მხოლოდ 67 კილომეტრი სიგრძის სანაპიროთი ჩრდილოეთის ზღვაზე, ბელგია მას მთლიანად ითვისებს და ეფექტურად იყენებს. აქ ბევრი ცნობილი და მდიდრული კურორტია, ისევე როგორც ბიუჯეტური მიმართულებები, სადაც ბევრი ადგილობრივი ჩადის. ბელგიის ბევრი სანაპირო ბრიუგესთან ახლოს მდებარეობს, საშუალოდ 1 საათის გზაზე. სანაპირო ტრამვაის (Coastal Tram) საშუალებით, თქვენ მთელ ბელგიის ნაპირს მოივლით. ის 70 ადგილას აჩერებს. დღეს ეს დასასვენებელი ადგილები სათევზაო სოფლები იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მეორე მსოფლიო ომში.

1. Ostend Beaches/ოსტენდის სანაპიროები

სანაპიროები ოსტენდში ევროპის პოპულარული მიმართულებებია. აქ სპა მომსახურეობა და მდიდრული სასტუმროები დაგხვდებათ. ოსტენდი პოპულარული მიმართულებაა ბრიუგედან ერთ დღიანი ტურის დაგეგმვისას. მატარებლით მათ მხოლოდ ნახევარი საათის გზა აშორებთ და რეისებიც ყოველ 30 წუთშია დაგეგმილი. ოსტენდში 6 სანაპირო დაგხვდებათ. აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა ფესტივალები. ალბერტის ბულვარი ნავსადგურიდან იწყება და 4 კილომეტრ სიგრძეზე გრძელდება.

  • Groot Strand – ყველაზე დიდი სანაპიროა ოსტენდში. აქ ყველაზე მეტი ხალხიცაა, მაღაზიებიც და რესტორნებიც. სანაპირო აღჭუვილია გასახდელებით, საპირფარეშოებით, ქოლგებით და სკამებით.
  • Sportstrand – ამ სანაპიროზე ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და შექმნილია სპეციალურად აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. აქ დაგხვდებათ ხელბურთის მოედანი, საცოცი კედელი, პიკნიკის მაგიდები, სანაპირო სპორტის სივრცეები.
  • Mariakereke Beach – ნაკლებად დატვირთულია ხალხით, ვიდრე მისი მეზობლები.
  • გამორჩეულია ასევე: Raversijde Beach და Oosterstrand.

2. Knokke-Heist Beaches/ნოკ-ეისტის სანაპიროები

ბელგიის ეს სანაპირო ზოლი ჰოლანდიას და ზვინის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. აქ 4 სანაპიროა, თეთრი ქვიშითა და დუნებით.

  • Het Zoute – აქ აღმოაჩენთ მდიდრულ კურორტებს და რეზიდენციებს, ასევე ხელოვნების გალერეებს და ძვირადღებულ რესტორნებს.
  • Albertstrand – ეს უფრო ხმაურიანი კურორტია, ბევრი გასართობით.
  • Duinbergen Beach – ოჯახურ დასვენებაზე გათვლილი სანაპიროა.
  • Heist Beach – საუკეთესოდაა აღჭურვილი სანაპირო დასვენებისთვის.

3. Blankenberge/ბლენკინბერგი

ბელგიის ერთ-ერთი ტოპ საკურორტო ქალაქი მისი ბულვარის გამოც, ბელგიაში ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. ბრიუგედან სულ რაღაც 18 კილომეტრში მდებარე ეს სანაპირო სავსეა ცხელ დღეებში და აქ მუდამ ცოცხალი ატმოსფეროა. სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში დაგხვდებათ ბავშვთა სათამაშო მოედანი, მინი გოლფი და სხვა აღჭურვილობები. დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთის ზღვის ხედებით დატკბებით. აქ ბევრი სასეირნო ბილიკია. რომანტიკული გამოცდილებისთვის, შეუერთდით მზის ჩასვლის კრუიზს და იხილეთ დელფინები იახტიდან. ბლენკინბერგში მდებარეობს დიდი აკვარიუმიც.

4. Zeebrugge Beach/ზიბრუგის სანაპირო

ზიბრუგის სანაპირო ოსტენდამდე გრძელდება. ის ერთგვარი კომბინაციაა დიუნებისა და ქვიშის. ბრიუგესთან სიახლოვის გამო, ზაფხულობით საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. აქ სერფინგი გავრცელებული სპორტია. შეგიძლიათ იქირაოთ წყლის სპორტისთვის საჭირო აღჭურვილობა. ზიბრუგე არამხოლოდ სანაპირო ქალაქი, არამედ მნიშვნელოვანი ნავსადგურია თევზით ვაჭრობისთვის. დააკვირდით მეთევზეების ყოველდღიურ რუტინას და ეწვიეთ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს თევზის ბაზრობას. აქ მდებარეობს ბელგიური შოკოლადის ქარხანაც: P&J Chocolates, სადაც შეგიძლიათ აიღოთ ტური და ხელთ გემრიელი დესერტიც გამოაყოლოთ.

