პორტუგალიის ქალაქი სინტრა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია და საუკეთესო რომანტიკულ მიმართულებად ითვლება. რომანტიკოსებისათვის ამ ქალაქის ციხესიმაგრეები, სასახლეები და ესთეტიკა მართლაც რომ განსაკუთრებულია. ლისაბონში მოგზაურობისას მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობთ.

სინტრას მთებში მდებარე ეს ქალაქი საუკუნეების მანძილზე, პორტუგალიის მდიდარი დასახლება იყო. გარკვეული დროის შემდეგ, მან საზოგადოება მისტიკით და ინტრიგით მიიზიდა, როდესაც ცნობილი ლორდ ბაირონის ყურადღება მიიპყრო. მითებმა და ლეგენდებმა ქალაქს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ჩვ.წ.-მდე მე-6/მე-8 საუკუნით თარიღდება, სინტრას რომანტიზმი მე-19 საუკუნეში დაიწყო. ეს მაშინ მოხდა, როცა ავსტრიელმა მეფე ფერდინანდ მეორემ პენას მონასტერი განაახლა და მსოფლიოს სახელგანთქმული პენას სასახლე აჩუქა. მისი გემოვნებითაა შექმნილი შენობის კონსტრუქცია და დეკორი. აქ ნახავთ ბილიკებს ბაღებსა და ტყეში.

  • დაიკარგეთ მაგიურ ბაღებში

სინტრა სავსეა მე-19 საუკუნის ვილებითა და სასახლეებით, მაგრამ Quinta da Regaleira ყველაზე ჯადოსნურია. ამ სასახლის ბაღში ტბა, შადრევანი და ქანდაკებებია და თითქოს ყველაფერი მისტიკურ სიმბოლიკას ატარებს.

  • ესტუმრეთ სამეფო სასახლეს

Palácio Nacional de Sintra – იგივე სინტრას სასახლე, რეგიონის ერთგვარი ემბლემაა. ამ სასახლეში მე-14 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე სიცოცხლე ჩქეფდა. ქვეყნის საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი რეზიდენცია, იუნესკოს დაცული ძეგლია. თუ გსურთ რიგებს თავი აარიდოთ, შეიძინეთ ბილეთი ონლაინ და დაათვალიერეთ ორნამენტებით გაფორმებული ინტერიერი.

  • დადექით პორტუგალიის ყველაზე დასავლეთ წერტილში

Cabo da Roca – აქ მოხვედრისას გეგონებათ, რომ სამყაროს კიდეზე ხართ. ოდესღაც მას დედამიწის დასასრულადაც კი მიიჩნევდნენ. აქ იხილავთ შუქურას, რომელიც დღეს, ატლანტიკის ოკეანეზე მზის ჩასვლის საოცარ ხედს გვთავაზობს. შეგიძლიათ დალაშქროთ ბილიკები, რომლებიც გამოქვაბულებამდე მიგიყვანენ, მაგალითად პრაია და ურსამდე.

  • გამოიკვლიეთ სინტრა-კაშკაისის ეროვნული პარკი

Sintra-Cascais Natural Park – ბრწყინვალე ბუნების სილამაზე მთებით, კლდეებით, სანაპიროებით და ტყეებით იკვეთება. აქ რეგიონის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ. ასევე, შეგიძლიათ ბილიკების დალაშქვრა და დინოზავრების ნაკვალევიც ხილვაც კი.

  • იმოგზაურეთ უკან დროში

Castelo dos Mouros არის ციხესიმაგრე, რომელიც სინტრას გადმოყურებს და ამ არეალის უძველესი მონუმენტია. სასახლის კედლებიდან თქვენ წინაშე 360 გრადუსიანი მრავალფეროვანი ხედი გადაიშლება.

  • შეაფასეთ ულამაზესი სანაპირო

Praia da Adraga – კლდის რიფებით მორთული სანაპიროა, სადაც ზაფხულის თვეებში სანაპირო რესტორანი და საშხაპეებიც დაგხვდებათ. მას სინტრას რეგიონში საუკეთესო სანაპიროს უწოდებენ და საკუთარი თვალითაც დარწმუნდებით თუ როგორი შთამბეჭდავი ლანდშაფტით გამოირჩევა.

  • გაიგეთ მეტი ავიაციის ისტორიაზე

Museu do Ar – სინტრას საავიაციო ბაზაზე მდებარეობს და პორტუგალიის ავიაციის 100 წლიან ისტორიას გადმოგვცემს. აქ 40 ისტორიული თვითმფრინავი და ვერტმფრენია. ასევე, პიონერთა ოთახი, რომელიც პორტუგალიის ცნობილ მფრინავებს ეძღვნებათ. აქ ასევე აეროპორტების გამოფენასაც იხილავთ.

  • მიიღეთ ადრენალინი ვარჯიშით

Pedra Amarela – არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას გამოცდით. აქ სალაშქრო ბილიკები, სამთო ველოსიპედები, თოკების პარკი, კლდეზე ცოცვა და ზიპლაინია.