ჩესკი-კრუმლოვი ექსტრაორდინალური შუასაუკუნოვანი ქალაქია ჩეხეთში და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიათა სიაშია შესული. ყველაზე პოპულარული მისი “დისნეის სტილის” სასახლეა. გაატარეთ 2 დღე ამ მაგიური ქალაქის ყველა კუთხის შესწავლაში და მისი ანტიკური შენობების დათვალიერებაში.

დღე 1 – ისტორიული ჩესკი-კრუმლოვი

ისიამოვნეთ პირველი დღის ქალაქის მთავარ ისტორიულ ცენტრში გატარებით. ის მართლაც მისალოცი ბარათიდან გადმოსულ ხედს მოგაგონებთ. აღმოაჩინეთ ქვაფენილიანი ქუჩები, სახლები ნარინჯისფერი სახურავებით და ფერადად შეღებილი ფასადები. ეს ადგილი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. ქალაქში ათასობით წლოვანმა მშვიდობამ და კონფლიქტის არარსებობამ, სახლები და ქუჩები ისეთივე დატოვა, როგორებიც აშენდა. არ გამოგრჩეთ სვორნოსტის მოედანი (Svornosti Square), სადაც მე-14 საუკუნის მერია დგას.

წმ. ვიტუსის ეკლესია

Church of St Vitus – ჩესკი-კრუმლოვის ქალაქის ცაზე ნამდვილად დომინირებს. ის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, მთავარი მოედნიდან 1 წუთის სავალ გზაზე, მდინარის სანაპიროზე. შესვლა უფასოა და მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს იკრძალება.

ხიდი/Cloak Bridge

ეს უნიკალური დიზაინის მქონე ქვის ხიდი, სასახლესთან გვაკავშირებს. მის მშენებლობას 100 წელი მოანდომეს. ხიდში მდებარე გვირაბები სასახლის სხვადასხვა ნაწილს უკავშირდება. ეს ხიდი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლია და ფენომენალური ხედების გამოც, აუცილებლადაა მოსანახულებელი.

ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრე

ეს ქვეყნის სიდიდით რიგით მეორე ციხესიმაგრეა, პრაღის ციხესიმაგრის შემდეგ. აქ რამდენიმე საათს მარტივად გაიყვანთ, დაათვალიერებთ ლამაზ ბაღებს და სხვადასხვა შენობებს. აუცილებლად ადით ციხის კოშკურაზე პანორამული ხედებისთვის. ამისათვის 150 საფეხურის ავლა ნამდვილად ღირს. ციხესიმაგრის მუზეუმში ბევრი ისტორიული ნივთი ინახება. სეზონის მიხედვით სამუშაო საათები იცვლება ხოლმე, მაგრამ როგორც წესი, ციხე ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 5 საათამდე.

ლატრანის სახლები/Latran Houses

სასახლის მონახულების შემდეგ, გაყევით ლატრანის გამზირს და ჩაიძირეთ ქალაქის მომხიბვლელ შუასაუკუნოვან ნაწილში. აქ ბევრი ფერადი სახლი მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ, ციხის მსახურები სწორედ ამ უბანში ცხოვრობდნენ. აქ ბევრი პატარა მაღაზია და რესტორანი შეგხვდებათ.

მინორიტების მონასტერი

Monastery of the Minorites – მშვიდი ტაძარია, რომელიც ლატრანის გამზირზე მდებარეობს. მისი ბაღების და ინტერიერის გაფორმების გამო მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი ისტორია ცოტა უჩვეულოა იმიტომ, რომ ერთ დროს აქ ბერები და მონაზვნები ერთად ცხოვრობდნენ. გაზაფხულსა და ზაფხულზე მონასტერი ღიაა დილის 10-დან საღამოს 6-მდე. მონასტრის ბაღები კი დილის 7-დან საღამოს 7-მდე. შესვლის ღირებულებაა 5.70 ევრო.

დღე 2 – რელაქსაცია

მიიღეთ სრულიად განსხვავებული გამოცდილება ჩესკი-კრუმლოვში ყოფნის მეორე დღეს. მდინარე ვლტავა საშუალებას მოგცემთ ქალაქით წყლის სანაპიროზე დატკბეთ.

კანოეთი ან კაიაკით გასეირნება

ჩეხებს უყვართ წყლის სპორტი და ჩესკი-კრუმლოვშიც გთავაზობენ წყლის სპორტით დაკავების საშუალებას. აქ ბევრი აქირავებს კანოეს, კაიაკს და ნავს თუ მარტოს გსურთ გასეირნება. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს.

მუზეუმი შეიდელის ფოტოატელიე

Museum Fotoatelier Seidel – ეს ფოტოგრაფიული მუზეუმი საინტერესოა როგორც ფოტოგრაფიით მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ფოტოგრაფიით დაინტერესეული არაა. მუზეუმი ფოტოგრაფის, იოზეფ შეიდელის ყოფილი სტუდიაა და საკმაოდ უნიკალურ ისტორიას გაგაცნობთ. ღიაა სამშაბათიდან კვირამდე, დილის 9-დან საღამოს 5-მდე. ფასი 5 ევრო.

ჰლუბოკას ციხესიმაგრე

ჩეხეთში 2000-მდე ციხესიმაგრეა, მაგრამ ჰლუბოკა განსაკუთრებით გამორჩეულია. ეს რეალური ზღაპრული ციხე თეთრი ფასადით და ულამაზესი ბაღებით ყველა მხრიდან ფოტოგენურია. გაატარეთ 2 საათი მაინც მის ბაღებში, ხელოვნების გალერეაში, ჩაის ოთახში და მის შიგნით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ ცენტრიდან 1 საათში მოხვდებით.

როგორ მოხვდებით ჩესკი-კრუმლოვში: პრაღიდან პირდაპირი მატარებელი აქ სამ საათში ჩაგიყვანთ. ეს ყველაზე ეფექტური გზაა აქ მოსახვედრად, თანაც გზად ულამაზეს ლანდშაფტებს დაათვალიერებთ. უფრო იაფი ვარიანტია RegioJet-ის ავტობუსი ასევე პრაღიდან.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: წელიწადის ნებისმიერი დრო! ზაფხულში წყლის სპორტით ისიამოვნებთ, ზამთარში კი სასახლეების ჯადოსნურობით.

რჩევა: შეგიძლიათ აიღოთ ჩესკი-კრუმლოვის ბარათი, რომლის ღირებულებაა 400 ჩეხური კრონა/15 ევრო. მისი საშუალებით ქალაქის 5 მთავარ მუზეუმში უფასოდ შეხვალთ. ესენია:

  • Fotoatelier Seidel
  • Castle Museum and Tower
  • Regional Museum
  • Egon Schiele Art Centrum
  • რომელიმე მონასტერი