კაირო ანტიკური ისტორიული ადგილია ცნობილი გიზის პირამიდებითა და ნილოსის მდინარით. თუმცა, ეგვიპტის დედაქალაქში ამაზე მეტია სანახავი. ჩვენ აქ საუკეთესო 2 დღეს დაგიგემავთ.

დღე 1: დილა

კაიროში ჩასვლის შემდეგ, დაიწყეთ მისტიკური გიზის პირამიდების დათვალიერება, რომელიც სამი პირამიდის კომპლექსს მოიცავს: გიზის, ხაფრეს და მენკაურეს პირამიდებს. გაისეირნეთ სფინქსის სკულპტურასთან, გადაჭერით ნილოსის მდინარე და ეწვიეთ ეგვიპტურ მუზეუმს, რომელიც შუა აღმოსავლეთის უძველესი არქეოლოგიური მუზეუმია.

შუადღე

ლანჩისთვის გირჩევთ კაფეს: Naguib Mahfouz café. ის გასაოცარი არაბული ინტერიერით გამოირჩევა. აქ ეგვიპტურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. მიირთვით ფატა (fattah): ბრინჯი ხორცით და ტომატის სოუსით. მეტროთი მიხვალთ დაკიდულ ტაძრამდე (Hanging Church), რომელიც ქალწული მარიამის სახელობისაა. ის ერთ დროს ბაბილონის ციხესიმაგრის შესასვლელი იყო. აქ ულამაზესი მოზაიკები და ორნამენტები დაგხვდებათ.

საღამო კაიროს ჯაზ კლუბის სტუმრობით დაასრულეთ. ეს ქალაქის საუკეთესო ლაივ მუსიკის ჰაბია. მოუსმენთ ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს.

დღე 2: დილა

ეგვიპტური ცივილიზაციების ეროვნული მუზეუმი (NMEC) 22 ცალ სამეფო მუმიას წარმოგვიდგენს. მთავარ დარბაზში ანტიკური ეგვიპტური არტეფაქტებია და გვაჩვენებს ქვეყნის ისტორიულ როლს ტექსტილის ინდუსტრიაში.

შუადღე

კაიროში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა იშოპინგოთ მის ბაზარში. მათგან ყველაზე გამორჩეულია Khan el-Khalili Bazaar. ის კაიროს ისლამურ უბანში მდებარეობს, Al-Azhar-ის მეჩეთის სიახლოვეს. ბაზარი ცნობილია ფერადი ქსოვილებით, ვერცხლის სამკაულით და საკმაზებით. აქ ბევრ კარგ საჩუქარს და სუვენირს აარჩევთ. შეგიძლიათ ევაჭროთ გამყიდველებს და ფასს დაგიკლებენ.

საღამო

თუ კაიროში ცოტა დრო გაქვთ, ერთ საათიან ნავის ტურს გაყევით ნილოსზე. მზის ჩასვლის პერიოდი ამ მიზნით იდეალური არჩევანია. უნიკალური გამოცდილებისთვის, დაიქირავეთ ფელუკა, ხის ნავი, რომელსაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ხშირად იყენებენ. დაასრულეთ დღე ზემალეკის უბანში (Zamalek). აქვე ივახშმეთ.