ჟენევა ცნობილია როგორც არც ისე იაფი მიმართულება, მაგრამ სხვა ევროპული ქალაქების მსგავსად, აქაც ბევრი უფასო ან ბიუჯეტური რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენი ხრიკებით არც ამ ქალაქის მონახულება იქნება თქვენთვის ძვირადღირებული სიამოვნება.
იაფი კვება
ჟენევა არის ქალაქი, სადაც ქაბაბი საეჭვო სტენდიდანაც კი ძვირი ჯდება და ხელმისაწვდომი სასადილო სოვრცის პოვნა ნამდვილად გამოწვევაა. ორი ვარიანტია: დაიაროთ ქალაქი მსგავსი ადგილის მოძებნაში და მთელი დღის მცდელობა დაასრულოთ ჩინური ან შუა აზიური საკვების მირთმევით ან მიაკითხოთ საფრანგეთის საზღვარს, ქალაქის გარეუბანში, ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. გაყევით 12 ნომერ ტრამვაის ჟენევას ცენტრიდან ბოლო გაჩერებამდე და ფეხით გადადით ფრანგულ დასახლება გაიარდში (Gaillard). ამისათვის მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ და თქვენ გაცილებით იაფად შეჭამთ, ვიდრე ჟენევაში.

ბიუჯეტური რესტორნები ჟენევაში:
- La Buvette des Bains; მისამართი: Quai du Mont-Blanc 30; ოფისის თანამშრომლები ლანჩზე სწორედ ამ ადგილს ანიჭებენ უპირატესობას.
- Chez ma Cousine Lissignol; მისამართი: Rue Lissignol 5; ეს ადგილი ორ რამეს აკეთებს და ორივეს ბრწყინვალედ: ქათამს და ფრის.
- Carosello; მისამართი: Boulevard Georges-Favon 25; მიირთვით გემრიელი პიცა და სალათები.
- Manora, მისამართი: Rue de Cornavin 6; თვითომსახურეობის კაფეტერია, რომელიც გემრიელ საჭმელს და ლამაზ ხედს გვთავაზობს.
- Boky-FuShun, მისამართი: Rue des Alpes 21; ამაზე იაფ ჩინურ რესტორანს ვერსად ნახავთ.
- Parfums de Beyrouth, მისამართი: Rue de Berne 18; საკმაოდ დამანაყრებელი პორციებით.

უფასო ტრანსპორტი
ნუ იქირავებთ მანქანას. ჟენევას ცნობილი სატრანსპორტო მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ სჯობს მანქანის გარეშე იყოთ. თანაც, ჟენევაში და მის გარშემო მოგზაურობა 1 თეთრიც არ დაგიჯდებათ. თქვენ შეგიძლიათ უფასოდ იმგზავროთ.
-
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ყველა ადამიანი, რომელიც ჟენევას ტერიტორიაზე სასტუმროში, ჰოსტელში ან კემპინგის სივრცეში რჩება, პატარა სატრანსპორტო ბარათი ეკუთვნის, რომელიც ულიმიტო მგზავრობას უზრუნველყოფს მთელი მისი იქ ყოფნის მანძილზე. მოიკითხეთ ის თქვენს სასტუმროში ან ჰოსტელში და ატარეთ პასპორტი ამ ბარათთან ერთად.

-
უფასო აეროპორტის ტრანსფერი
იქამდე, სანამ ბარგის აღების ტერმინალს დატოვებთ, გასასვლელთან მოძებნეთ აპარატი, რომელსაც უფასო ბილეთი აწერია. დააჭირეთ ღილაკს და მიიღებთ უფასო ბილეთს, რომელიც მომავალი 80 წუთი იქნება აქტიური მატარებლებში, ავტობუსებში და ტრამვაიში. ამიტომაც, იმგზავრეთ უსასყიდლოდ სასტუმრომდეც.
-
უფასო ველოსიპედი
ველოსიპედის ქირაობა ძვირი ჯდება, მაგრამ მას უფასო ალტერნატივაც აქვს. კომპანია Geneve Roule ზაფხულის თვეებში უფასო ველოსიპედებს გთავაზობთ – ერთ ჯერზე 4 საათით.

