აქაბა იორდანიის ერთადერთი სანაპირო ქალაქია. ის წითელი ზღვის კლდოვან რიფებში დაივინგის შესაძლებლობას გვაძლევს. ქალაქის ძეგლები – ანტიკური ნანგრევებიდან მეჩეთებამდე, ისლამური კულტურის და შუა აღმოსავლეთის ისტორიას აღბეჭდავენ. შენი მეგზური აქაბაში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
შეისწავლეთ არაბული ისტორია მამლუკის სასახლეში
მამლუქის ციხესიმაგრე პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლის ადგილსამყოფელია. აქ არაბულმა აჯანყებამ გაიმარჯვა. მე-16 საუკუნის ციხე მამლუკის სასულთნომ ააგო და საუკუნეების მანძილზე ეგებებოდა პილიგრიმებს მექაში ვიზიტამდე.

დაისვენეთ პალმ ბიჩზე
Palm Beach – უფასო სანაპიროა სამხრეთ სანაპირო ზოლში, დაუნთაუნიდან 10 წუთის სავალ გზაზე. ეს ულამაზესი პალმებიანი ნაპირი წითელ ზღვასთან მდებარეობს და იდეალური ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად და აქაბას ავთენტურ ატმოსფეროში ჩასაძირად.

იხილეთ ვადი რუმი
აქაბაში იორდანიის მისტიკური ქვიშის ველი მდებარეობს, რომელსაც “მთვარის ველსაც” უწოდებენ. ეს ბუნების საოცრებაა განსაკუთრებული ქვის ფორმაციებით მილიონობით წლების მანძილზე ყალიბდებოდა, სხვადასხვა ტიპის ამინდის და ეროზიის საფუძველზე. მზის ჩასვლა აქ განსაკუთრებით ფერადია და სტუმრებს ბედუინური ჩაით უმასპინძლდებიან.

ეწვიეთ აქაბას არქეოლოგიურ მუზეუმს
აქაბას არქეოლოგიური მუზეუმი ქალაქის მდიდრულ ისტორიას გაგაცნობთ. ჰაშემიტის დინასტიის დამფუძნებლის, ჰუსეინ ბინ ალის სასახლე მნიშვნელოვან ანტიკურ არტეფაქტებს გვთავაზობს.

სცადეთ დაივინგი წითელ ზღვაში
აქაბას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი წყლის ქვეშ ინახება. ეს წითელი ზღვის ქორალური რიფებია. აქაური რბილი ამინდი იდეალურია დაივინგით დაკავებისთვის. შეძლებთ იხილოთ წყლის კუებიც.

იხილეთ შერიფ ალ-ჰუსეინ ბინ ალის მეჩეთი
1916 წლის არაბული აჯანყების ლიდერის, შარიფ ალ-ჰუსეინ ბინ ალის მეჩეთი აქაბას უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლია. ის 1975 წელს აშენდა და 2011 წელს გაფართოვდა. აღმოაჩნეთ მოზაიკის ინტერიერი, შადრევნები, თაღები და ჭაღები.

დაათვალიერეთ ადრეული ისლამური ქალაქი აილა
ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარე ანტიკური ნანგრევები პირველ ისლამურ ქალაქს წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ მსოფლიოში ყველაზე ადრე აგებულ ეკლესიას და ქალაქის კედლებს. შესვლა უფასოა.

გაისეირნეთ აქაბას ობსერვატორიაში
აქაბას ობსერვატორია წითელი ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს და მიგრაციის სეზონებზე ევროპიდან, აზიიდან თუ აფრიკის გადმოფრენილ ჩიტებს მასპინძლობს. ტყე და ჭაობი მის გარშემო მდებარე უდაბნოს ერწყმის. თითოეულ სეზონზე აქ 70-ზე მეტი სახეობის ჩიტს იხილავთ.

გაისეირნეთ გამჭვირვალე ძირის მქონე ნავებით
თუ სნორკელინგის და დაივინგის გამოცდა არ გსურთ, წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვება აქ სპეციალური ბორნებითაც შეგიძლიათ. ეს ფანტასტიკური საშუალებაა წითელი ზღვის ბინადრების მოსანახულებლად. გაყევით ნავებს აქაბას სასახლის ან სასტუმრო მოვენპიკის წინიდან. ტურების ხანგრძლივობა 30-60 წუთამდე მერყეობს.











