ლუბლიანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, სადაც ყოველწლიურად 10 000-მდე კულტურული ღონისძიება ტარდება. მათ შორის, საერთაშორისო მუსიკის და ხელოვნების ფესტივალები. ის ცნობისმოყვარე მოგზაურებს ბევრ აქტივობას სთავაზობს. ქალაქი მდინარეზეა გაშენებული. ჩვენ აქ მთავარ სანახაობებს გთავაზობთ:

გაიარეთ დრაკონის ხიდზე

1901 წელს აგებულ დრაკონის ხიდს ორი ლეგენდა უკავშირდება. პირველის მიხედვით, ანტიკური ბერძნული მითოლოგიის გმირმა, ჯეისონმა ლუბლიანა დრაკონის მოკვლის შემდეგ აღმოაჩინა. მეორე ლეგენდის თანახმად კი, ყოველთვის როცა ხიდზე ქალწული გაივლიდან, 4 დრაკონი თავის კუდს იქნევდა. ეს ულამაზესი ხიდი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

დაისვენეთ ტივოლის პარკში

ლუბლიანას უდიდესი პარკი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ის გვთავაზობს ჩოგბურთის მოედანს, მინი გოლფს, ბოულინგს და საბავშვო სივრცეებს. პარკის შუაგულში ბულვარია, სადაც მთელი წლის მანძილზე ფოტოებია გამოფენილი. აქ ნახავთ რამდენიმე კაფე-ბარსაც. შეგიძლიათ მოიტანოთ პლედი და სრულ სიმწვანეში დასხდეთ.

აღმოაჩინეთ ლუბლიანას სასახლე

ლუბლიანას ციხესიმაგრე მთაზე მდებარეობს და ქალაქ ლუბლიანას საუკუნეებია რაც გადმოჰყურებს. ტურის აღების შემთხვევაში, ლუბლიანას ისტორიის 5 უმნიშვნელოვანეს პერიოდზე  შეიტყობთ. ადით გადმოსახედ კოშკურაზე თვალწარმტაცი ხედებისთვის. ციხესიმაგრემდე ახვალთ ფეხით ან ტრამვაით.

გაატარეთ დღე მუზეუმებსა და გალერეებში

ხელოვნების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ ეროვნულ გალერეას და თანამედროვე ხელოვნების გალერეას, რათა სლოვენიური ხელოვნებით დატკბნენ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეიტყობთ სლოვენიელი ხალხის, მათი კულტურის და ტრადიციების შესახებ. ერთ-ერთი საინტერესო მუზეუმია ილუზიების მუზეუმი.

დაესწარით შოუს კრიზანკში

1950-იან წლებში, ჟოზე პლეკნიკმა მე-13 საუკუნის მონასტერი ლუბლიანას მთავარ კულტურულ ადგილად აქცია (Križanke). ამ კონპლექსში ნახავთ ღია ცის ქვეშ მუზეუმს, სადაც საზაფხულო ფესტივალები ტარდება. აქ ასევე მდებარეობს მე-18 საუკუნის ეკლესია, შექმნილი დომენიკო როსის მიერ.

დაათვალიერეთ სან ნიკოლასის კათედრალი

აქ ეკლესია რომაული ეპოქიდან მოყოლებული არსებობდა, თუმცა ახლანდელი ნაგებობა 1700-1706 წლებშია შექმნილი ანდრეა პოზას მიერ. ეს ულამაზესი ბაროკოს შენობა მოხატული ჭერით, აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.

დატკბით დიჯეის მუსიკით მეტელკოვაში

Metelkova Mesto – ლუბლიანას ალტერნატიული სცენის ადგილია. ულამაზესია მისი ფასადი და მურალები. აქ ხშირად ტარდება კონცერტები, კულტურული ღონისძიებები და დიჯეების საღამოები.

მოინახულეთ ცენტრალური ბაზრობა

ლუბლიანას მთავარი ბაზრობა 1940 წელს აშენდა. ქვედა სართულზე იხილავთ თევზის ბაზრობას, ასევე ხორცის და ყველის დახლებს. მზა საკვებს პირველ სართულზე შეიძენთ. ბაზრობა ვოდნიკის მოედანზე მდებარეობს, სადაც ხანდახან გარე სავაჭრო დახლებიც დგას.

გაისეირნეთ ნავით ლუბლიანიცას მდინარეზე

ეს შესანიშნავი გზაა, ქალაქი სხვა კუთხიდანაც რომ დაათვალიეროთ. აქ რამდენიმე ტიპის ნავის ტურს შემოგთავაზებენ.

ტური პლეცნიკის სახლში

პლეცნიკის სახლში (Plečnik House) სლოვენიის ცნობილი არქიტექტორის ნამუშევრებს იხილავთ. როცა ის ვენეციასა და პრაღაში მოღვაწეობის შემდეგ, 1922 წელს ლუბლიანაში დაბრუნდა, აქ მის სიკვდილამდე დაიდო ბინა.

ეწვიეთ ლუბლიანას ზოოპარკს

ლუბლიანას ზოოპარკში 500-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს. ზოოპარკი ტყითაა გარშემორტყმული და აქ კარვებში ღამით დარჩენაც შეიძლება.

დააგემოვნეთ სლოვენიური ღვინო

სლოვენიაში ბევრი სახეობის ღვინოს აწარმოებენ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტურზე 300 წლოვან მარანში. აქ სამი წამყვანი რეგიონია, რომელთა გემრიელ ღვინოსაც ლუბლიანას ბარებში დააგემოვნებთ.

დალიეთ ხედის ფონზე, ნებოტიკნიკში

1930 წლების მაღალსართულიანი შენობის ტერასაზე, რომელიც ქალაქის ციხესიმაგრეს შეჰყურებს, კოქტეილების ბარი მდებარეობს (Neboticnik). დატკბით მზის ჩასვლით ლუბლიანას ცაზე.