეირნებლად. აქ თემატურ ბაღებთან ერთად იხილავთ რომაული პერიოდის ავთენტურ ბაღს და იაპონურ ბაღს. ვარდების ბაღში 280-მდე სახეობის ვარდია. საუკეთესო დრო ვიზიტისთვის თებერვალი და მარტია, როცა პეპლები ტროპიკულ სათბურებში დაფრინავენ.

მისამართი: Dr.-Ziegenspeck-Weg 10

აუგსბურგის ზოოპარკი

აუგსბურგის ზოოპარკში საოჯახო დასვენებისთვის შესანიშნავი ატმოსფეროა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე იხილავთ მარტორქებს, ჟირაფებს, ლომებს, ზებრებს და სპილოებს.

მისამართი: Brehmpl. 1

აუგსბურგის სარკინიგზო პარკი

ვისაც მატარებლები და რკინიგზა უყვარს, ეს პარკი აუცილებლად უნდა მოინახულოს. ის მოიცავს სხვადასხვა ტიპის ლოკომოტივებს მთელი ევროპიდან. ზოგიერთი მატარებელი 100 წლისაც კი არის.

მისამართი: Firnhaberstraße 22C

აუგსბურგის ტექსტილის და ინდუსტრიის მუზეუმი

აუგსბურგი ცნობილია როგორც მაღალი ხარისხის ტექსტილის მწარმოებელი ცენტრი. აქ ბევრი ძველი ქარხანაა ამ მდიდარი მემკვიდრეობის ხაზგასასმელად. რეგიონის ინდუსტრიული წარსულის შესასწავლად აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს, სადაც ქსოვილების დიდი კოლექცია ინახება.

მისამართი: Provinostraße 46

MAN-მუზეუმი

აუგსბურგს ღრმა კავშირი აქვს ტრანსპორტის ინდუსტრიასთანაც და ამ მუზეუმში ნახავთ სხვადასხვა საინტერესო მოდელებს, მათ შორის კომპანიის ყველაზე ადრეულ ნიმუშებს.

მისამართი: Heinrich-von-Buz-Straße 28