თბილი სტუმართმოყვარეობით, აბრეშუმის გზის რელიქვიებით და საოცარი ლურჯ ფილებიანი მეჩეთებით და მედრესებით, ანუ ისლამური აკადემიებით, ცნობილი უზბეკეთი ცენტრალური აზიის გამორჩეული მიმართულებაა. მისი მდიდრული კულინარიული ტრადიციები საუკუნეების მანძილზე ფორმირდებოდა, ევროპასა და აზიას შორის არსებული აბრეშუმის სავაჭრო გზის პერიოდში. აქ გელოდებათ საკვების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით საკულტოა უზბეკური ფლავი.

დააფასეთ უზბეკური სამზარეულოს მემკვიდრეობა ფლავით

ფლავი უზბეკური იდენტობის ცენტრალური მარგალიტია და ყველა ქალაქსა და ოჯახს სპეციალური რეცეპტი აქვს. ეს კერძი იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ტრადიციულ ფლავს სპარსული ფესვები აქვს. მე-7 საუკუნეში უზბეკეთის უდიდესი ნაწილი სპარსულად მოსაუბრე ზოროასტრული სამეფო იყო. უზბეკეთში ყოფნისას ფლავის გასინჯვა აქ მისაღები აუცილებელი სამოგზაურო გამოცდილებაა.

სად უნდა დააგემოვნოთ:

ტაშკენტის ცნობილი ფლავის გასასინჯად გაეშურეთ ბეშ ქოზონში (Besh Qozon), ცენტრალურ აზიურ ცენტრში. აქ მას უზარმაზარ ხის ქვაბებში ამზადებენ. ასევე, გირჩევთ ტაშკენტის ჩორსუს ბაზარს (Chorsu Bazaar). კარგი არჩევანია საოჯახო რესტორნებიც.

ხორცი, ნახშირი, მაგია…

გრილზე შემწვარი ხორცი უზბეკური სამზარეულოს ისეთივე საკულტო მონაწილეა, როგორც ფლავი. წვნიანი, ცხიმიანი ნაჭრები საკმაზებში ირევა და ცხელ ნახშირზე იწვება. რესტორნებში უზბეკური მწვადის სხვადასხვა ვერსიას ნახავთ. ქაბაბის გარდა, ხორცის კერძებიდან გირჩევთ მოხარშულ სოსისებს და დოლმას.

სად უნდა დააგემოვნოთ:

უზბეკური მწვადით ტაშკენტში საუკუნეების მანძილზე უმასპინძლდებოდნენ მოგზაურებსა და ვაჭრებს. გირჩევთ ადგილს: Pakhta Ko’chasi Kebab, რომელსაც ერთი და იგივე საგვარეულო ოჯახი 40 წელია რაც მართავს. ასევე, გირჩევთ Caravan-ს.

ჩინეთით ინსპირირებული გემრიელობა

ლეგენდის თანახმად, ჩინური სამზარეულოთი შთაგონებული უზბეკური ნუდლსის სუპიც აქ სწორედ აბრეშუმის სავაჭრო გზაზე მიმავალი ვაჭრების წყალობით დამკვიდრდა. თანამედროვე ვერსია მოიცავს გრძელ, სქელ ნუდლსებს ცალკე მომზადებული ბატკნის ხორცით და დაჭრილი ბოსტნეულით. რეგიონული ვერსიები კი ერთმანეთისგან განსხვავდება და ჩინურ ფესვებს სხვადასხვანაირად გამოხატავს.

სად უნდა დააგემოვნოთ:

Qorasoy Laghman – მშვენიერი ადგილია ნუდლსის მისართმევად ტაშკენტში. ეს ადგილი ჩინელი მოვაჭრეების ჰაბი იყო საუკუნეების მანძილზე.

ჩაის ტრადიციები და უზბეკური ღვინო

შეაბიჯეთ უზბეკურ ჩაიხანებში – ადგილობრივ ჩაის სახლებში, რომლებიც პაბებისთვის დამახასიათებელი სოციალური როლით გამოირჩევიან. აქ იკრიბებიან კაცები, დიალოგს მართავენ, ნარდს თამაშობენ და ჩაის თასებიდან სვამენ. მწვანე ჩაი უზბეკეთში გავრცელებულია, მაგრამ ტაშკენტში შავის და მწვანეს მიქსს შეხვდებით, ლიმნითა და თაფლით. უზბეკური ჩაის მოდუღება ნამდვილი რიტუალია. თავდაპირველად, ჩაის ფოთლებს მდუღარე წყალში აგდებენ და შემდეგ ჩაის ჩაიდნიდან სამჯერ ასხამენ ხელახლა. თუ რომელიმე ჩაიხანაში შესვლა ნებადართული არ იქნება, მას ნებისმიერ კაფეში მიირთმევთ. უზბეკები როგორც წესი ალკოჰოლს ერიდებიან, მაგრამ მოგზაურებს შეუძლიათ აქ საერთაშორისო და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნონ. ღვინოს აქ უძველესი ხანიდან ამზადებენ.

სად უნდა დააგემოვნოთ:

The Choyxona – უზბეკური და ევროპული ჩაისთვის; Samarkand’s Siab Bazaar – ასევე გემრიელი ჩაისთვის; Samarkand’s Bagizagan Hotel – ღვინის ტურებისთვის; ასევე Hovrenko Wine Factory. ტაშკენტში შემოგთავაზებენ ღვინის ტურებს.

ქუჩის კვება

უზბეკური ქუჩის კვება მშვენიერი არჩევანია ბიუჯეტური მოგზაურებისთვის. აქ შეგხვდებათ მანტები, დამფლინგები სავსე დაქუცმაცებული ხორცით. დააგემოვნეთ ასევე სამსა, ხრაშუნა ცომეული. უზბეკეთში ქუჩის კვება შემოგთავაზებთ დაჭრილ ხილსაც.

მიაშურეთ ჩორსუს ან სამარკანდის ბაზრებს.