როცა ანტვერპენის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ, მისი მიმდებარე ტერიტორიებიც შეგიძლიათ დალაშქროთ. ბელგია პატარა, კომპაქტური ქვეყანაა და თითქმის ყველა ლოკაცია ერთმანეთისგან 1 საათის დაშორებით მდებარეობს.
მეშელინი/Mechelen
ანტვერპენიდან 23 კილომეტრში შთამბეჭდავი ქალაქი მდებარეობს. ძველი ქალაქის ცენტრი მე-16/მე-18 საუკუნით დათარიღებულ შენობებს და მერიას მოიცავს. აქვეა 97 მ. სიმაღლის საათის კოშკი.

ლიერი/Lier
ლიერი ანტვერპენიდან მხოლოდ 19 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს მშვიდი ადგილი როკოკოს არქიტექტურით და გოთიკური კოშკურით გამოირჩევა. აუცილებლად მოსანახულებელია ლიერის კათედრალი, მოხატული შუშით და ხელოვნების ნიმუშებით. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კედლები რუბენსმა მოხატა.

აალშტი/Aalst
გენტსა და ბრიუსელს შორის მდებარე აალშტი მორიგი შთამბეჭდავი არქიტექტურის სამფლობელოა. არ გამოგრჩეთ აალშტის სამრეკლო. მისი კოშკურა იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. მორიგი განსაკუთრებული შენობა ტერლინდენის ციხესიმაგრეა, რომელიც წყლითაა გარშემორტყმული. წმ. მარტინის ეკლესიაში რუბენსის რამდენიმე ნახატია წარმოდგენილი.

თერნჰათი/Turnhout
ანტვერპენიდან 42 კილომეტრში მდებარე ეს ქალაქი შასაუკუნოვანი ქალაქია. ის აერთიანებს იმ დროის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, როცა თერნჰათი რეგიონის კომერციული ცენტრი იყო. ქალაქის შუაგულში მე-12 საუკუნის სასახლე დგას.

ვილებრუკი/Willebroek
ენტვერპენიდან 20 კილომეტრში ბრინდონკის ციხესიმაგრე მდებარეობს, რომელიც ბელგიელებისთვის გერმანული ოკუპაციისგან გამოწვეული ტერორის სიმბოლოა. ის ანტვერპენის დაცვითი ნაგებობა იყო. აქვეა პატარა დასახლება ვილებრუკი.

სენ-ნიკლასი/Sint-Niklaas
ეს ქალაქი კი ანტვერპენის ცენტრიდან 27 კილომეტრშია. მისი მთავარი მოედანი ბელგიუმში უდიდესი ქალაქის მოედანია. მერიის უკან 6 მეტრი სიმაღლის მარიამის ქანდაკება დგას.

დენდერმონდი/Dendermonde
დენდერმონდი ცნობილია ქსოვილის ინდუსტრიით. აქ ბევრი საინტერესო ისტორიული მონუმენტი და ხელოვნების საგანძურია. მთავარ მოედანზე მერია და ხორცის ბაზრობა მდებარეობს. ასევე, მუნიციპალური მუზეუმი.

დიესტი/Diest
დიესტში მდებარეობს მნიშვნელოვანი მუზეუმი (Stedelijk Museum) ძვირფასი კოლექციებით. აქ ინახება იარაღები და ღირებული ნახატები. ამ ქალაქში ასევე იხილავთ წმ. სულპიტიუსის ეკლესიას, რომელიც გოთიკური ტაძრის ბრწყინვალე ნიმუშია.

ვორდენშტეინის პარკი/Vordenstein Park
ანტვერპენიდან 12 კილომეტრში, ულამაზესი ბაღი მდებარეობს, სადაც ფეხით სეირნობას და ველოსიპედით სიარულს შეძლებთ. პარკის მთლიან ტერიტორიაზე 33 ბილიკია სხვადასხვა ხებით. შენიშნავთ ციყვებს, ირმებს და მელიებს. ორანჟერეის კაფეში კი დასვენებას შეძლებთ.











