ხორვატიის სამზარეულო რამდენიმე სხვადასხვა კულტურითაა შთაგონებული და შედეგად, ქვეყნის ყველა ნაწილს, თავისი გამორჩეული კერძი აქვს. გააჩნია რომელ რეგიონს ეწვევით, ყველგან გამოარჩევთ იტალიურ, ავსტრიულ, უნგრულ და თურქულ გავლენებს. კერძებს საოჯახო სტილში ამზადებენ და ყველაფერი ახალ, ჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს. ჩვენ 12 საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ.
1 Crni Rižoto
ეს პოპულარული ხორვატული ბრინჯის კერძი შავი რიზოტოა და იტალიურ რიზოტოს ძალიან წააგავს. სპეციალური სითხის მეშვეობით ბრინჯი მუქ ფერს იღებს. მას ზღვის პროდუქტებთან ერთად ამზადებენ.

2 Zagorski Štrukli
ეს ტრადიციული კერძი ჩრდილოეთ ხორვატიიდანაა. ის თხელი ცომისგან მზადდება და შტრუდელს წააგავს. მას ავსებენ ყველით, კვერცხით და არაჟნით და აცხობენ ღუმელში.

3 Burek
ბურეკი ხორვატიაში პოპულარული წასახემსებელია. ამ ცომეულს ხორცით ან ყველით ავსებენ, ასევე ისპანახით, კარტოფილით ან ვაშლით. ის საკმაოდ ნოყიერ საუზმეს წარმოადგენს.

4 Ćevapi /Ćevapčići
ეს კერძი ოტომანური პერიოდით თარიღდება. მრგვალი ფორმის პურებში გრილზე მომზადებულ საქონლის, ცხვრის ან ღორის ხორცს დებენ და ხახვს და საკმაზებს უმატებენ. მასთან ერთად სპეციალურად მომზადებულ სოუსს მოგართმევენ.

5 Maneštra
ეს ბოსტნეულის სუპია, რომელიც მრავალფეროვანი ინგრედიენტებით მზადდება. ეს ტრადიციული კერძი ღორის ბულიონში მზადდება, ასე რომ ვეგეტარიანული არაა.

6 Peka
პეკა ეს არის ბოსტნეული, ხორცი ან ზღვის პროდუქტები მომზადებული ღია ცეცხლზე. ინგრედიენტებს დიდ რკინის ჯამში ათავსებენ და ნელა წვავენ. დამატებითი არომატისთვის თანდათან უმატებენ ახალ მწვანილს და თეთრ ღვინოს.

7 Fuži
ხელით მომზადებული პასტა, რომელიც ისტრიის რეგიონში კეთდება, იტალიურ გავლენას განიცდის. ფუზის საქონლის ხორცთან, სოკოსთან ან სატაცურთან ერთად მოგართმევენ.

8 Pašticada
ამ კერძს დღესასწაულებზე ამზადებენ. ესაა დამარინებული საქონლის ხორცი ძმარში, ნიორში და მიხაკში. მას უმატებენ სტაფილოს და ბეკონის ნაჭრებს. მოგართმევენ ხელნაკეთ მაკარონთან ერთად.

9 Pršut
ეს არის მარილიანი შაშხი რომელიც ისტრიის რეგიონში და დალმატიაში იციან. მას განსაკუთრებულად ასუფთავებენ და ამუშავებენ და ამის გამო, ევროკავშირის ტიტულიც კი აქვს მიღებული როგორც კერძის, რომელიც ამ სახით იწარმოება და მზადდება მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში. მას ძირითადად აპეტაიზერად იყენებენ ყველთან, პურის ნაჭრებთან და ღვინოსთან ერთად.

10 Brodet
ეს ტიპური ზღვის პროდუქტების კერძი ერთგვარი თევზის სუპია, რომელსაც ხახვს, ნიორს, პომიდორს, ზეითუნის ზეთს, ოხრახუშს და საკმაზებს უმატებენ.

11 Soparnik
ეს ტრადიციული ცომეული ცენტრალური დალმატიიდანაა. მას ღია გაზქურაში აცხობენ და ჭარხლით ან ფხალეულით ავსებენ. ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის ხორვატიაში მოგზაურობისას ეს აუცილებლად დასაგემოვნებელი კერძია.

12 Povrće na Žaru
ეს კი ჩათუშული ბოსტნეულის კერძია: შავი წიწაკით, კვერცხით, სოკოთი და ზუკინით. მიაყოლეთ ის ძირითად კერძებს.











