ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ იორდანიაში. უდაბნოს დიუნები და პეტრას ნანგრევები მხოლოდ დასაწყისია. აქ გამართული ინფრასტრუქტურა, გემრიელი სამზარეულო და ცნობილი სტუმართმასპინძლობა დაგხვდებათ. არაბული ისტორიის და კულტურის მოყვარულებს აქაურობა განსაკუთრებით მოგეწონებათ. ჩვენ აქ მოსანახულებელ 8 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:
1. Amman/ამანი: საუკეთესო ურბანული თავგადასავლებისთვის
ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ აუვლით გვერდს იორდანიის დედაქალაქს, ამანს. ის საუკეთესო ადგილია იორდანიის გულისცემის შესაგრძნობად. თუ ამანში მხოლოდ 1 დღე გაქვთ, მოინახულეთ ციხესიმაგრე, უმაიდის სასახლე, სადაც ჰერკულესის რომაული საყდრის თაღებია და გადმოხედეთ ქალაქს 360 გრადუსით.
2. Madaba/მადაბა: საუკეთესო ანტიკური ქრისტიანული ისტორიისთვის
მადაბა ამანის მშვიდი ალტერნატივაა. ალიას აეროპორტიდან 20 წუთის გზაზე მდებარე ეს მეგობრული ქალაქი პირველი დასასვენებელი წერტილი შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში ჩამოსვლისას. მადაბაში იორდანიის უდიდესი ქრისტიანული საზოგადოება ცხოვრობს და აქ ბევრი ანტიკური ეკლესიაა გამოსაკვლევი. ადით მთა ნებოზეც, საიდანაც ლეგენდის თანახმად მოსემ “აღთქმული მიწა” დაინახა.
3. Jerash/ჯერაში: საუკეთესო არქეოლოგიის ფანებისთვის
ეს ამანიდან ერთ დღიანი მოგზაურობის შესაძლებლობაა. ამ ქალაქში, შუა აღმოსავლეთში საუკეთესოდ შემონახული რომაული ქალაქის, ანტიკური გერასას ნანგრევებია. აქვეა ძველი ფორუმი და ზევსის საყდარი პანორამული ხედებისთვის. რეგიონი ცნობილია ზეთისხილის ზეთის წარმოებითაც.
4. Dana Biosphere Reserve/დანას ნაკრძალი: საუკეთესო ველური ბუნებისთვის
ეს იორდანიის უზარმაზარი დაცული ტერიტორიაა, სადაც 800-ზე მეტ მცენარის და 200-ზე მეტ ჩიტის სახეობას შეხვდებით. ლაშქრობის მოყვარულებს შეუძლიათ არეალის უნიკალური ეკოლოგია ბილიკებით შეაფასონ.
5. The Dead Sea/მკვდარი ზღვა
მიიღეთ ბუნებრივი სპა გამოცდილება მკვდარი ზღვის იორდანიის ნაპირებზე. აქ მინერალებით მდიდარი ტალახები და სპებია. მკვდარი ზღვა სამკურნალო და სარელაქსაციო თვისებებით გამოირჩევა.
6. Petra/პეტრა: საუკეთესო შთამბეჭდავი მონუმენტებისთვის
იორდანიაში იუნესკოს ეს განსაკუთრებული ძეგლი აუცილებლად მოსანახულებელია. თუ გიდის ტურს დაჯავშნით, მოისმენთ ისტორიებს, ილაშქრებთ და დალევთ არაბულ ყავას. თუ გსურთ მას ზევიდან გადმოხედოთ, აყევით სპეციალურ ბილიკს მის მოპირდაპირე კლდეზე.
7. Umm Qais
ეს იორდანიის მორიგი სალაშქრო მიმართულებაა ხედებით და ადგილობრივებთან სასიამოვნო შეხვედრების საშუალებით. აქ უამრავი საინტერესო ანტიკური ნაშთია.
8. Wadi Rum: უდაბნო
იორდანიის უდაბნოს ლანდშაფტები განსხვავებულად მშვენიერია. მის დათვალიერებას შეძლებთ ფეხით, აქლემით ან საჰაერო ბუშტით. ბევრი მოგზაური აქ სიმშვიდეს ეძებს. ის მკვდარი ზღვის ნაპირებიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს.