კვიპროსის დედაქალაქი ნიქოზია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყოფა. აქ მუზეუმები, ისტორიული ადგილები, ზღაპრული სასახლე და სალამისის ანტიკური ნანგრევებია.
1. გაისეირნეთ ნიქოზიას ვენეციური ციხესიმაგრის გასწვრივ
ნიქოზიას ციხესიმაგრე შთამბეჭდავი ვენეციური კედლებით ძველ ქალაქს აკრავს გარს. ფამაგუსტას ჭიშკარი მისი საუკეთესოდ შემონახული შესასვლელია.

2. დაათვალიერეთ კვიპროსის მუზეუმი
ეს მუზეუმი კუნძულის ანტიკურ ისტორიას ასახავს. არტეფაქტების გასაოცარი კოლექცია ნეოლითური პერიოდიდან მოყოლებული ბიზანტიურ ერას ასახავს. აქ იხილავთ მინოტავრების და მებრძოლების ფიგურებსაც.

3. იშოპინგეთ Büyük Han-ში
ეს ადგილი 1572 წელს აშენდა და იმდროინდელი არქიტექტურის უბადლო ნიმუშია. აქ რჩებოდნენ ვაჭრები და ინახავდნენ თავიანთ პროდუქციას. აქვე იყო მოწყობილი აქლემების და ცხენების სადგომები, ასევე, თურქული აბანო. დღეს აქ ბევრი მაღაზია, კაფე და ადგილობრივი ნაკეთობების სახელოსნოებია, ამიტომაც სასიამოვნოდ ივაჭრებთ.

4. მოინახულეთ ბიზანტიური ხელოვნება მაკარიოსის კულტურულ ფონდში
მათ ვისაც, რელიგიური ხელოვნების ნიმუშები აინტერესებს, აქ აუცილებლად უნდა შეიაროს. 220 უძველესი ქრისტიანული ხატის გარდა, აქ მოზაიკებიც დაგხვდებათ.

5. შეაფასეთ სელიმის მეჩეთი
ჩრდილოეთ ნიქოზიას ყველაზე გამორჩეული ძეგლი, სელიმის მეჩეთია, რომელიც მე-14 საუკუნეში აშენდა, როგორც ეკლესია აია-სოფიას ნაწილი. მე-16 საუკუნიდან ის მეჩეთია. გოთიკური არქიტექტურის მიღმა, შთამბეჭდავი ინტერიერი იმალება. მასში შესასვლელად ქალებს გარკვეული წესების დაცვა უწევთ: თავსაფრის მორგება და შორტებისა და ტოპების შეზღუდვა.

6. გაისეირნეთ ძველი ქალაქის უბანში
ნიქოზიას ბევრი მასშტაბური ღირსშესანიშნაობა არ აქვს, აქ უბრალოდ ძველი ქალაქის წვრილ უბნებში სეირნობაც სასიამოვნოა. მაგალითად, ლედრას ქუჩა სავსეა კაფე-რესტორნებით და მაღაზიებით, ერმოუს ქუჩაზე კი ფოტოგრაფიის მუზეუმია. ნიქოზიის ჩრდილოეთ ნაწილში მოხვედრისას შესაძლოა პასპორტი დაგჭირდეთ, ამიტომაც არ დაგავიწყდეთ ის.

7. იხილეთ ლევენტის მუზეუმის კოლექცია
ნიქოზიაში მდებარე ეს მუზეუმი ძველ ლამაზ ვილაშია განთავსებული და კვიპროსის ძვირფას ნიმუშებს წარმოგვიდგენს. აქ ძვ.წ.-მდე არსებულ არტეფაქტებსაც მიაგნებთ, ტრადიციული, გასაოცარი კოსტიუმების გასწვრივ.

8. ტური სააბატოში
Bellapais Abbey – ცნობილი ტურისტული მიმართულებაა. ეს ულამაზესი სასახლის კონსტრუქცია ძველებურ სოფელში მდებარეობს, თეთრი კოტეჯებით. აქ ადრე სამონასტრო კომპლექსი იყო, დღეს კი კვიპაროსებია გაშენებული და ჩრდილოეთ კვიპროსის ხედებით დაკტბებით. ძეგლი ნიქოზიიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

9. ადით წმ. ჰილარიონის ციხის კოშკურებზე
წმ. ჰილარიონის ციხესიმაგრე ზღაპრული წიგნებიდან გადმოსულს ჰგავს. ამბობენ, რომ დისნეის ფიფქიას ინსპირაცია სწორედ ჰილარიონი იყო. ის მე-10 საუკუნეში ბიზანტიელებმა ააგეს. ციხე ნიქოზიიდან 36 კილომეტრშია.

10. ესტუმრეთ ბუფავენტოს ციხის ნანგრევებს
ბუფავენტოს ციხე უფრო დანგრეულია, ვიდე ჰილარიონი, თუმცა გარემო შთამბეჭდავ ლანდშაფტს აერთიანებს. თუ მას დალაშქრავთ, სანაპირო ზოლის ბრწყინვალე ხედებით დაჯილდოვდებით. ერთ დროს მას სტრატეგიული და მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქვეყნის დაცვაში.











