ისტორიული ქალაქი ბამბერგი გერმანიის რეგიონ ბავარიაში მდებარეობს. აქ ადვილად მოხვდებით ისტორიული ნურემბერგიდან და ფრანკფურტიდან. მისი ძველი ქალაქი ქვეყნის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენურია. მისი შუასაუკუნოვანი არქიტექტურა იმდენად ბრწყინვალედაა შემონახული, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის ფარგლებშიც მოხვდა. ქალაქს 7 ცნობილი მთა აქვს, სალაშქრო ბილიკებით. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
გაისეირნეთ ფეხით ძველ ქალაქში
დაიწყეთ ბამბერგის ძველი ქალაქის მონახულება საფეხმავლო ხიდიდან (Obere Brücke). აქედან იხილავთ ხედებს ძველ მეთევზეთა სახლებზე. შემდეგ მოინახულეთ მნიშვნელოვანი ძეგლი: ძველი ქალაქის მერია(Altes Rathaus), რომელიც მთელ ბავარიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გადაღებულ ისტორიულ ძეგლად ითვლება. თუ შობა და ახალი წელი გიყვართ, ძველ ქალაქში მდებარეობს პატარა საინტერესო მუზეუმი საშობაო გამოფენებით (Krippenmuseum).
ეწვიეთ ბამბერგის კათედრალს
მე-13 საუკუნის ბამბერგის კათედრალი მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტალებით და ისტორიული სკულპტურებით ხასიათდება. აქაა დასაფლავებული პაპი კლემენტ მეორე, ერთადერთი პაპი, რომელიც გერმანიაში დამარხეს. ეკლესიასთან მდებარეობს დიოკესანის მუზეუმიც (Diocesan Museum) იშვიათი ქსოვილებით და სამოსით.
გამოიკვლიეთ ძველი სასამართლო და ისტორიული მუზეუმი
ბამბერგის ძველი სასამართლო (Alte Hofhaltung) გერმანული რენესანსის გამორჩეული ქმნილებაა. დღეს აქ ისტორიული მუზეუმი მდებარეობს. აქ ნახავთ რომანტიკულ შიდა ეზოსაც ნახევრად ხის შენობებით. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური.
მისამართი: Domplatz 7
ესტუმრეთ ელეგანტურ რეზიდენციას
ბამბერგის ახალ რეზიდენციას (Neue Residenz) 40-ზე მეტი ელეგანტური ოთახი აქვს. აქ პრინცების აპარტამენტები მე-17/მე-18 საუკუნით თარიღდებიან. აქ მდებარეობს გერმანული ხელოვნების გალერეა და ეროვნული ბიბლიოთეკაც. გაისეირნეთ ვარდების ბაღში და დატკბით ხედებით.
ისიამოვნეთ ხედებით მიქელსბერგის მონასტრიდან
მაგიური Michelsberg Monastery ბაროკოს ნაგებობაა უმშვენიერესი ჭერის მოხატულობით. აქ დატკბებით პანორამული ხედებით ტერასიდან, ბაღებით სადაც შადრევნები და პავილიონებია და ბენედიქტის საფეხმავლო ბილიკით.
გამოიკვლიეთ ბამბერგის ისტორიის მუზეუმი
ძველი ქალაქის გულში მდებარე ეს მუზეუმი (Historisches Museum Bamberg) აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. აქაური არტეფაქტები პრეისტორიული ხანიდან თანამედროვეობამდე თარიღდება. მათ შორისაა: ქვის სკულპტურები, ხელნაკეთი ნივთები, მონეტები და უძველესი საათები.
ადით ალტენბურგის ციხესიმაგრეში
ბამბერგის უმაღლეს მთაზე მდებარე ეს ციხესიმაგრე (Schloss Altenburg) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა. ის მე-12 საუკუნითაა დათარიღებული და ომების დროს თავშესაფრად გამოიყენებოდა. მისი უდიდესი ნაწილის განადგურების გამო, ახლა ალტენბურგი რესტავრირებულია და ქალაქზე გადმოხედვა აქედანაც შეგიძლიათ.
გაიარეთ გრუნერის ბაზრობაზე
ბამბერგის გრძელი, საფეხმავლო Grüner Markt ანუ “მწვანე მარკეტი” მშვენიერი ადგილია რამდენიმე საათის გასატარებლად. აქ ბევრი კაფე და მაღაზიაა, ხოლო პოპულარული ბაზრობა იმართება ორშაბათიდან პარასკევამდე ყოველდღე. აქ ბევრი ისტორიული შენობა და საკულტო შადრევანიც მდებარეობს. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა წმ. მარტინის ეკლესია.