ბენიდორმში მთავარი თავშესაქცევი სანაპიროებია. ეს არის იდილიური ხმელთაშუაზღვის მიმართულება უიქენდზე ვიზიტისთვის, განკუთვნილი როგორც წყვილებისთვის, ისე ოჯახებისა და სამეგობრო ჯგუფებისთვის. სეზონზე, კოსტა ბლანკას ეს დასახლება დატვირთულ კურორტად იქცევა, ასობით სხვადასხვა აქტივობის შემოთავაზებით და ბევრი ადგილის მონახულების საშუალებით. ბენიდორმი ნებისმიერი ასაკის ადამიანს სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება.
პარასკევი საღამო
ბენიდორმში ჩასვლისას გაისეირნეთ ცნობილ პასეო დე ლევანტეზე და მიირთვით გემრიელი ნაყინი ან სასმელი. ელჩეს პარკიც მშვენიერი ადგილია პალმებში სასეირნოდ, იქამდე, სანამ ქალაქის ცენტრს ეწვევით და ხმელთაშუაზღვიურ ტაპასს დააგემოვნებთ.

შაბათი დღის პირველი ნახევარი
დილით ეწვიეთ ხმელთაშუაზღვის აივანს, ცნობილ გადასახედ პლატფორმას ზღვაზე. მათ ვისაც ადრენალინი უყვართ, ვურჩევთ გაეშურონ ტერა მიტიკაში, ბენიდორმიდან 15 წუთის სავალ გზაზე. ეს უზარმაზარი გასართობი პარკია ყველა ასაკის ადამიანისთვის, სადაც დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ. თუ ბუნებას ამჯობინებთ, წადით ლას ფუენტეს დე ლალგარში (Las Fuentes de l’Algar). იქ ჩანჩქერებს და ბუნებრივ აუზებს ნახავთ, სადაც ცურვა და ლანდშაფტით ტკბობაა შესაძლებელი. ასევე, გირჩევთ აკვაპარკს, სადაც დროს სასრიალოებსა და აუზებში გაიყვანთ.

შაბათი დღის მეორე ნახევარი
ეწვიეთ ლევანტეს სანაპიროს და დააგემოვნეთ ტრადიციული კერძები. მათ შორის აროზ ა ბანდა (ბრინჯი ზღვის პროდუქტებით); პებროტი (თევზი წიწაკით) ან კოკა ფარჩიდა (თინუსის ღვეზელი). შემდეგ დაკავდით შოპინგით ან უბრალოდ ისეირნეთ ბენიდორმის ძველი ქალაქის უბნებში,ს ადაც ბარებს, მაღაზიებს და უნიკალურ ადგილებს აღმოაჩენთ. ბენიდორმის ღამის ცხოვრება როგორც წესი მაგიურია, ამიტომაც შაბათი ღამე დაუვიწყარი იქნება. წვეულებების მოყვარული ადამიანები ბენიდორმს ირჩევენ იმიტომ, რომ იციან აქ კოსტა ბლანკას საუკეთესო გართობა დახვდებათ.

კვირა დილა
თუ ბენიდორმის დატოვებამდე დრო გექნებათ, გირჩევთ საცურაოდ გაეშუროთ. Cala Tío Ximo – მშვიდი გამოქვაბულია ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე.











