ჯეზოლო სანაპირო მუნიციპალიტეტია ვენეციის სანაპიროზე, რომელიც ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებს. მისი სანაპირო ზოლი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 15 კმ-ზეა გადაჭიმული. ჯეზოლოს ლიდო დის სანაპიროს პრესტიჟული ლურჯი დროშის სტატუსი ყოველწლიურად ენიჭება. აქ დგას ჯეზოლოს შუქურაც.

ჯეზოლოს მთავარი პიაცა მაზინი სავსეა ლამაზი კაფეებით, სადაც დალევა და ლანჩის მირთმევა შეგეძლებათ. შუადღეს კი გაისეირნებთ საფეხმავლო ქუჩებზე. თუ ისტორია გიყვართ, მოინახულეთ ანტიკური კედლები დიდი არქეოლოგიური არეალი ან სამხედრო ისტორიის მუზეუმი.

ლიდო დი ჯეზოლოს სანაპირო საკმაოდ კომფორტული ნაპირია, სადაც ბუნებაში რელაქსაციას შეძლებთ. აქ აღმოაჩენთ ჯეზოლოს ფიჭვის ტყეებს, იდეალურ მიმართულებას სიმწვანეში გასეირნებისთვის.

ჯეზოლოს ლაგუნების ეკოსისტემა ექსტრაორდინალურია მათთვის, ვისაც ეკო-ტურიზმი უყვარს. აქაური ველური ფლორა და ფაუნა საშუალებას გაძლევთ კანოეთი თუ კაიაკით გაისეირნოთ.

მთავარი სავაჭრო ქუჩა ჯეზოლოში ბაფილეს ქუჩაა. აქ მაღაზიები დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს და სუვენირების შეძენასაც შეძლებთ. ბაფილე ფაქტობრივად ევროპის უგრძელესი საფეხმავლო შოპინგ ქუჩაა, სადაც არასდროს მოიწყენთ. ზაფხულში ეწყობა ბაზრობებიც.

ჯეზოლოში ღამის ცხოვრებაც საკმაოდ ცოცხალია. ქალაქში ბევრი პაბი და დისკო ბარი მდებარეობს, სადაც ცეკვას შეძლებთ. ზაფხულში აქ უამრავი ღონისძიებაც ეწყობა. გირჩევთ ასევე ეშმაკის ბორბალს, საიდანაც მთელი სანაპირო ზოლის ხედი იშლება. მისით სარგებლობა შუადღის მზეშიც შეგიძლიათ, რადგანაც კაფსულებს გაგრილების სისტემა აქვთ.

ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ჯეზოლო იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მზე და სანაპირო დასვენება. საუკუნოვანი ისტორიით და ცოცხალი ატმოსფეროთი ცნობილი ქალაქი იდეალურია მათთვის, ვისაც რელაქსაციის, კულტურული შემეცნების და გართობის გაერთიანება სურს. ყოველწლიურად აქ 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი ზღვისა და მზისთვის ჩამოდის, მაგრამ ჯეზოლოს დიდი ისტორია რომაული პერიოდიდან იწყება. მას მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრის სახელი ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან აქვს მოპოვებული.

1. გაერთეთ იტალიის ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე აკვაპარკში

არ აქვს მნიშვნელობა ადრენალინს ეძებთ, გართობას თუ სარელაქსაციო დღის მოწყობა გსურთ, Caribe Bay ჯეზოლოში აუცილებლად მოსანახულებელი მიმართულებაა. ჯეზოლოს აკვაპარკი 80-იან წლებში გაიხსნა და დღეს აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანი გაერთობა.

2. გაისეირნეთ ფეხით

ჯეზოლოში ფეხით გასეირნება სასიამოვნო და სარელაქსაციო გამოცდილებაა. დაიწყეთ პიაცა მაზინით, ქალაქის მჩქეფარე გულით, სადაც ღამის ცხოვრება ყვავის. განაგრძეთ სვლა პიაცა ბრესკიაზე, სადაც ბევრი მაღაზია, სანაყინე და კაფე მდებარეობს. არ გამოგრჩეთ ჯეზოლოს ბულვარი, სადაც ადრიატიკის ზღვის ხედები დაგხვდებათ.  ჯეზოლო პოპულარული მიმართულებაა საზაფხულო ტურიზმისთვის, რადგანაც მისი ბულვარი ხმაურიანი ქალაქის მშვიდი ნაწილია.

3. დაისვენეთ სანაპიროებზე

ჯეზოლო ბევრ ლურჯი დროშის მქონე სანაპიროს გთავაზობთ, 15 კმ სიგრძის ოქროსფერ ქვიშას, კარგად აღჭურვილ სანაპიროებს, წყლის სპორტის შესაძლებლობას და აშ.

4. იხილეთ ქვიშის სკულპტურები

უკვე 25 წელია რაც ჯეზოლო ქვიშის სკულპტურების საგამოფენო ადგილი გახდა. ამ პროექტის ხილვა აქ მაისიდან სექტემბრამდე შეგიძლიათ.

5. ბუნება, პარკები და ფიჭვის ტყეები

ჯეზოლოს ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში საოცარ ბუნებას აღმოაჩენთ შუნთქვაშემკვრელი ლანდშაფტებით, მაგიური დოლომიტებით ჰორიზონტზე და საფეხმავლო თუ საველოსიპედო ბილიკებით. ამასთან, აქ 7 ურბანული პარკი მდებარეობს სასეირნოდ და სპორტული აქტივობებისთვის. თუ ლაგუნა დელ მორტს ეწვევით, უნიკალური პანორამებით და ფლორა-ფაუნით დატკბებით.