იორდანია ნებისმიერი ტიპის მოგზაურს მრავალფეროვანი გამოცდილების შეძენას სთავაზობს. ანტიკური ნანგრევებისთვის თუ მდიდრული პანორამებისთვის, იორდანია საუკეთესო ადგილია ვიზიტის დასაგეგმად. ეწვიეთ უდაბნოს, კანიონებს ან რომაულ ნანგრევებს. მოიარეთ ეს ფანტასტიკურად ძველი და ყოველთვის ლამაზი იორდანია.
1. ჩაყვინთეთ აქაბას ჩაძირულ გემთან წითელ ზღვაში
რთულია წითელი ზღვით არ მოიხიბლოთ. აქაბა კი იდეალური ადგილია მისით დასატკბობად. აქ თბილი წყალი, იდეალური ხედვის წყალქვეშა სამყარო და მდიდრული ცხოველთა სამყაროა. შეძლებთ იხილოთ წყლის კუებიც.

2. უყურეთ მზის ამოსვლას ვადი რუმზე
ყველა ფილმი, რომელიც მარსულ ლანდშაფტებს წარმოგვიდგენს, ვადი რუმშია გადაღებული. წითელი ქვიშა და ლამაზი ქვის ფორმაციები მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. აქ გაგიჭირდებათ დაიჯეროთ, რომ დედამიწაზე იმყოფებით. ვადი რუმი ცნობილია ვარსკვლავებზე დაკვირვებითაც, რადგანაც მისი ღამის ცა სრულად იჭედება ვარსკვლავებით.

3. ეწვიეთ ამანის ატმოსფერულ რომაულ თეატრს
თუ გაქვთ საშუალება, აუცილებლად ეწვიეთ რომაულ თეატრს ამანის დაუნთაუნში. ეს უზარმაზარი ამფითეატრი მშვენიერი ადგილია საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად. თუ გვიან საღამოს მოხვდებით, შესაძლოა კონცერტიც დაგემთხვათ.

4. დალაშქრეთ ვადი მუჯიბი
იორდანიის ეს გამორჩეული სალაშქრო ლოკაცია ვადი მუჯიბის კანიონია ჩანჩქერებით, ველური ყვავილებით და ბუნებრივი აუზით.

5. აღმოაჩინეთ ვარდისფერი ქალაქი პეტრა
იორდანიაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი პეტრას თუ არ ეწვევით. პეტრა უზარმაზარი ანტიკური ქალაქია, რომელიც სრულად რომ გამოიკვლიოთ 2 დღე მაინც დაგჭირდებათ. დაათვალიერეთ უდაბნოში ჩაძირული ეს საოცარი მშვენება.

6. მიირთვით მანსაფი, გემრიელი ცხვრის და ბრინჯის კერძი
არ გამოგრჩეთ იორდანიის ყველაზე პოპულარული ადგილობრივი კერძი მანსაფი. მას დიდი ზომის თეფშით მოგიტანენ, რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ.

7. გამოსცადეთ იორდანიის ავთენტური კაფის კულტურა ადგილობრივებთან ერთად
კაფეეები აქ ოდითგანვე სარელაქსაციო ადგილი იყო, სადაც ყველაფრის განხილვა იდგა დღის წესრიგში. როგორც წესი ისინი გვიანობამდეა ღია, გთავაზობენ ჩილიმს და ნარდს, რომელსაც თავისი წესებით თამაშობენ. ამანში კაფეებისთვის საუკეთესოა უბანია ჯაბალ ამანი.

8. იტივტივეთ მკვდარ ზღვაში
მკვდარი ზღვა ბუნების უცნაური მოვლენაა. აქ ფიზიკურად ვერ შეძლებთ ჩაძირვას და არცერთი ცოცხალი ორგანიზმი მასში არ ბინადრობს. მკვდარი ზღვა კურნავს ისეთი კანის დაავადებებს, როგორებიცაა ეგზემა. ეწვიეთ სანაპიროებს კრისტალური ფორმაციებით, მისტიკურ ვარდისფერ აუზებს და მარილიან სანაპიროებს.

9. მოიწყვეთ ტური უმაიადის უდაბნოს ციხესიმაგრეებში
იორდანია სავსეა ციხესიმაგრეებით, განსაკუთრებით ცნობილია უმაიადი და კრუსადერი, რომლებიც 1200 წლით თარიღდებიან.

10. ივაჭრეთ ამანის მეორადების პარასკევის ბაზრობაზე
იორდანიას მეორადებისთვის ბევრი სავაჭრო სივრცე აქვს, განსაკუთრებით ამანის დაუნთაუნში. აქ ნახავთ უამრავი ტიპის ნივთს და სამოსს. განსაკუთრებით ცნობილია პარასკევის ბაზრობა თავისი ვინტაჟური ნივთებით.











