ბელგიას რამდენიმე მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი აქვს, მათ შორის ბევრი მიშელინის ვარსკვლავების მფლობელი. ბელგიელებმა იციან გემრიელად ჭამა და ხარისხიანადაც ამზადებენ. ჩვენ აქ დასაგემოვნებელ საუკეთესო კერძებს გირჩევთ.

1 გველთევზა მწვანე სოუსში

Eel in Green Sauce

გველთევზები ანტვერპენის მდინარე შელდტიდან მოყავთ და მას წყლის მცენარეებს უმატებენ. სწორედ ეს მცენარეული დანამატი აძლევს კერძს მწვანე შეფერილობას. მას ყველგან შეხვდებით, განსაკუთრებით ანტვერპენსა და ბრიუგეში.

2 ძროხის ჩაშუშული

Beef Stew 

ეს პოპულარული და მსუყე ზამთრის საჭმელი ბელგიელებს რომ კითხოთ, მათი მოგონილია. ზოგადად, ეს კერძი ჩრდილო-ევროპულია, კარამელიზირებული ხახვით და ნახევრად შემწვარი ხორცით. საფრანგეთში იყენებენ წითელ ღვინოს, ბელგიაში კი კერძის დასამზადებლად ბელგიური ლუდი გამოიყენება. მას მოხარშულ კარტოფილთან ან ფრისთან ერთად მიირთმევენ. ჩაშუშულს ყველა ტრადიციულ ბელგიურ რესტორანში მიაგნებთ.

3 თევზის სუპი

Belgian fish soup

ბელგიურად ამ კერძს Waterzooï ჰქვია და წარმოშობით ქალაქ გენტიდანაა. დღეს ბელგიურ თევზის სუპს ქათმის ხორცსაც ამატებენ. ის ასევე შეიცავს ბოტნეულს, მწვანილს და ნაღებს.

4 დაკონსერვებული ხორცი

potjesvlees

ამ კერძს სუპერმარკეტებშიც მიაგნებთ, კაფეებში რომ არ შეუკვეთოთ. ის სამი ტიპის ხორცს შეიცავს: ქათმის, ხბოს და კურდღლის. ხორცი ჟელატინშია მოთავსებული, ტკბილ-მჟავე სოუსში. ბელგიელებს ის ძალიან უყვართ.

5 მოხარშული კარტოფილი

Stoemp

ბევრ ქვეყანას აქვს ამ კერძის თავისებური ვერსია. ის უნივერსალური, პოპულარული და მსუყეა. მოხარშულ კარტოფილს სხვადასხვა ბოსტნეულთან აბლენდერებენ და ძირითადად სოსისთან ერთად მიირთმევენ.

6 მიდიები და ფრი

moules frites

ბელგია ამ კერძშიც ეცილება მეზობელ საფრანგეთს. მართლაც, აქ მიდიებს ფრისთან ერთად ბრწყინვალედ აკეთებენ და ჩვენი რჩევით, ის სწორედ ბელგიაში უნდა დააგემოვნოთ.

7 ფრი

Belgian Frites

დიახ, ბელგიელებმა ფრიც მოიგონეს. მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ფრი ბელგიაში საუკეთესოდ მზადდება! ის გარედან ხრაშუნა და შგნიდან რბილია. მას რესტორნებშიც და ქუჩის კვების ობიექტებშიც მიაგნებთ.

8 კრევეტები

Grey Shrimp

ბელგიურ კრევეტებს “ჩრდილოეთის ზღვის ხიზილალას” უწოდებენ. ის პოპულარულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქაურ რესტორნებში ზღვის პროდუქტების სპეციალისტები მუშაობენ.

9 ვაფლი

Waffles

ბელგიური ვაფლები დიდი, მოცულობითი და ბევრად ფუმფულაა, ვიდრე ჩვეულებრივი ვაფლები. ბრიუსელში მათ მართკუთხა ფორმა აქვთ და სხვადასხვა ტოპინგით შემოგთავაზებენ: კრემით, შოკოლადით, ნაყინით და აშ. ლიეჟური ვაფლი კი კრისტალიზირებულ შაქარს შეიცავს და კიდევ უფრო ტკბილია.

10 ბისკვიტები

Speculoos

ამ პატარა ბისკვიტებს ბელგიაში ყველგან მიაგნებთ. დაიმატეთ ის ფინჯანი ყავის შეკვეთისას. ისინი ტრადიციულად, კარაქით და ყავისფერი შაქრით ცხვება.