ზღვის ნაპირზე გრძელი დღეების გატარება ერთგვარი იტალიური რელაქსაციაა. რომის სიახლოვეს ბევრი ლამაზი სანაპიროა, სადაც დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ. ჩვენ გირჩევთ რამდენიმე მათგანს და გეტყვით როგორ მოხვდეთ ამა თუ იმ სანაპიროზე ქალაქის ცენტრიდან.

სანტა მარინელა/Santa Marinella

რომის სიახლოვეს, კომფორტის თვალსაზრისით საუკეთესო სანაპირო სანტა მარინელაა. ის მყუდრო ნაპირით და კრიალა წყლით გამოირჩევა. აქ რამდენიმე ბარი და ლაუნჯ სივრცეა, ამიტომაც მარტივად წაიხემსებთ. ადგილები მალე ივსება, და ნაპირს ადრიანად ეწვიეთ.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს რომის ნებისმიერი მთავარი სადგურიდან (ესენია: Roma Termini, Ostiense, Trastevere და San Pietro) სანტა მარინელამდე. ბაქნიდან სანაპირომდე მხოლოდ 10 წუთის ფეხით სავალი გზაა.

სანტა სევერა/Santa Severa

მეორე არაჩვეულებრივი ვარიანტი სანტა სევერაა, რომელსაც სანტა მარინელამდე 1 გაჩერება აშორებს. ამ სანაპიროზე შთამბეჭდავი კოშკი დგას, რომელიც მას უფრო მეტად ფოტოგენურს ხდის. შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ქვის ღრმულები მის სიახლოვეს და ეწვიოთ რესტორანს ახალი თევზისა და ცნობილი სასმელი სპრითზისთვის.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს რომის ნებისმიერი მთავარი სადგურიდან (ესენია: Roma Termini, Ostiense, Trastevere და San Pietro) სანტა სევერამდე. ბაქნიდან სანაპირომდე 20 წუთის ფეხით სავალი გზაა.

ოსტია/Ostia

ოსტია რომთან ყველაზე ახლოს მდებარე სანაპიროა, თუმცა მის უდიდეს ნაწილზე შესასვლელად სპეციალური წევრობის უფლების ქონაა საჭირო. აქ ძალიან სუფთა წყალი და სანაპირო დაგხვდებათ.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მეტროს B ხაზს პირამიდამდე, შემდეგ გაყევით ნიშნებს რომა-ლიდოს მატარებლამდე (ესკალატორზე მაღლა და შემდეგ მარცხნივ). უნდა ჩამოხვიდეთ ლიდო ცენტროში და არა ოსტია ანტიკაში.

ფრეგენი/Fregene

ოსტიას ჩრდილოეთით ფრეგენი მდებარეობს, რომელიც იტალიში ტრენდულობით გამოირჩევა. აქ სინგიტას სანაპირო კლუბია, სადაც გემრიელ კოქტეილებს დალევთ. ბალიშები ბარიდან სანაპირომდეა გაშლილი და მზის ჩასვლის ყურებას გაცილებით სასიამოვნოს ხდის.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მეტროს A ხაზს კორნელიას გაჩერებამდე (ბატისტინის მიმართულება). შემდეგ ახტით პატარა ავტობუსში, რომელსაც ფრიგენი აწერია და ყოველ 10-15 წუთში დადის.

ლადისპოლი/Ladispoli

რომის ჩრდილოეთით მდებარე ლადისპოლს გრძელი ნაპირი აქვს, ამიტომაც აქ ყოველთვის იპოვნით პირსახოცის გასაშლელ ადგილს. თანაც, დედაქალაქთან საკმაოდ ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის აპრილში, აქ Artichoke Festival იმართება.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს რომის სადგურებიდან ლადისპოლამდე (Cerveteri-Ladispoli). ბაქნიდან სანაპირომდე 15 წუთის ფეხით სავალი გზაა.

ანციო/Anzio

რომის სამხრეთით კი ანციოა – ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან, ანციოს ომითაა ცნობილი. მისმა სანაპირომ წყლის ხარისხითა და სისუფთავით სპეციალური პრიზი მოიგო და სანაპიროს სწორი მენეჯმენტით მსოფლიოს 48 ქვეყანას აჯობა.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს რომა ტერმინიდან ანციომდე. ბაქანიდან სანაპირომდე 15/20 წუთის ფეხით სავალი გზაა.

საბაუდია/Sabaudia

ეს სანაპირო რომის სიახლოვეს მდებარე სანაპიროებს შორის ყველაზე ნაკლებადაა დატვირთული, რადგანაც მატარებელი ზუსტად ქალაქში არ ჩერდება. ნამდვილად ღირს გაიღოთ ზედმეტი ძალისხმევა საბაუდიას ნაპირზე მოსახვედრად, რადგანაც აქ სუფთა წყალი და მომხიბვლელი სანაპირო დაგხვდებათ.

როგორ მოვხვდეთ: რომა ტერმინიდან გაყევით მატარებელს პრივერნო-ფოსანოვამდე, შემდეგ ადით ავტობუსში საბაუდიამდე. გზიდან ნაპირამდე ხის კიბეებს უნდა ჩაყვეთ.

სპერლონგა/Sperlonga

სპერლონგა ალბათ რომის ყველაზე ლამაზი სანაპიროა: სანაპიროებს შორის ხარისხით ის ზედიზედ 16 წელი იმარჯვებდა. აქ ნამდვილად სასიამოვნო უიქენდს გაატარებთ და ქალაქის ქაოსს დროებით მოწყდებით.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს რომა ტერმინიდან ფონდი-სპერლონგამდე. სპერლონგაში ადით ავტობუსში ან წაყევით ტაქსს სანაპირომდე.