რა ვნახოთ

ჩიანგ მაი: ტაილანდის ულამაზესი ქალაქი, ტრადიციულობის და თანამედროვეობის შერწყმა

მაღალი მთებით და მაე პინგის მდინარით გარშემორტყმული ჩიანგ მაი (Chiang Mai) მდიდრული ბუნების სილამაზეს წარმოგვიდგენს. ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით “ჩრდილოეთის ვარდი” – ტაილანდის ყველაზე ლამაზი ქალაქია.

ლანას სამეფოს ყოფილი დედაქალაქი და ტაილანდის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი, ჩიანგ მაი სავსეა კულტურული საგანძურით. მაგრამ ეს ქალაქი სოფლის ატმოსფეროს უფრო ქმნის, სადაც ტრადიციები ცოცხლდება.

აქ ყველა გზა ისტორიულ ცენტრამდე მიდის, რომელიც შეგიძლიათ ველოსიპედით ან აქაური წითელი ტაქსით დაათვალიეროთ. ის 300 ბუდისტური საყდრის სახლია. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია Wat Phra Singh – დათარიღებული მე-14 საუკუნით; ასევე – Wat Chiang Man, ქალაქის უძველესი საყდარი, სადაც მარმარილოს და კრისტალების ბუდას ნახავთ.

აქ ვიზიტისას შეისწავლით ბუდისტური რიტუალების შესახებ და მონაწილეობასაც მიიღებთ მასში. ჩიანგ მაი ადგილობრივი კულტურული ფესტივალებით ცოცხლდება. მაგალითად, Loi Krathong-ის დროს ქალაქი ათასობით მოცურავე ფარნით ნათდება. თებერვალში კი აქ ყვავილების ფესტივალია.

ჩიანგ მაი ტაილანდური ხელნაკეთობების მსხვილი ჰაბია. მის გარშემო არსებული სოფლები საუკუნეებს ითვლიან აბრეშუმის, ვერცხლის და კერამიკის საწარმოო ცენტრებით.

ჩიანგ მაის ქუჩის კვება და ღამიზ ბაზრობები ტაილანდური კულინარიული კულტურის ნაწილია. მაგალითად, კვირის ღამის ბაზრობა პატარა ქალაქადაც იქცევა ხოლმე. აქ აღმოაჩენთ ადგილობრივ საჭმელს, ხილს, თევზს და ყვავილების დახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიანგ მაი დატვირთული ურბანული ცხოვრებით გამოირჩევა, მას მაინც მჭიდრო კავშირი აქვს ბუნებასთან. ფოტოგენური კრუიზები, მდინარისპირა რესტორნები და მცურავი ბაზრობები მდინარეს აცოცხლებენ.

პარკები და ბაღები გაბნეულია მთელ ქალაქში, გამორჩეულია ბუაკის პარკი და ბოტანიკური ბაღი. ჩიანგ მაი იდეალურია ჩრდილოეთ ტაილანდის გამოსაკვლევადაც. ამისათვის შესაფერისი სეზონია ნოემბრიდან თებერვლამდე.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

ტაილანდიტაილანდი
ტაილანდი15 მარ 2026

ტაილანდის საუკეთესო მიმართულებები გაზაფხულისთვის

სად წავიდეთ ტაილანდში მარტში, აპრილსა და მაისში: კო ლიპე, კო პაიამი, ბანგკოკი, ჩიანგ მეი, ფუკეთი და სიმილანის კუნძულები, ისანი და სხვა მიმართულებები.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე