პრაღის შარმი, უნიკალური ატმოსფერო და ისტორიული სილამაზე ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. გთავაზობთ აუცილებლად სანახავ ადგილებს იმისათვის, რომ ჩეხეთის დედაქალაქში მოგზაურობის დროს სრულფასოვნად ისიამოვნოთ.

გაისეირნეთ კარლის ხიდზე პრაღის ციხესიმაგრემდე მისასვლელად


აქ გასეირნება აუცილებელია როგორც გამოცდილი მოგზაურისათვის, ასევე მათთვისაც, ვინც აქ პირველად მოგზაურობს. ძველი ქალაქიდან მოყოლებული, კარლის ხიდის გავლით, გაუყევით გზას პრაღის ციხესიმაგრემდე იმ მარშრუტით, რომელსაც ბოჰემიის მეფეები იყენებდნენ წმ. ვიტის საკათედროში კორონაციის დროს.

გაისეირნეთ კრუიზით ვლტავას მდინარეზე


ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, პრაღის ტოპ ღირსშესანიშნაობების სანახავად და პრაღის უნიკალური მისტიურობის შესაგრძნობად, კრუიზით გასეირნებაა მდინარე ვლტავაზე. ზოგიერთი კრუიზი ახალი ქალაქის ნაპირიდან იწყება და შუა საუკუნეების ისტორიულ მარშრუტს მიუყვება კარლის ხიდამდე; ზოგიერთი კი – ზოოპარკამდე. თითოეული მათგანი ქალაქის თვალწარმტაც ხედებს გთავაზობთ . ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით, კრუიზი განსაკუთრებულ რომანტიულ განწყობას შეგიქმნით.

გაისეირნეთ ძველ ქალაქში


ოდესღაც პრაღა სულ რაღაც ხუთი დამოუკიდებელი რაიონისგან იყო შემდგარი, მათ შორის კი ძველი ქალაქი ყველაზე მდიდარი და განსაკუთრებული იყო. გაისეირნეთ ვიწრო ქუჩების გასწვრივ, მისტიურ სტარე მესტომდე და იხილეთ შუა საუკუნეების დროინდელი ასტრონომიული საათი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ყავა ან ლუდის კათხა ადგილობრივ მრავალფეროვან კაფეებში, პაბებსა თუ ბარებში. მაქსიმალურად ისეირნეთ და შეიცანით პრაღის ისტორია და კულტურა.

ღამის მისტიკური პრაღა

მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ პრაღას უდიდესი კვალი დაამჩნია. ლეგენდების თანახმად, ღამით  ზოგიერთი ისტორიული გმირი იღვიძებს და ქალაქის ქუჩებში დახეტიალობს. ეწვიეთ გოთიკურ ეკლესიას, შუა საუკუნეების სასაფლაოს და უბრალოდ მიუყევით ლამპიონებით განათებულ, დაცარიელებულ პრაღის ძველ ქუჩებს.

ვიტკოვის ეროვნული ძეგლი


პრაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ვიტკოვის ეროვნული ძეგლია, რომელიც თანამედროვე ჩეხეთის ისტორიაში გამოგზაურებთ – ჩეხოსლოვაკეთის აღორძინებიდან დაწყებული, კომუნიზმის დაცემით დამთავრებული. 1930 წელს აღორძინებული ძეგლი ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, რომელიც კომუნიზმის პრეზიდენტ, კლემენტ გოტვალდის მავზოლეუმად იყო ქცეული.

გოლემის ძიებაში


მოძებნეთ ლეგენდარული გოლემი პრაღის ებრაულ კვარტალში. ლეგენდის თანახმად, რები ლეოვმა უდიდესი და საშინელი არსება შექმნა, რომელიც რენესანსით დროს ებრაელ საზოგადოებას იცავდა. როცა გოლემი მდგომარეობიდან გამოვიდა, მან გაანადგურა მონსტრი და ინახავდა მას ძველ სინაგოგაში, ევროპის ყველაზე ძველ, ებრაულ აკლდამაში. შეისწავლეთ ებრაელების ისტორია და გაისეირნეთ გოლემის შემქმნელის სასაფლაოზე.

კლასიკური მუსიკის კონცერტი ლობკოვიცის სასახლეში

ჩეხები კლასიკური მუსიკის ისტორიით ძალიან ამაყობენ , პრაღა კი უამრავი კომპოზიტორის შედევრის ადგილადაა წოდებული. კლასიკური მუსიკის კონცერტები იმართება ლობკოვიცის სასახლეში პრაღის გრადში, მუნიციპალურ სახლში და ისტორიული ცენტრის ბევრ სხვა ტაძარში. თუ კი სამეფო გამოცდილების მიღება გსურთ, შეგიძლიათ ეწვიოთ რუდოლფინუმის საკონცერტო დარბაზს, ეროვნულ თეატრს, სადაც მოცარტის დონ ჟოვანის პრემიერა მე-18 საუკუნეში გაიმართა. 

აღმოაჩინეთ მეტი რამ ცივ ომთან დაკავშირებით

აღმოაჩინეთ ცივი ომის დროინდელი ისტორიები, როცა პრაღა, ვარშავას პაქტის დედაქალაქს წარმოადგენდა. გაიგეთ მეტი 1950-იანების სტალინისტურ ერაზე და ჩეხოსლოვაკიის საბჭოურ ცხოვრებაზე. ეწვიეთ ბირთვულ ბუნკერს, შეიცანით კომუნიზმის მუზეუმი და იხილეთ ხავერდოვანი რევოლუციის  ღირსშესანიშნაობები, რომელიც ფუნქციონირებდა კომუნიზმის რეჟიმის დროს, 1989 წლებში.

შეიგრძენით ადგილობრივების ცხოვრება

ბოლო ათწლეულების მანძილზე, პრაღის რამოდენიმე გარეუბანმა განიცადა ტრანსფორმაცია. ისინი გაივსო მოდური კაფეებით, მდიდრული რესტორნებითა და აპარტამენტებით. ლეტნა – ვლტავას მარცხენა მხარეს მდებარე რაიონი არის ის ადგილი, რომელიც მაქსიმალურად მოგცემთ საშუალებას შეიგრძნოთ ახალი პრაღის გარემო.

დააგემოვნეთ ადგილობრივი გემრიელობები


ბოლო წლების მანძილზე პრაღის ბევრმა რესტორანმა შეიმუშავა ახალი ჩეხური კერძების მენიუ, რომელიც ადრე დაძველებული და უკვე ტურისტებისთვის დავიწყებული იყო. აარიდეთ თავი ტურისტებისთვის შექმნილ რესტორნებს და დააგემოვნეთ ნამდვილი ტრადიციული ჩეხური კერძები, როგორიცაა შემწვარი ყველი, ხორცი არაჟნის სოუსში და ღორის სტეიკი პელმენებით.

დააგემოვნეთ ჩეხური ლუდი


ჩეხეთში მოგზაურობა ლუდის დაგემოვნების გარეშე სრულყოფილი არ იქნება. ის ამ ქვეყნის მთავარ პროდუქტს წარმოადგენს. აქ უამრავი ლუდსახარში და ასობით ლუდის ბარი შეგხვდებათ, რომელიც ნამდვილ ჩეხურ ლუდს შემოგთავაზებთ.

ჩეხური ღამის ცხოვრება


1990-იანებიდან მოყოლებული ქვეყანას ხელოვნების თავისუფლება დაუბრუნდა, რომელსაც ხელი შეუწყო უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა ხელოვანების ნაკადმა. პრაღაში შეიქმნა ცოცხალი მუსიკის სცენა, რომელიც სთავაზობდა მის სტუმრებს როგორც ელექტრონულ, ასევე რეპ, ჯაზ და ფოლკ მუსიკასაც.