5. De Panne Beach/დე პანის სანაპირო

დე პანის სანაპირო საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს. აქ მრავალფეროვანი ლანდშაფტი, იახტ კლუბი და საბავშვო აქტივობებისთვის განკუთვნილი არეალებია. ქალაქი ჩართული იყო მეორე მსოფლიო ომის ოპერაციაში “დინამო”. ამიტომაც, აქ ომის მუზეუმს იხილავთ.

6. De Haan Beach/დე ჰაანის სანაპირო

ბელგიის ყველაზე გრძელი სანაპირო, 12 კილომეტრზეა გაჭიმული. მისი აღმოსავლეთ ნაწილი საკურორტო სახლებითაა სავსე. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის თხილამურებით. სანაპიროს სიგრძეზე ბულვარი მიუყვება და მხოლოდ იმ ადგილებში შეიძლება ბანაობა, სადაც მაშველები ოპერირებენ. დე ჰაანი საინტერესოა გამოსაკვლევად, სასიამოვნო რუჯის მისაღებად, ველოსიპედით სასეირნოდ და დიუნების დასათვალიერებლად. აქ მდებარეოს ეროვნული პარკი დუინბოსენი, სადაც ცხენით სეირნობასაც შეძლებთ.

7. Oostduinkerke Beach/ოსტდანკირკის სანაპირო

ოსტდანკირკის ბულვარი სავსეა სხვადასხვა პროდუქციის დახლებით და რესტორნებით. სხვა ბევრი ბელგიური სანაპიროს მსგავსად, აქაც ქვიშის დიუნები დაგხვდებათ. ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ფერის დროშებს, ისინი უსაფრთხოობის დონის შესახებ გვამცნობენ. ეს პოპულარული ადგილია წყლის სპორტისთვის, ასევე ამაყობს სათევზაო ტრადიციებით.

8. Nieuwpoort Beach/ნიუპორტის სანაპირო

ნიუპორტის სანაპირო ბელგიის სანაპიროებს შორის ყველაზე სუფთაა, როგორც ხმელეთით, ასევე წყლით. ეს ადგილობრივების დამსახურებაა. სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში შუქურა დგას. აქ ასევე ნახავთ უძველეს შენობებს, იუნესკოს ძეგლების სიაში შესულ ნიუპორტის კოშკს, ულამაზეს ბულვარს, ქვაფენილიან ქუჩებს, რესტორნებს ოკეანის ხედით და წყლის სპორტის აღჭურვილობის მაღაზიებს.


9. Koksijde Beach/კოკსიდეს სანაპირო

ოსტდინკირკის სანაპიროსთან მდებარე კოკსიდე, ნაკლებად სავსე ალტერნატიული ბელგიური სანაპირო მიმართულებაა. სანაპირო სოფელი ბავშვებს ბევრ გასართობს სთავაზობს. აქ არის ეშმაკის ბორბალი, რომელიც გვთავაზობს ხედებს ქალაქზე და წყალზე. სანაპირო აღჭურვილია მაშველებით და პირველადი დახმარების კაბინებით. სასტუმროები პირდაპირ სანაპიროს უმზერენ. ხელმისაწვდომია გემების ტურები.

10. Middelkerke Beach/მიდელკერკის სანაპირო

ადგილობრივებს უყვართ ეს სანაპირო მისი სუფთა ქვიშის და წყლის სპორტის არჩევანის გამო. სანაპიროს გასწვრივ ბევრ კარგ რესტორანს და მაღაზიას აღმოაჩენთ. აქ მდებარეობს გოლფის პარკი და სკეიტ-სივრცე.

11. Bredene Beach/ბრედენის სანაპირო

4 კილომეტრიანი ბრედენის სანაპირო სასიამოვნო ადგილია თეთრი ქვიშითა და შთამბეჭდავი დიუნებით. ის ცნობილია როგორც სპა კურორტი. ბრედენი აღჭურვილია საპირფარეშოებით, გამოსაცვლელი ოთახებით, წყლის სპორტით, ქოლგებით და სკამებით. სანაპირო სუფთა და მოწესრიგებულია და მაშველებით დაკომპლექტებული. სანაპიროს აღმოსავლეთით ნუდისტური ნაპირი მდებარეობს, ერთადერთი ბელგიაში.