საბერძნეთის კიკლადების კუნძულები ხშირად ხვდება აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში. ის უნიკალურია არამხოლოდ საოცარი სანაპიროებით, არამედ ველებით და ჩანჩქერებით. ათენიდან სულ რაღაც 3 საათში ამ შთამბეჭდავ ადგილს მოინახულებთ და დაუვიწყარ მოგონებებს შექიმნით. თავგადასავლების, კულტურის, გემრიელი საკვების შეწრყმით ანდროსი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური მიმართულებაცაა კიკლადებში.

ანდროსს დიდი საზღვაო ტრადიციების ისტორია აქვს. დაათვალიერეთ ქვიშიანი სანაპიროები, ქვიანი ნაპირები, წყაროები, მთები და გამოქვაბულები. კუნძულის დედაქალაქია ქორა, რომელიც მთავარ სოფელს ნიშნავს. აქ ძირითადად გემების მფლობელები ცხოვრობდნენ. დაათვალეირებთ შუასაუკუნეების, ნეოკლასიკურ და სხვა სტილის სახლებს. ეწვიეთ ეკლესიებს, მუზეუმებს, ლამაზ მაღაზიებს და კაფე-რესტორნებს. არ გამოგრჩეთ უჩვეულო ფრანკიული ციხესიმაგრე (Frankish castle).

ისიამოვნეთ კუნძულის ფლორით: თხილი, ზეთისხილი, მუხა, ტირიფი, ალვის ხე, წაბლი. ანდროსის ანტიკური ნაწილია პალეოპოლისი, რომელიც რომაული პერიოდით თარიღდება. ასევე, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია სტროპილასი, რომელიც ჩვ.წ.-მდე 4500-3300 წლით თარიღდება. ანდროსი კულტურული ტურიზმის მიმართულებაა მისი მუზეუმების წყალობით. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უნიკალური მხატვრობის და სკულპტურის ნიმუშებია. აქ ასევე ნახავთ არქეოლოგიურ მუზეუმს და კიკლადების ზეთისხილის მუზეუმს.

ანდროსზე სალაშქრო ბილიკების სიგრძე 100 კილომეტრამდეა. აქ ასევე დაკავდებით სკუბა დაივინგით. ანდროსზე ბევრი კლდის რიფი, გამოქვაბული და ქვიანი კუნძულია. აქ მოყვარული და პროფესიონალი სერფერები აქტიურად ჩამოდიან.