ფრანგები ყოველთვის ამაყად იდგნენ დახვეწილი გასტრონომიის წინა ხაზზე. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო კერძებს წარმოგიდგენთ, რომელთა გასინჯვის გარეშეც საფრანგეთი არ უნდა დატოვოთ.
-
Foie Gras
ეს კერძი წარმოშობით სულაც არაა საფრანგეთის რომელიმე რეგიონიდან. ფრინველის ღვიძლი ანტიკური ეგვიპტის დელიკატესად მიიჩნევა, რომელიც შემდეგ ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელდა. Foie Gras სრულად ან ნახევრად წვავენ სტეიკის მსგავსად. შემდეგ კი ტკბილ ღვინოში აზავებენ. მიაყოლეთ მშრალი/ნახევრად მშრალი შამპანიური ან თეთრი ღვინო.

-
Blanquette de Veau
ეს ფრანგული ხბოს რაგუ კლასიკური კერძია, ისტორიული სარჩულით. თეთრ ხორცს ქონის გარეშე წვავენ, ხახვთან, ნიახურთან და სტაფილოსთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის დროს, Blanquette de Veau ძალიან პოპულარული კერძი იყო და მას ბრინჯთან ერთად მიირთმევდნენ. საკვების კრიტიკოსები გვირჩევენ მას თეთრი ღვინო მივაყოლოთ.

-
Choucroute
ეს კერძი გერმანიის კულინარიითაა შთაგონებული და მის სამ ვარიანტს შემოგთავაზებენ: მოკაზმულს, სამეფოს და ზღვის პროდუქტებით. ინგრედიენტები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სოსისს, ბეკონს, ღორის ხორცს, კარტოფილს და ხანდახან ზღვის პროდუქტებს.

-
Aligot
თუ ყველი გიყვართ, ეს კერძი აუცილებლად დააგემოვნეთ. Aligot მოხარშული კარტოფილია დაბლენდერებული კარაქთან, კრემთან, ნიორთან და ტრადიციულ ყველთან. შეუხამეთ წითელი ღვინო. შეგიძლიათ მიაყოლოთ ხილი. მას თითქმის ყველა რესტორნის მენიუში აღმოაჩენთ.

-
Ratatouille
ეს ტრადიციული კერძი ფრანგული რივიერადანაა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებში საკმაოდ პოპულარულია როგორც ცივ, ისე ცხელ მდგომარეობაში. ეს ბოსტნეულის კერძია, რომელიც ზეითუნის ზეთში ცხვება. მიაყოლეთ მას წითელი, თეთრი ან ვარდისფერი ღვინო. ყაბაყი, პომიდორი, კვერცხი და პილპილი რატატუის განსაკუთრებულ გემოს სძენენ.

-
Pissaladière
იტალიამ საფრანგეთის კულინარიაში დიდი წვლილი შეიტანა მაშინ, როცა ეკატერინე მედიჩიმ საფრანგეთს იტალიური ინსპირაციით ბევრი კერძი გააცნო. იტალიური პიცის ეს ფრანგული ვარიანტი სხვადასხვა ინგრედიენტებით მზადდება და მენიუში აპეტაიზერადაა შეყვანილი.

-
Coq au vin
საფრანგეთის ეს საკულტო კერძი ასტერიქსა და ობელიქსშიც შეგხვდებათ. მამალი, საფრანგეთის ემბლემა, ამ კერძის მთავარი ინგრედიენტია და მას სეზონის მიხედვით აფორმებენ, მათ შორის სოკოთი და არომატული მცენარეებით. ყველა კარგმა ფრანგმა მზარეულმა იცის, რომ ეს კერძი ერთი დღით ადრე უნდა მომზადდეს და მაგიდაზე მიტანამდე დაბალ ცეცხლზე კარგად უნდა შეთბეს.

-
L’omelette de la mère Poulard
თუ კლასიკურად მომზადებული კვერცხი მოგბეზრდათ, ეს საუზმისთვის განკუთვნილი კერძი აუცილებლად დააგემოვნეთ. ფრანგებს ომლეტის მომზადების ერთი განსაკუთრებული ხერხი აქვთ და ამბობენ, რომ მისი ზუსტი მომზადების წესი მხოლოდ მათ იციან. დააგემოვნეთ ის კალვადოსთან ერთად.

-
Lapin à la moutarde
ეს კერძი კურდღლის ხორცისგან მზადდება. სხვა თეთრი ხორცის, ქათმის, ხბოს და ინდაურისგან განსხვავებით, კურდღელს ყველაზე ნაკლები ცხიმი აქვს და პროტეინებით, ომეგათი და მინერალებით საკმაოდ მდიდარია. დიჟონის მდოგვი კერძის საკვანძო ინგრედიენტია და მას ულუფის მირთმევამდე რამდენიმე საათით ადრე უკეთებენ.

-
Bouillabaisse
ლეგენდის თანახმად, ეს კერძი ანტიკური საბერძნეთიდანაა და დღეს ფრანგული ავთენტურობით გამოირჩევა. ის მარსელ პანიოლის ფილმებით გახდა ცნობილი. სხვადასხვა თევზი მცენარეებით, სუნელებით, ნიორით, ხახვით, პომიდვრით, ნიახურით, მარილით და პილპილით ზავდება და ტრადიციულად მომზადებული მაიონეზი უკეთდება.

-
Raclette
ეს კერძი 1291 წლით თარიღდება და თანამედროვე ვარიანტში მას გრილზე მოგართმევენ პატარა ქვაბით, ბოსტნეულით და ძეხვით. რაკლეტს სოციალურ კერძსაც უწოდებენ, რადგანაც ხშირად ადამიანები საზიაროდ იყენებენ.

-
Boeuf Bourginon
ამ კერძის სახლი, დიჟონის მდოგვის მსგავსად, გუსტავ ეიფელის სამშობლო – ბურგუნდიაა. ესაა საქონლის ხორცი არომატულ ბოსტნეულთან და წითელ ღვინოსთან ერთად.

-
Flammekueche
ამ კერძის დებიუტი 60-იან წლებში შედგა, “პიცის მანიის” დროს. მას ცხელ ღუმელში 3 წუთის მანძილზე ამზადებენ. ზევიდან ყველს ან კრემს ასხავენ და ხახვს ამატებენ.

-
Buckwheat Crêpes
ამ კრეპს უგლუტეინო ფქვილისგან ამზადებდნენ და სურდათ მისით პურის ჩანაცვლება მოეხდინათ. მისით ფუთავენ კვერცხს, ბოსტნეულს, ყველს, შაშხს და თევზს. კერძს ვაშლის ძმარსაც მოაყოლებენ.

-
Quiche Lorraine
ამ დესერტის მეორე სიტყვა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა და შეიძლება ითქვას, მისი სამშობლოც. მას საკმაოდ მარტივი რეცეპტი აქვს: ნაღებით, ყველით და კარაქით მრგვალ ღვეზელს აცხობენ, რომელსაც რბილი შიგთავსი აქვს და განსხვავებული გემოს მქონე ჩიზქეიქს მოგაგონებთ.











