კარიბის ზღვის კუნძულების ერთმანეთთან სიახლოვის გამო, მათი მონახულება ძალიან მარტივია. სან მარტინის კუნძული იდეალური მიმართულებაა კარიბის ზღვის აღმოსავლეთ მხარის აღმოსაჩენად. ის ფრანგულ და ნიდერლანდურ მხარეებადაა გაყოფილი. ნიდერლანდური მხარე უფრო გასართობ და წვეულებების ატმოსფეროს გვთავაზობს, ფრანგული კი მშვიდ, რომანტიკულ რესტორნებს და მოდურ მაღაზიებს. პუერტო რიკო კარიბის ზღვის მარგალიტი და პოპულარული არჩევანია. ის ცნობილია ესპანური და აფრიკული სამზარეულო კულტურით. თუ გვადალუპეს ესტუმრებით არ უნდა გამოგრჩეთ მისი ბოტანიკური ბაღი, ნამდვილი სამოთხე, რომელიც კარიბის ზღვის ეგზოტიკურ ფლორას და ჩიტების სახეობებს წარმოგვიდგენს. საუკეთესო დრო კარიბის ზღვის კუნძულებს რომ ეწვიოთ გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისია, როცა ამინდი მშვიდია. ქარიშხალის სეზონი ივნისში იწყება და ნოემბრამდე გასტანს.

რატომ ანტიგუა?

ამ კუნძულს 365 სანაპირო აქვს – თითო ყოველი დღისთვის მთელი წლის მანძილზე. აქ თეთრი ქვიშა, ფარული გამოქვაბულები და სანაპირო ბარებია მოწყობილი. ანტიგუა კარიბის ზღვის კუნძულების მთავარი სანაოსნო ჰაბია. ის მსოფლიოს საუკეთესო იახტებს იფარებს.

 

რატომ ბარბადოსი?

ბარბადოსი კარიბის ზღვის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე კომერციული კუნძულია, თუმცა მაინც აქვს სარელაქსაციო, მშვიდი ატმოსფერო. აღსანიშნავია მისი სამზარეულო და რესტორნებიც ევროპული და კარიბული გემოებით. ანდრომედას ბოტანიკურ ბაღში კოლონიალური არქიტექტურის უბადლო ნიმუშებს იხილავთ, მათ შორის სან ნიკოლასის სააბატოს.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: იანვარი-აპრილი

საუკეთესო სანაპიროები:

  • Mullins Beach
  • Crane Beach
  • Paynes Bay Beach

რატომ გრენადა?

გრენადა გვხიბლავს კაკაოს და შაქრის პლანტაციებით, ჯუნგლებით და თეთრი ქვიშის სანაპიროებით, რომლებიც არასდროსაა დატვირთული; ფირუზისფერი წყალი კი ცურვისა და სნორკელინგისკენ გიბიძგებთ.

რატომ იამაიკა?

აქ ნახავთ როგორც მშვიდ, განმარტოებულ გამოქვაბულებს ჯუნგლებში, ასევე წყლის სპორტის მრავალფეროვან აღჭურვილობებს. იამაიკას ნაპირები თავისი განსაკუთრებულობით კარიბის ზღვაში მართლად გამორჩეულები არიან. მას თითქოს თავისი გამოკვეთილი ხასიათი აქვს. იამაკაში ცოცხლობს კულტურა, ისტორია, მუსიკალური მემკვიდრეობა და ეროვნული სამზარეულოს დინამიკა.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: ნოემბერი-მარტი

საუკეთესო სანაპიროები:

  • Winnifred Beach
  • Seven Mile Beach
  • Boston Beach

რატომ სან ლუსია?

სან ლუსიას ჯუნგლების ბილიკების გამოკვლევაში დღეებს თავისუფლად გაიყვანთ. კუნძულის ჩრდილოეთში ნახავთ გრძელ ოქროსფერ სანაპიროებს პალმებით და საკურორტო ქალაქით. კუნძულის ისტორია დღეს ბრიტანულ არქიტექტურაში, აფრიკულ ხელოვნების ნიმუშებში და ფრანგულ კულინარიაში იკვეთება.