არგენტინა 4 განსხვავებული სეზონის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის და აქტივობების ქვეყანაა. ქალაქების მოყვარულებს მოეწონებათ ბუენოს აიერსი, ლათინური ამერიკის გამორჩეული დედაქალაქი თავისი ტანგოს შოუებით, კულტურით, ფეხბურთით და ფანტასტიკური გასტრონომიით. ეწვიეთ იგუაზუს ჩანჩქერებს, აღმოაჩინეთ მკვიდრი მოსახლეობის რელიქვიები და ისიამოვნეთ კარგი ღვინით მენდოზაში, რომელიც ანდების მთებს გადმოჰყურებს.

1. უყურეთ საფეხბურთო მატჩს ბუენოს აირესში

არგენტინაში ყოფნისას აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ადგილობრივთა ვნება ფეხბურთის მიმართ. გაეშურეთ ბუენოს აირესის სტადიონზე საფეხბურთო მატჩის საყურებლად. ყველაზე პოპულარულებია: ლა ბომბონერა და ელ მონუმენტალი. შეგიძლიათ აიღოთ სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ორგანიზებული ტურები.

2. იგრძენით იგუაზუს ჩანჩქერების ძალა

იგუაზუს ჩანჩქერები არგენტინის და ბრაზილიის ბუნების საოცრებაა. ის იუნესკოს სიაში შემავალ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთდროულად ორ ქალაქში მდებარეობს: არგენტინის პუერტო იგუაზუში და ბრაზილიის ფოზ დო იგუასუში. მისი მონახულება შეგიძლიათ გარშემო არსებული ბილიკებით და ნავის ტურებით. ტემპერატურა აქ ყველაზე მაღალია დეკემბერი-თებერვლის თვეებში.

3. მიირთვით ავთენტური არგენტინული ასადო

არგენტინა საქონლის ხორცის წარმოებით მსოფლიოს ტოპ ქვეყნებშია. აქ ხორცს მრავალფეროვანი ფორმით ამზადებენ და მის რესტორნებში შემოგთავაზებენ. ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე მიდამოებში შემოგთავაზებენ ღია ბარბექიუებსაც. არგენტინულ ავთენტურ ბარბექიუს ასადო ეწოდება.

4. დატკბით ვულკანების გზით

კატამარკა ჩრდილოეთ არგენტინაში მდებარე ადგილია, რომელიც ვულკანებზე ბრწყინვალე ხედებს გვთავაზობს. ანდების მთებში მდებარე ეს რეგიონი სავსეა ფერადი მწვერვალებით, ველებით, ლაგუნებით და ანდური მარილის მინდვრებით, სადაც ფლამინგოები ბინადრობენ. შეგიძლიათ ეწვიოთ მთელი წლის მანძილზე, მაგრამ რეკომენდირებულია ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდი.

5. დააგემოვნეთ მენდოზას ღვინო

მენდოზა არგენტინის ღვინის 78%-ს აწარმოებს. ქვეყნის ეს პროვინცია სამოთხეა კარგი ღვინის მოყვარულებისთვის. მარტში თუ ეწვევით ეროვნულ ვენახის ფესტივალს შეუერთდებით და სხვადსხვა რეგიონის ღვინოს დააგემოვნებთ.

6. აღმოაჩინეთ პატაგონიას მყინვარები

პატაგონია ცნობილია ყინოლოვანი  კედლით, რომელიც სიგრძეში 30 კმ-ზე გრძელია. მისი ხედებით დატკბობისთვის მოწყობილია სპეციალური გადასახედები. საუკეთესო დრო მას რომ ეწვიოთ არის ნოემბრიდან მარტამდე.

7. გაისეირნეთ ესტეროს დელ იბერას ჭაობებში

ესტეროს დელ იბერა ჩრდილოეთ არგენტინაში მდებარე ულამაზესი სამოთხეა, რომელიც 1 მილიონ ჰექტარზე მეტს მოიცავს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მტკნარი წყლის რეზერვია მსოფლიოში. ამ არეალში ნავის ტურის აღება პოპულარული აქტივობაა. საუკეთესო სეზონებია შემოდგომა და გაზაფხული.

8. შეისწავლეთ ადგილობრივი კულტურა კებრადა დე ჰუმანუაკაში

ამ მთიან ველზე ბევრი ულამაზესი ლანდშაფტია. 10 000 წლის მანძილზე უამრავმა ადგილობრივმა კულტურამ უწოდა ამ ადგილს საკუთარი სახლი. ის მნიშვნელოვანი გარემო იყო ინკებისთვის არგენტინაში. დალაშქრეთ მისი 7 ფერის მთა, რომელიც პურმამარკაში მდებარეობს.

9. ისიამოვნეთ ქუჩის ხელოვნებით ბუენოს აირესში

ბუენოს აირესი ლათინური ამერიკის დიდი კულტურული დედაქალაქია. ქალაქის მუსიკაა ტანგო, რომელიც კულტურათა მიქსს წარმოადგენს. ქუჩებში მოისმენთ ტანგოს მუსიკის შემსრულებლებს და დაათვალიერებთ ულამაზეს კედლის ნამუშევრებს.