სინის ნახევარკუნძულზე მდებარე შარმ-ელ-შეიხი წითელი ზღვის კურორტია, ვიზიტორები აქ ეგვიპტური ატმოსფეროს და ლამაზი სანაპიროების გამო ჩამოდიან, სადაც სკუბა-დაივინგის საშუალებაც გექნებათ. თუ თავგადასავლები გიყვართ აქ ყველანაირი წყლის სპორტით გაერთობით.

1. გამოსცადეთ საუკეთესო სკუბა-დაივინგი

შარმ-ელ-შეიხში ბევრი კლდეა ფერადი მცენარეებით და ულამაზესი წყლის ბინადრებით. თბილი წყლის ტემპერატურა მათ ძალიან მკაფიოდ აჩენს. აქ დაახლოებით 1000 სახეობის თევზი და კუ დაცურავს. მათზე დასაკვირვებლად მსოფლიოში ცნობილია ტირანის სრუტის კლდეები.

2. ჩაყვინთეთ ცნობილი გემის სანახავად

თავგადასავლების მოყვარულებს, შარმ-ელ შეიხის წყლის სამყარო მისტიკურ სანახაობას ჰპირდება. ეს პლანეტაზე ყველაზე ცნობილი ჩაძირული გემია. ინციდენტი მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. გემზე მოტოციკლეტები და უამრავი ნივთი იყო, რომელთა ნახვის საშუალებაც გაქვთ.

3. გამოსცადეთ სხვა წყლის სპორტები

თუ წყლის მაღლა გსურთ ყოფნა და მზის გულზე დარჩენა, აქ უამრავ აქტივობას შემოგთავაზებენ, დაწყებული ნავის ქირაობით, ნავის ტურებით, გაგრძელებული ბანანებით, კაიაკით, პარაშუტით, წყლის თხილამურებით და აშ. თუ კაიტსერფინგის სწავლა გსურთ, საბაზისო საფუძვლებს ორ დღეში შეგასწავლიან.

4. მიიღეთ რელაქსაცია სანაპიროზე

შარმ-ელ-შეიხის სანაპიროები ძირითადად რას მოჰამედის ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობენ. მაგრამ, ნაამას სანაპირო/Naama Bay ყველაზე პოპულარული არჩევანია. აქ ოქროს ქვიშა და ბევრი კაფე-რესტორანია. ზვიგენის სანაპირო/Shark’s Bay უფრო მშვიდი და ავთენტური ალტერნატივაა.

5. გამოსცადეთ შარმ-ელ-შეიხის ეკლექტური ღამის ცხოვრება

ქალაქის ღამის ცხოვრების ეპიცენტრი ღია ცის ქვეშ მდებარე ღამის კლუბია Pacha, სადაც დიჯეები მსმენელს დილამდე ართობენ. კარგი მუსიკისთვის ეწვიეთ ასევე Little Buddha ბარს. Bus Stop Lounge-ში ბილიარდი და კოქტეილები დაგხვდებათ. Camel Roof Bar კი საცეკვაო მოედანს გთავაზობთ.

6. მოინახულეთ ბუნება რას მოჰამედის ეროვნულ პარკში

Ras Mohammed National Park – შარმ-ელ-შეიხის ბუნების მარგალიტია. აქ რეგიონის საუკეთესო სანაპიროები, მარილიანი ტბა, მანგროს ტყეები, უდაბნო და იშვიათი ველური ფლორაა თავმოყრილი.

7. შეიძინეთ სუვენირები შარმის ძველ ბაზრობაზე

ადგილობრივი კულტურის გასაცნობად, შარმის ძველ ბაზრობას ეწვიეთ. ეს ეგვიპტური ბაზრობა უამრავ ნივთს აღმოგაჩენინებთ: სამკაულებს, სუნამოებს, ლამპებს ფერადი შუშებით და აშ. ამიტომაც ის მშვენიერი ადგილია სუვენირების ასარჩევად. აქ მდებარე კაფეებში მიირთვით პიტნის ჩაი და დააკვირდით მდუღარე ცხოვრებას. ბაზარი ალ-საჰაბას მეჩეთთან მდებარეობს.

8. პატივი ეცით ქალაქის რელიგიურ დაწესებულებებს

მართალია ბევრი ტურისტი შარმ-ელ-შეიხში სანაპიროებისთვის და კლდეებისთვის ჩამოდის, მაგრამ აქ კულტურული სანახაობებიც ბევრია. ალ-მუსტაფას მეჩეთი საკულტო ნაგებობაა, რომელიც ღამე განსაკუთრებულად ნათდება. ალ-საჰაბას მეჩეთი უკვე ვახსენეთ. კოპტიკის კათედრალი კი აპოკალიფსის შთამბეჭდავი ფრესკით გამოირჩევა.

9. დააგემოვნეთ ტრადიციული ეგვიპტური საკვები

აქ ბევრნაირ სამზარეულოს აღმოაჩენთ, მაგრამ თუ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება გსურთ, ეგვიპტურ რესტორნებს მიაკითხეთ. მომხმარებლების შეფასებებით ერთ-ერთი საუკეთესოა – El Kababgy.

10. მოიწყვეთ ერთ დღიანი ტური სინას მთაზე

ეწვიეთ გასაოცარი ლანდშაფტის მქონე სინას მთას. ეს ადგილი მნიშვნელოვანი რელიგიური ლოკაციაა ქრისტიანებისთვის, ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვის. წმ. კეტრინის მონასტერში რელიგიური ხელოვნების ნიმუშები დაგხვდებათ. შარმ-ელ-შეიხიდან სინას მთა 2.5 საათის სავალზეა.