უფასო Wi-Fi
ჟენევაში, მთელ ქალაქში უფასო ინტერნეტი მოქმედებს, რომელსაც ((o)) ville-geneve ეწოდება. ამას გარდა, ბევრგან ნახავთ სხვა უფასო კავშირებსაც. მაგალითად, საჯარო ბიბლიოთეკასთან – ბასტიონის პარკში; სასტუმროებთან, კაფე-რესტორნებთან და აშ. კავშირი ყველგან ძლიერია. ამიტომაც, შვეიცარიის ამ ქალაქში გამგზავრებამდე ინტერნეტის შეძენაში ზედმეტ თანხას ნუ დახარჯავთ.

უფასო მუზეუმები
ჟენევაში რამდენიმე მშვენიერი მუზეუმია, რომელთა კარიც ბილეთის გარეშეა ღია:
- Musée d’histoire des sciences de la Ville de Genève – მეცნიერების ისტორიის მუზეუმი
- De la Rive and de Saussure – ასტრონომიის, გეოლოგიის, მეტეოროლოგიის და მსგავსი დისციპლინების მუზეუმი.
- Muséum d’histoire naturelle – ბუნების ისტორიის მუზეუმი
- Espace Lullin – მე-18 საუკუნის იშვიათი მანუსკრიპტები საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში.
- Institut et Musée Voltaire – მუზეუმი ეძღვნება ცნობილ მწერალს, ვოლტერს, რომელმაც ამ ქალაქში რამდენიმე წელი გაატარა.
- Maison Tavel – არტეფაქტები ჟენევას ცხოვრებიდან მე-16/მე-19 საუკუნეებში.
- Ariana Museum – კერამიკის ხელოვნების მუზეუმი.

უფასო გარე აქტივობები
ჟენევას ტბა: ამ ულამაზეს ტბაზე საჯარო ნავებს მოძებნით, რომლითაც ტბას უფასოდ, იმ თქვენი სატრანსპორტო ბარათით დაათვალიერებთ, რომელიც მაღლა ვახსენეთ.

ჟენევა მწვანე ქალაქია, აქ ბევრი ბაღი მდებარეობს. ზაფხულში აქ უფასო შეზლონგებს ნახავთ. საუკეთესო პარკებია:
- Parc des Bastions: ითამაშეთ ჭადრაკი დიდ დაფაზე ან მოუსმინეთ სტუდენტებს, რომლებიც გიტარებზე უკრავენ.
- Parc des Cropettes
- Parc Beaulieu
- Jardin Anglais
- Parc des Eaux-Vives

უფასო კულტურული ღონისძიებები ღია ცის ქვეშ
ყოველ ზაფხულს, ჟენევა რამდენიმე ღონისძიებას მასპინძლობს:
უფასო კინო ვარსკვლავების ქვეშ: ივლისისა და აგვისტოს თვეში ჟენევას პარკებში უფასო ფილმის ჩვენებებს გადააწყდებით.
უფასო კონცერტები მზის ქვეშ: ქალაქის საჯარო პარკებში, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან, ზაფხულობით უფასო კონცერტებს მართავენ.

იაფი შოპინგი
თუ სუვენირებზე ბევრის დახარჯვა არ გსურთ, ხრიკს გასწავლით. ამ ქალაქში რამდენიმე ბიუჯეტური ადგილია საშოპინგოდ:
- Marché de Plainpalais: აქ ბევრ შვეიცარიულ ნივთს აღმოაჩენთ.
- Manore: ნუ იყიდით შოკოლადს ძველი უბნის ძვირადღირებულ მაღაზიებში. ამ სავაჭრო ცენტრში ბევრად ნაკლები ფასები და მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
- Boulevard Helvétique: აქ ფერმერების ჯანსაღი შვეიცარიული პროდუქციაა.
- Place de la Madeleine: შეიძინეთ ტანისამოსი და წიგნები აქ.











