პორტუგალიის არქიპელაგზე ბევრი ბუნების საოცრება და ღირსშესანიშნაობაა. მადეირას “სუნთქვის შემკვრელ პანორამასაც” უწოდებენ. აქ ბევრი ქვაფენილიანი ქუჩა, მოზაიკა და ატლანტის ოკეანის გადამყურე ისტორიული შენობაა. ვულკანური წარმოშობის მთებში მანგოს, ბანანს და პაპაიას დააგემოვნებთ. ისეირნეთ სუბტროპიკულ ბუნებაში და დატკბით ოქროსფერ სანაპიროებზე.
ფუნჩალი/Funchal
კრისტიანო რონალდოს დაბადების ადგილი მადეირას დედაქალაქად ითვლება. აქ შეგიძლიათ იხილოთ არტ ინსტალაცია, რომელიც ძველ ქალაქს ფარავს. მთებსა და ბანანის პლანტაციებს შორის მოქცეული ფერადი კარებების დასახლება საკმაოდ საინტერესო გამოსაკვლევია.

პონტა დელგადა/Ponta Delgada
ვულკანურ ლანდშაფტზე გაშლილი ჩაის და ანანასის პლანტაციები, “ცეცხლის ტბასთან” ერთად, ერთ დღიან მოგზაურობად მაინც უნდა დაგეგმოთ. საღამოს წყნარი ძველი უბანის რესტორნებსა და ბარებში შეგიძლიათ დაისვენოთ.

პორტო სანტოს კუნძული/Porto Santo Island
ვიზიტორებს უყვართ 9 კმ სიგრძის “ოქროს კუნძული” ატლანტიკის ოკეანეში. აქ მშვიდი წყალი და საუკეთესო მზის ჩასვლაა მადეირაზე. შეგიძლიათ მოინახულოთ კრისტოფერ კოლუმბის მუზეუმი და დააგემოვნეთ ადგილობრივი ქაბაბი.

მაჩიკო/Machico
ლეგენდის თანახმად, მაჩიკო მე-14 საუკუნეში დიდი ბრიტანეთიდან გამოქცეულმა თინეიჯერებმა აღმოაჩინეს, როდესაც მათი გემი მაჩიკოს სანაპიროსთან ჩაიძირა. ეწვიეთ მე-17 საუკუნის ეკლესიას მთაზე, სადაც ოკეანეზე ულამაზესი გადმოსახედი დაგხვდებათ. ასევე, გაისეირნეთ ქვიშიან სანაპიროებსა და სალაშქრო გზებზე.

მირადოურო დას ნევესი/Miradouro das Neves
მადეირას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ეს გზა მონახულებად ნამდვილად ღირს. მას კუნძულის საფოსტო ფოტოებში იხილავთ. ადით ხის კიბეებზე და დატკბით ქალაქის ხედით, განსაკუთრებით ღამით.

პიკო დო არიეირო/Pico do Arieiro
ამ ადგილს სამოთხისკენ მიმავალ კიბეებსაც კი უწოდებენ. პორტუგალიის რიგით მესამე უმაღლესი წერტილი, ღრუბლებს მაღლაა მოქცეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მზის ამოსვლის პერიოდი, რომელსაც აქ სულ სხვა შთაბეჭდილებებით შეიგრძნობთ. შეგიძლიათ მოხვდეთ დაქირავებული მანქანით, ავტობუსით ან ტაქსით.

ჟარდიმ დო მარი/Jardim do Mar
თუ პატარა ქალაქს ეძებთ დიდი ტალღებით, ბუნების სილამაზით და ცარიელი სანაპიროთი, არჩევანი ჟარდიმ დო მარიზე უნდა გააკეთოთ.

აჩადას და კრუზი/Achadas da Cruz
მადეირას ყველაზე ფარული მშვენება, იზოლირებული ქალაქია, გარშემორტყმული მთებითა და სანაპიროებით. რამდენიმე წლის წინ აქ საბაგირო გაიყვანეს, რათა ვიზიტორები ქალაქის ზედხედის დათვალიერებით დამტკბარიყვნენ.

პრაია ფორმოსა/Praia Formosa
პრაია ფორმოსა ფუნჩალიდან 10 წუთის გზის სავალზეა. ეს ცისფერი დროშის მქონე სანაპიროა ქვიშით და ალაგ-ალაგ ქვებით. აქ საბავშვო სათამაშო მოედანი, სპორტული სივრცეები, ბარები და გამოსაცვლელი ოთახებია, ამიტომაც ოჯახთან ერთად კომფორტულად დაისვენებთ.

პონტა დე საო ლორენცო/Ponta de São Lourenço
მადეირას ეს ცნობილი ნაკრძალი კუნძულის ყველაზე სუფთა ადგილია. აქ ვულკანური ფორმაციები, უჩვეულო ენდემური მცენარეები და საოცარი ხედები დაგხვდებათ. კარგ ამინდში, პორტო სანტოს კუნძულსაც მოკრავთ თვალს. დაისვენეთ პრაია და პაიანჰაზე, კუნძულის ერთადერთ შავ ქვიშიან სანაპიროზე.

მადეირას მონტეს სასახლე/Monte Palace Madeira
ეს ულამაზესი ბაღი ეგზოტიკური საოცრებათა ქვეყანაა, სადაც ბევრ ტროპიკულ მცენარეს აღმოაჩენთ. ბაღის გულში მუზეუმია, სადაც ათასობით აფრიკული სკულპტურა ინახება 60-იანი წლებიდან, ასევე მინერალების მდიდარი კოლექცია.











