ბელგიის ძველი ქალაქი გენტი შთამბეჭდავი შუასაუკუნოვანი უბნებიდან თანამედროვე არქიტექტურულ შედევრებამდე, ფაქტობრივად, ღირსშესანიშნაობების გარშემოა აგებული. აქ ბევრი ხიდი და წყლის არხია აუცილებლად სანახავი ადგილებით. ჩვენ 16 მათგანს გირჩევთ.
უბანი – Patershol
ეს გენტის ფოტოგენური უბანია ისტორიული სახლებით, მყუდრო რესტორნებით, გალერეებით და ძველებური ტკბილეულის მაღაზიით.

საკონდიტრო – Confectionery Temmerman
სწორედ ესაა ძველი სტილის საკონდიტრო პეტერსოლის უბანში, რომელიც გარედან მე-17 საუკუნის ბაროკოს ფასადს წარმოგვიდგენს, ხოლო შიგნიდან ტკბილეულის სამოთხეს. დააგემოვნეთ ტრადიციული გენტური ტკბილეული.

მისამართი: Kraanlei 79
სასახლე – Gravensteen
მე-12 საუკუნის ეს ხიხესიმაგრე ქალაქის ძველი ნაწილის გულში მდებარეობს. ის ზოგისთვის პირქუში, ზოგისთვის კი რომანტიკული ატმოსფეროთი ხასიათდება. სასახლის წინ, გენტის ყველაზე ძველი მოედანი მდებარეობს – Sint-Veerleplein, სადაც ოდესღაც სიკვდილით დასჯას ანხორციელებდნენ.

Sint-Veerleplein 11, Ghent, Belgium
კათედრალი – St. Bavo’s Cathedral
მას ვისაც ხელოვნების ისტორია უყვარს, ამ კათედრალის დათვალიერება ნამდვილად მოეწონება. ეს გოთიკური ეკლესია არაოფიციალური რელიგიური ხელოვნების მუზეუმია. რუბენსის შედევრების გარდა, აქ როკოკოს ხელოვნების ნიმუშებს და ულამაზეს ჭრელ ფანჯრებს იხილავთ.

ნასახლარი – St. Bavo’s Abbey ruins
წმ. ბავოს სააბატოსგან ბევრი აღარაფერია დარჩენილი, თუმცა მწვანეში ჩაფხული ნანგრევები ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. ხანდახან ამ ისტორიულ ადგილას კარაოკე საღამოები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.

სააბატო – St. Peter’s Abbey
შთამბეჭდავი ჭერის ფრესკებით მორთული ეს შენობა ხანდახან პრესტიჟულ გამოფენებს მასპინძლობს, მაგრამ მთავარი სანახაობა მისი ღია ბაღია: სააბატოს მონუმენტურ კედლებში ჩაფლული თეთრი ხეებით და სხვა მცენარეებით.

პავილიონი – City Pavilion
გენტის პავილიონი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს თანამედროვე სტრუქტურული შენობა ისტორიულ გარემოში.

ყვავილების ბაზრობა – Kouter Flower Market
გენტში კვირა დღე ყვავილებით მორთულ ბაზარში ჩასეირნებით უნდა დაიწყოთ. ეს არის ტრადიცია, რომელიც ბელგიის ამ ქალაქში საუკუნეებია რაც არსებობს.

კულტურის ცენტრი – De Vooruit
ეს კულტურული ჰაბი თავდაპირველად აშენდა როგორც სოციალისტური სასახლე. დღეს, განახლებული მონუმენტური შენობა ფილმის ჩვენებებს, ცეკვის კლასებს, საჯარო ლექციებს, სპექტაკლებს და სხვა ღონისძიებებს მასპინძლობს. დააგემოვნეთ ყავა მის კაფეში.

მისამართი: Sint-Pietersnieuwstraat 23
ბიბლიოთეკა – De Krook
გენტის უკანასკნელი არქიტექტურული შედევრი, ხის პანელებით აწყობილი მედია ცენტრია და ადგილობრივებსა თუ ტურისტებს თანამედროვე საჯარო ბიბლიოთეკის სრულ კომფორტს სთავაზობს.

მისამართი: Miriam Makebaplein 1
პარკი – Appelbrugparkje
წყლის პირას მდებარე ეს პატარა პარკი გენტის იდილიურად მშვიდი ადგილია. მისი საფეხმავლო ხიდიდან ისტორიულ შენობებზე ულამაზესი ხედი იშლება.

მისამართი: Jan Breydelstraat 14
გრაფიტის ქუჩა – Graffitistraatje
ეს ფერადი ქუჩა თავიდან ბოლომდე ლეგალური გრაფიტითაა დაფარული. აქ ნახატები მუდმივად იცვლება. ასე რომ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა საყვარელ ნამუშევარს აღმოაჩენთ.

ბაზარი – Groentenmarkt
პარასკევს, შაბათს და კვირას, ამ ადგილას ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის დახლებს ალაგებენ. გენტის ყველაზე ტრადიციული ტკბილეული: ‘neuzeken’ პატარა პირამიდების სახით იყიდება. ძველებურ მაღაზიაში, რომელიც 1862 წლიდან არსებობს, სუნელებსა და მდოგვს შეიძენთ.

გენტის მერია
ნახევრად იტალიური და ნახევრად გოთიკური სასახლე, გენტის მორიგი ულამაზესი საჯარო შენობაა. დააკვირდით ულამაზეს ფერად შუშებს მის კედლებზე.

მისამართი: Botermarkt 1
კომპლექსი – Pand
ეს უძველესი კომპლექსი გეომეტრიულად გაშენებული ბაღით და შთამბეჭდავი ფასადით გამოირჩევა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. აქ სტუმრობა ერთი მუდმივი გამოფენის გამო ღირს: ცნობილი მხატვრის, ბოსხის ნამუშევრების ფოტო-კოლექციისთვის.

მისამართი: Onderbergen 1
გენტის დიზაინის მუზეუმი
ეს მშვენიერი მე-18 საუკუნის შენობა 22 000-მდე ნივთის კოლექციას წარმოადგენს და საერთაშორისო დიზაინის განვითარებას მიმოიხილავს. აქ არტ ნუვოს და არტ დეკოს მდიდრულ ასორტიმენტს იხილავთ.

მისამართი: Jan Breydelstraat 5










